Home რუბრიკები პოლიტიკა არასამთავრობო სექტორი თუ მეხუთე კოლონა?

არასამთავრობო სექტორი თუ მეხუთე კოლონა?

1145

ჯერ კიდევ ოპოზიციონერი სააკაშვილის მთავარი მოკავშირეები . . ასოები იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და .. კმარა, რომლებმაც შევარდნაძის დამხობაში დიდი როლი ითამაშეს, მაგრამ ეს, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ პროგრამამინიმუმი იყო. მაქსიმუმისთვის კი მხოლოდკმარადა საია აშკარად არ კმაროდა. ამიტომ სააკაშვილის მმართველობისას, როგორც ნაწვიმარზე სოკოები, ისეამოთესლდნენასოები და იმდენი, რომ მათი ზუსტი რაოდენობა ძნელი დასადგენია

ჰოდა, შეუდგნენ კიდეც პროგრამა მაქსიმუმის შესრულებას, ერთი მხრივ, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი და, მეორე მხრივ, ფაშიზმის “გამპრავებელი” ასო-ები:

გააუქმეს ეროვნული კუთვნილების გრაფა დაბადების მოწმობებსა თუ პასპორტებში; მოსპეს ათწლეულებში გამოცდილი განათლების, თუნდაც საბჭოური (დიახ, თუნდაც, რადგან, მიუხედავად საბჭოურობისა, არა მხოლოდ ზოგად განათლებას ვიღებდით იმჟამინდელ საშუალო სკოლებში, არამედ, რაც უმთავრესია, სამშობლოს პატრიოტებად გვზრდიდნენ მასწავლებლები, აღარაფერს ვიტყვი უმაღლეს სასწავლებლებზე, რომლებშიც მართლაც ფუნდამენტურ განათლებას ვიღებდით) სისტემა და სანაცვლოდ უნარჩვევები შემოგვაჩეჩეს; გაანადგურეს ეროვნული სამეცნიერო სკოლა, რომელიც მოწინავე იყო საბჭოეთში და .. მსოფლიოშიც.

და მთავარი _ სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი შვილების, სულ ცოტა, ორი თაობა წაგვართვა, ანუ ისინი, ვინც 2003 წელს 10-12 წლისანი იყვნენ და დღეს ყმაწვილები არიან. მათი დიდი ნაწილი სრულიად დაცლილია პატრიოტიზმის, ეროვნულობის, რელიგიურობის განცდისგან, რადგან მიშას ბუჩქებში მიღესგანათლება”.

ამას დავუმატოთ 7 ნოემბერი თუ 26 მაისი, 2008 წლის სამხედრო ავანტიურა და შედეგად ცხინვალ-სოხუმის დე ფაქტოსთან ერთად, დე იურე დაკარგვაც, პლუს ახალგორი და კოდორი, 300 ათასზე მეტი მოქალაქის ციხეებში გამომწყვდევა, ათასობით ქართველის გაუპატიურება, ათობით ახალგაზრდის ქუჩაში დახვრეტა… კიდევ რომელი დანაშაული გავიხსენოთ სააკაშვილის რეჟიმის 9-წლიანი მონაგარიდან, რომლებზეც სიტყვა არ დასცდენიათ კაპიტან ეკა გიგაურსა და ეფრეიტორ ნინო ლომჯარიას ან საიას, ახლაკაბელების საქმისგამო ნიფხვიდან რომ ხტებიან?..

ლომჯარიაგიგაურები დღესაც ყოფილი ხელისუფლების მოკავშირეები არიან, უფრო მეტიც _ ნაცების ხელისუფლების სარესტავრაციოდ იღვწიან შინ თუ გარეთ. ეს უვიცები ყველაფერზე აკეთებენ კომენტარს და რეკომენდაციებსაც არ იშურებენ: ხშირად მოისმენთ, _ პრემიერმა თუ პრეზიდენტმა კონსულტაციები გამართა ან უნდა გამართოს ასოებთანო. რას ჰგავს ეს, ვინ არიან ეს დასავლეთის გრანტებით აღზევებული უბიოგრაფიო არარაობები?

ან ისინი ვინ ბრძანდებიან, ვინც კონსულტატიებს გადის ასოებთან? _ პრემიერი კვირიკაშვილი იქნება, პრეზიდენტი მარგველაშვილი თუ პარლამენტის სპიკერი უსუფაშვილი, ყველანი ერთად თუ ცალ-ცალკე, ბიძინა ივანიშვილის მიერ აღზევებული არარაობები.

ამას წინათ ამ ვაჟბატონებს ასოებმა ერთობლივად მიმართეს მოთხოვნა-რეკომენდაციით, რომ აიკრძალოს რუსული არხების მაუწყებლობა, რადგან მათ გამო თურმე პრორუსული განწყობა მატულობს საქართველოში.

ნეტავ, რომელ დემოკრატიაშიჯდებაასოების მიმართვა, ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიაში ხომ არა?

აღსანიშნავია, რომ, სანამ ხსენებული უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ასოთა “რეკომენდაციას” გაითვალისწინებდნენ, მათ მოთხოვნას უკვე გამოეხმაურა ამ ბიზნესის მონოპოლისტი საკაბელო ტელევიზია “სილქნეტი” და 1 ივნისიდან წყვეტს “რაშა თუდეი”-სა და “როსია 24”-ის მაუწყებლობას საქართველოში.

რა არის ეს? დემოკრატიის დროშით საით მიგვაქანებენ ასოები, დემოტრაკიისკენ ხომ არა? 21- საუკუნეში კაპიტანმა გიგაურმა და ეფრეიტორმა ლომჯარიამ, ამ პოლიტიკურმა კურტიზანებმა, უნდა დამიდგინონ, რას ვუყურო და რას არა?

ან რომელ რუსულ ტელეპროპაგანდაზეა საუბარი, იმ არხების გადაცემებზე ხომ არა, რომელთა ცქერის ფუფუნება, დიდი-დიდი, მოსახლეობის 1/3 ჰქონდეს, ხოლო სრულიად საქართველო უყურებს “რუსთავი 2”-ს, “იმედს”, “იბერიას”, საზმაუწყებელს, “მაესტროს”, ანუ ე. წ. ნაციონალურ არხებს, რომლებიც დღედაღამ რუსეთის ლანძღვით არიან დაკავებულნი?!

და თუ მაინც რუსული არხებისტყუილებისაუფრო სჯერა საქართველოს, ვიდრერუსთავი 2”-ისსიმართლისა”, იქნებ სხვაგან გვეძებნა პრორუსული განწყობების მატების მიზეზები? როგორც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და იქნებ სულაც არ არის უსაფუძვლო პრორუსული განწყობების მატება?

ამ საფუძველს წლების განმავლობაში დასავლეთით (წაიკითხე, აშშ და ნატო) იმედგაცრუება ხომ არ ჰქვია, ჯერ საკუთარი გამოცდილებით და შემდეგ უკრაინის მაგალითზე?

ამ სიმართლეს ის ხომ არ ჰქვია, დასავლეთის მიერ ჩვენი დედა-ეკლესიის შეურაცხყოფის დაფინასების ფონზე, სოდომური გარყვნილების მეტი რომ არაფერი შემოდის ჩვენში ევროპა-ამერიკიდან და ამ დროს რუსეთი რომ არის ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც კანონით არის აკრძალული გეიპროპაგანდა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე ლაპარაკიც ზედმეტია?

ერთნაირსქესიანთა ქორწინება გასული წლის 26 ივნისს დაკანონდა ამერიკაში და ამ გარყვნილების მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ლეგალიზება საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად დაისახა ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირემ.

ერთნაირსქესიანთა ქორწინება საქართველოშიც რომ დაკანონდეს, ამისთვის ჯერ გეიაღლუმი უნდა ჩაატარონ თბილისში, რასაც 2012 წლიდან ცდილობენ, მაგრამ, მიუხედავად ამერიკიდან მიღებული დიდძალი ფულისა, ჩვენმა ასოებმა ოკეანისგაღმელ პატრონებს ოცნება ვერ აუსრულეს.

ანალოგიურის თქმა ე. წ. სახალხო დამცველზეც შეიძლება: უჩა ნანუაშვილი მხოლოდ პედერასტების, იეღოველებისა და სატანისტების უფლებებს რომ იცავს, ნორმალური ორიენტაციის ქართველებს არ გვაქვს უფლება, ჩვენი ეკლესია, რელიგიური მრწამსი დავიცვათ და პასუხი მოვთხოვოთ საპატრიარქოს წამბილწველ პედერასტებს?

ერთი სიტყვით, უპრიანი მგონია, რომ სახალხო დამცველიც ასოთა მეხუთე კოლონას, გნებავთ, საქართველოს დაუძინებელ მტრებს მივაკუთვნოთ…

როგორც კი სოფელ კორცხელში ნაცები გალახეს, დამნაშავეთა დასჯა უმალ მოითხოვეს ასოებმა და უეჭველად ასევე მოიქცევა უჩა ნანუაშვილიც.

ალბათ, თავისუფალი დემოკრატებიც გამოუცხადებენ სოლიდარობას ნაცებს და, თუ ასე მოხდა, ალასანია-ბოკერიას ალიანსი ოფიციალურად გაფორმდება.

დავით მხეიძე

7 COMMENTS

  1. რა ნამდვილს წერთ და სამწოხაროა,გულიდაგეწვება.სადამდე უნდა ვუსმინოთ და დაუჯეროთ მაგ ყოვლად გაფუჭებულ და არა ხალხს რომლებსაც დღესაც რეზერვაციაში ყავს ხალხი და დემოკრატიას თამაშობენ.

  2. …\\\”ოხ ღმერთოჩემო სულ ძილი, ძილი როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება….\\\”

  3. რატომ არა გვაქვს უფლება მათი გასამართლების? ჩვენ მაგათ წინააღმდეგ თუ გამოვალთ მაშინვე რუსეთის მონებს გვეძახიან, იმ თაობას რომლებიც არ შევუშინდით საბჭოთა წყობას და მათ წინააღმდეგ ვიბრძოდით. ესენი კი ნამდვილად მოსყიდულები რას გაჰყვირიან თვითონაც არ იციან! მოვთხოვოთ სასამართლო დარბაზებიდან მათ პასუხი.

  4. ხალხო ამიხსენით ვინმემ ვინარიან ეს არასამთავრობოები, რატომ აფინანსებენ მათ საღვარგარეთიდან, გაურკვეველი ორგანიზაციები და რატომ უსმენს მათ ჩვენი სამთავრობო სტრუქტურები ასე მოწიწებით,მაშინ როდესაც თვალნათლივ ჩანს რომ ისინი სხვა სახელმწიფოს სხვა ქვეყნებს ემსახურებიან,არაფერს სასიკეთოს ჩვენი ქვეყნისთვის არაკეთებენ,ქვეყნის შეგნებულ მოსახლეობას ისინი ქვეყნის გამყიდველებათ მიაჩნიათ, ჩვენი ესეიგი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტიც და მთავრობა რაღაცატომ მაინც ხალხის საწინააღმდეგოთ მათ არიან ჩახუტებულები ,უმაგათოდ არავითარ სერიოზულ გადაწყვეტილებას არ იღებენ თან ამას სახალხოთ აკეთებენ და გულზე გვხეთქავენ,არჩევნებზე კი მაინც ჩვენი იმედით მიდიან.რასგავს ეს მითხარით ვინმემ.

  5. ეს გასაგებია და თუ კანონდაღვევით თუ მოხდა ეს ამბავი რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ ეს ადამიანები ასეთივე სახით მხარს რატომ არ უჭერენ ნაცების პერიოდში უკანონოდ სამსახურებიდან გაყრილ ადამიანებს? უკანონოდ დაყაჩაღებულებს? შვილებ დახოცილ ადამიანებს და ოჯახებს? ადგილობრივ ჟურნალისტებს რომლებიც ნაცების პერიოდში რეპრესირებულები იყვნენ მხოლოდ თავიანთი საზოგადოებრივი პოზიციების გამო?

  6. 1. მუსიკას უკვეთავს- ფულის გადამხდელი!!– ფულს იხდის ზოგადი-სოროსი და ამერიკა!!!– არჩევს შესაბამის
    მუზიკანტებს!!- დვარნიაშკებს!!– ყველა სოროსის და ამერიკის “მუსიკალური გემოვნება”” ცნობილია
    ისტერიული რუსოფობია!!(ფობია-შიში) : ყველაზე იოლი და სარფიანი ბიზნესი!! — საქართველოში! უკრაინაში!! ბალტისპითეთში!! აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთში!!!– ქვეყნებში, რომლებიც –გადაარჩინა როგორც ერი!!(საქართველო -18-ე საუკუნი ბოლოს) გაანთავისუფლა თურქების უღლისაგან-19-ე საუკუნის მეორე ნახევარში!!–და ფაშიზმისაგან!! მეორე მსოფლიო ომი!!–ა.(* ეღმოსავლეთ ევროპა!-ბალკანეთი!!)– ფაშიზმისაგან–ბალტიპირეთი!!– შექმნა როგორც -სახელმწიფო–(უკრაინა!1923 წელს –ლენინმა!) 2 რუსული პროპაგანდა-საქართველოში!!” — რომელი ტელევიზიაა?? –აააოოო–ცრუსთავი2-ი!!! -კონტრპროდუქტიული ისტერიული რუსოფობი!! ყველაზე დიდი და ეფექტური პრორუსული პროპაგანდისტული მანქანა !!–საქართველოში!!! — !!– ” ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს”!!– ბუმერანგის ეფექტი!! 3. რაც შეეხება ამ ასო-ებს!! კითხეთ– მაგალითად<ეკა გიგაურს!!– საერთაშორისო გამჭირვალობა___-საქართველოს!!– რამდენი აქვს ხელფასი!!– ხელფასი!! – რავითარ შემთხვევაში არ იტყვის!!– თვთონ კი ყველგან ყოფს ცხვირს!!!— რატომ ხდება ყველაფერი ეს???== 1 რაც ერი ის ბერი!!! –კოკასა შიგან რაცა დგას!!-იგივე გამოდინდების!!– სად იჩეკებიან?? ფრთიანდებიან?? და ვინ ეფარისევლება ამათ??? 2 რუსოფობია!! ამერიკის მიერ მსუყედ დაფინანსებული ყველაზე სარფიანი და და იოლი ბიზნესი დღევანდელ საქართველოში!!!–3. ყველა გზა რომში კი არა!!- ყველას გზა ერისაც ბერისაც- "პოლიტიკოსებისაც" და ასო-ებისაც ფულთან!!! მიდის!- ყველა "მე"!! წმინდანი და სუფთაა!!!-ეს "ის" !! –სხვაა უწმინდური -ნაძირალა!!

  7. es kwelaperi xalxis bralia rodisme moutxowiaat xalxis umrawlesobas mati mosorebaa an usakweduriaat xelisuplebistwis tawi daanebon mat xelqweitad kopnas mat monobas da seeswan mat dazinaurebas tanamdebobebze parlamentsi da sajaro samsaxurebsi rogor seizleba uzxoqweknis mier dapinansebul spez samsaxurebis zarmomadgenlebs mtawrobasi rom skamebze swamen es kwelaperi xalxis bralia da mat mier arzeuli xelisupleba

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here