Home რუბრიკები პოლიტიკა “ოცნებების სასაფლაო”

“ოცნებების სასაფლაო”

1478

რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას და მის ტემპებს, პირველი წელიწადი იქნება რთული, მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი, მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს, მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი”.
ბიძინა ივანიშვილი2012 წელი

“2016 წელი ისევ რთული იქნება, 2017-დან დაიწყება აღმავლობა”.
2015 წელი

პირველივე, “მოსამზადებელწელს ივანიშვილმა აგვიხსნა, რომქართული ოცნებისყველა მხარდამჭერი მოკლე დროში სამსახურს ვერ მიიღებს და ცხოვრების პირობებს ვერ გაიუმჯობესებს. ოთხწლედიც გაგვიწერა და იმედგაცრუება ჯერ კიდევ თავისუფალ ყოფილ პრემიერმინისტრსა და მიშას ხერხემლად წოდებულ ვანო მერაბიშვილს მიაწერა: “იმის განცდა, რომქართულმა ოცნებამსაზოგადოებას იმედები გაუცრუა, მხოლოდ ვანო მერაბიშვილს აქვს. გასაგებია, რომ რეგიონებში არ ესმით და ვერ ხსნიან ამას, გარკვეული განაწყენება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ, ეს რომ საყოველთაო იყოს, არ იგრძნობა. ყველამ რომ მიიღოს არჩევნების შედეგი, ამას სჭირდება დრო, ინვესტიციები და ეკონომიკური აღზევება. ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დასრულდება, არათუ 3 თვეში, არამედ ვერც სამ წელში, ხოლო მეოთხე წელი უკვე საგრძნობი იქნება”.

წესით, ამ მეოთხე წელიწადს დენიც უნდა გაიაფებულიყო და საწვავიც, უფასო ფულიც უნდა მიგვეღო და თითო სოფელს მილიონიც უნდა ჩახუტებოდა, მაგრამ ყველაფერი იმაზე უარესადაა, ვიდრე მანამდე, ოღონდ _ ერთი განსხვავებით: ახლა სიმართლის თქმის შანსინაციონალებსმიეცათ დაოცნებისთავგადაკლული მომხრეები სიმწრით ტუჩებს იკვნეტენ, რათა სამართლიანი უკმაყოფილებით მიშისტების წისქვილზე არ დაასხან წყალი!

ერთადერთი, ვინც ოცნება მართლაც აისრულა, თვითონქართული ოცნებაა”, რომელმაც არც პრემიებზე თქვა უარი და არც დანამატებზე, ავტოპარკიც განიახლა დასამუშაოადგილიც გაირემონტა. მეოთხე, “ძალიან კარგიწელი კი იმით დააგვირგვინა, რომ მეჭიაურსა და თოფაძეს გაემიჯნა და ნატოს წინაშე დედაც დაიფიცა, _ არ იქნება ჩვენს რიგებში მათი ადგილიო!

არადა, დაპირებების შესრულების მოიმედეებს ყურადღებით რომ წაეკითხათ ივანიშვილის 2011 წლის განცხადება, მიხვდებოდნენ, რისი იმედიც უნდა ჰქონოდათ.

მე მოვდივარ პოლიტიკაში არა ვინმეს დასამარცხებლად, არა ვინმეზე შურის საძიებლად, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის გასამარჯვებლად. საქართველოს დასაკარგი კაცი არ ჰყავს, თითოეული ადამიანის პოტენციალი უნდა იქნეს სათანადოდ გამოყენებული და დაფასებული. ჩვენ, ყველანი, უნდა გავერთიანდეთ, მე ყველას ვუწვდი ხელს სათანამშრომლოდ, მათ შორის ჩემს ოპონენტებსაც; ჩვენ, ყველანი, უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ, სანამ გავერთიანდებით, ყველას და ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი უნდა დაერქვას, ყველა უნდა წარვდგეთ ერთმანეთის წინაშე არა ნიღბით, არამედ ნამდვილი სახით, ყველა უნდა გავთავისუფლდეთ, ნებსით თუ უნებლიეთ, წამოკიდებული ტვირთისგან”.

ამით ივანიშვილმა მაშინვე გაგვაფრთხილა, რომ კოჰაბიტაციის რეჟიმში ჩადგებოდა და, თუ ვინმეს იმედი ჰქონდა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებს შესეულ “კმარაზიტებსა” და ნაცაქტივისტებს გარეთ გამორეკავდა და სამსახურში დააბრუნებდა, მწარედ ცდებოდა. რაც შეეხება იმას, რომ “ყველას და ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი უნდა დაერქვას”, გამწარებულმა ადამიანებმა ესეც სასურველ რეალობად აღიქვეს და სამართლიანობის აღდგენის იმედი გაუჩნდათ. მაგრამ გამგები გაიგებდა, რომ, მაგალითად, ვანო მერაბიშვილის ნამდვილი სახელიაკარგი მენეჯერი, კარგი ორგანიზატორი და ბევრი დადებითი თვისების მქონე პიროვნება”. ადეიშვილიც, თუ ბიძინა ივანიშვილს ვენდობით, საუკეთესო მენეჯერი ყოფილა დამის ხელშიკარგი მინისტრი იქნებოდა.

ამის შემდეგ როგორ უნდა გიკვირდეს, რომ სუსი, კუდი და პროკურატურა მიშას დაფრთიანებული კადრებით არის სავსე და სამართალს მხოლოდ ისინი აღწევენ, ვინცმოკლეზე ჭრისდა ყოფილი გენპროკურორის, არჩილ კბილაშვილის, იურიდიულ ფირმაში მიდის დახმარებისთვის, ოღონდ არც ეს ფაქტებია გახმაურებული და არც ის, რომ, პანამის დოკუმენტების თანახმად, კბილაშვილს ოფშორულ ზონებში დიდძალი ფული აღმოაჩნდა! ბოროტი ენები ამბობენ, რომ წართმეულის დაბრუნებასრული წილისგაღების სანაცვლოდ ხდება, თუ არა და, ახსნას კბილაშვილმა უეცარი გამდიდრების მიზეზები.

იქნებ სულაც ივანიშვილმა უბოძა “ატსტუპნოი”, როცა გენპროკურორობას ჩამოაშორა და საქმეების ტაატით გამოძიება დაუფასა? აი ისე, როგორც კოალიციაში შემავალ პარტიებს ჩამოურიგა მილიონები, თუმცა ამ თემას ქვემოთ მივუბრუნდეთ, აქ კი ივანიშვილის კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გავიხსენოთ: ჩემი, როგორც ბიზნესმენის, წარმატების მთავარი საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს: მე შემიძლია სწრაფად შევაფასო სიტუაცია, მივიღო სწორი გადაწყვეტილება, სწორად შევარჩიო კადრები და კარგი მენეჯმენტის საშუალებით სწრაფად მივაღწიო დასახულ მიზანს.

როგორი მენეჯერი ვარ მე, ამის დასამტკიცებლად თუნდაც ის ფაქტი კმარა, რომ ცხრა წელია, რუსეთში არ ჩავსულვარ, მაგრამ ჩემ მიერ აწყობილი ბიზნესსტრუქტურები აბსოლუტურად გამართულად მუშაობენ”.

ახლაც, სამი წელია, პრემიერი აღარ არის, მაგრამ მისი აწყობილი მთავრობა, მისივე სიტყვებით, “გამართულადმუშაობს, ამიტომ ღავღავებსნაციონალური მოძრაობაარაფორმალურ მმართველობაზე, თანაც მაშინ, როცა თვითონ არაფორმალურად იმართებიან ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსისგან! ის კი იქიდან ანთებს ცეცხლს შუალედურ არჩევნებზე და ინტრიგებს ხლართავს. წალენჯიხის ავტობუსის პიონერი ახლა კორცხელის ერთ უბნამდე ჩამოლაბორანტდა: “პირველად 2012 წლის შემდეგ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიპოვა ძალიან მაგარი გამარჯვება. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი შემობრუნდება და ყველაფერი დაუბრუნდა სწორ გზას. ეს არის თქვენი დამსახურება, ხალხის დამსახურება. ძალიან მაგარი ხალხი გყავთ მანდ, მაგათ გააკეთეს მანდ იგივე, რაც გააკეთეს 2003 წელს, როცა ხალხს ნიღბიანები დაესხნენ და კიდევ მეტი ხალხი წამოვიდა სამეგრელოდან”.

ნიღბიანები და ზონდერები სააკაშვილის მოგონილია, მაგრამ ახლა, რადაც უნდა დაუჯდეს, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად სისხლის დაღვრამდე უნდა მიიყვანოს საქმე. სხვაგვარად დაბრუნების შანსი არ აქვს. ამასობაში “ქართული ოცნება” მარტივ მამრავლებად დაიშალა და რესპუბლიკელების იმედიც გაუჩნდა მიშიკოს. ისინი კი “აქაც არიან და იქაც” _ თან ოპოზიციაში გადავიდნენ, თან მინისტრის პორტფელებს ვერავინ გლეჯს ხელიდან.

ისევ ივანიშვილის 2011 წლის განცხადებას მივუბრუნდეთ:

ვისთან ვერ ვითანამშრომლებ?

ვერ ვითანამშრომლებ ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ. ჩემი აზრით, სწორედ ფსევდოოპოზიციური პარტიებია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელი ძალა

სწორედ მათ შეაქვთ განხეთქილება და არეულობა ჭეშმარიტად ოპოზიციური ძალების ნებისმიერ წამოწყებაში; ისინი ახშობენ, ანეიტრალებენ და კალაპოტს უცვლიან ხალხის საპროტესტო განწყობას”.

ივანიშვილმა იქვე ჩამითვალა ის პარტიები, რომლებთანაც ვერ ითანამშრომლებდა: ქრისტიანდემოკრატები, ლეიბორისტები, ახალი მემარჯვენეები, ედპ, ქართული პარტია, თორთლაძის, დავითაიას პარტიები.

არადა, ხალხის საპროტესტო განწყობის ჩახშობაში, განეიტრალებასა კალაპოტის შეცვლაში შემჩნეული ირაკლი ალასანია სწორედ მან ამოიყენა მხარში, ისევე, როგორც სრულიად საქართველოსთვის საძულველი რესპუბლიკელები(!).

ახლა ისინი “თავისუფალ ცურვაში” გაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ასე აფასებდა: “რესპუბლიკური პარტია ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტიაა, პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით. თანამედროვე ყაიდის საინტერესო და იმედისმომცემ პოლიტიკურ ორგანიზაციად ვთვლი პარტია “თავისუფალ დემოკრატებს”, ხოლო მისი ლიდერი ირაკლი ალასანია ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი წონადი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა. რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანიასა და მის პარტიასთან შეკითხვები არ მაქვს”.

შეკითხვები ამ სუბიექტებთან ხალხს იმთავითვე ჰქონდა, მაგრამ ივანიშვილის დაპირებები ირწმუნა და თვალი დახუჭა. მაშინ მან ასე მიმართა ამომრჩეველს: “მე ვაპირებ, გამოვასწორო შეცდომა და სრულიად ახლებური მიდგომით და პერსპექტივაზე ორიენტირებული გათვლებით ცხოვრება გავუადვილო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. შეცდომა იყო, მე ვიტყოდი, ღალატის ტოლფასი შეცდომა, საქართველოდან წასვლა რომ დავაპირე. წასვლა ერთია, მაგრამ მერე რა პირით უნდა დაბრუნდე უკან, როცა შენს ქვეყანას იმ დროს მიატოვებ, როცა ძალიან უჭირს. როცა დაბრუნდები, დაგხვდება კი აქ ქვეყანა?”

პრემიერობიდან ისე წავიდა, დაპირებები მემკვიდრეებს გადაულოცა, თუმცა ძველი დაპირებები ახლაც ძალაშია, “მეოცნებეებს” კი, რომ ჰკითხო, ყველა დაპირება შეუსრულებიათ! ეჰ, ბატონო ბიძინა, თქვენ კი წახვედით, მაგრამ, როცა დაბრუნდებას დააპირებთ, რა დაგხვდებათ?

ან, ამ ცემატყეპის შემხედვარე, თუ გიფიქრიათ, თინა ხიდაშელი, რამე რომ იყოს, არჩევნების გაყალბების მოტივით ჯარს ქუჩაში არ გამოიყვანს? და თუ გამოიყვანს, ვინ იხეირებს ამით? აკი, ამ გასაჭირში სიტყვა “სამშობლოც” გაიხსენა: “ყველა, ვისაც დღეს კეტი ეჭირა ხელში ან მუშტს იქნევდა, ჩვენს სამშობლოს ურტყამდა მუშტს; ყველა, ვინც დღევანდელ ვანდალიზმს წარსული დროის ვანდალიზმზე პასუხით ამართლებს, ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას უშლის ხელს… თუ ვერ გავიგებთ, რომ ძალადობა პასუხი არ არის, ეს როლები მუდამ ცვალებადი იქნება _ მსხვერპლის და ჯალათის როლები, ხოლო ქვეყანა, უბრალოდ, ხელიდან გამოგვეცლება”!

ქვეყანა ხელიდან რესპუბლიკელებს ეცლებათ და ამას თავადაც ხვდებიან, თუმცა ვინ იცის, რა დაგეგმა ივანიშვილმა ან რაზე დაიყაბულეს ჩვენმა ამერიკელმამეგობრებმა.” იქნებ 2012 წელს ნაციონალების გაცილება მხოლოდ დროებითი იყო და ივანიშვილი არც ახლა ჰკრავს ხელს იმ გუნდის წევრებს?! ტყეშიგირჩებისმეტი რა არის?!

ნაციონალების დასაფლავების მაგივრად ივანიშვილმა საკუთარ დაპირებებს მიაყარა მიწა და ახლა რესპუბლიკელების გაშვება მხოლოდ მკვდარზე “ვენოკია”.

ამომრჩეველო, ყური უგდე წინასაარჩევნო დაპირებებს და ნუღარ მოტყუვდები! ბიძინამ კი თქვა, 2017 წელი აღმავლობის წელი იქნებაო, მაგრამ ის აღარ დაუზუსტებია, ვინ მოიტანს აღმავლობას და, ვინძლო დავიწყებული ნაცები და ნაცყოფილები არ შეგრჩეს ხელში! აი მაშინ ნახავთ დაპირებულ “განსაცვიფრებელ” დემოკრატიას!

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

  1. ზვიადის მერე, ყველა ხელისუფლების მდგენელი პირების უმრავლესობა კრიმინალია,
    თაღლითია, უცხო ქვეყნის აგენტია, ვაზელინია, უვიცია და მათ არ უყვართ სამშობლო.
    მათ მხოლოდ დოლარი უყვართ და მისი გულისთვის საკუთარ დედასაც გაყიდიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here