Home რუბრიკები ბლოგი აშშ, პუტინის წინააღდეგ, ბინძურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს

აშშ, პუტინის წინააღდეგ, ბინძურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს

671

მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ ვინ დგას შეკვეთილი მასალების უკან, ვინ ასრულებს რუსეთისთვის ძირგამომთხრელ, ბინძურ სამუშაოს, რუსეთის ფედერაციაში.

OCCRP და ISIJ– ის მიერ გამოქვეყნებული  მხილებები, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით,  მის დანაშაულებრივ კავშირშირებზე რუს ბიზნესმენებთან, რომლებიც ოფშორებში თანხებს ათეთრებენ, აღმოჩნდა იმდენად სუსტი და “ყურით მოთრეული”, დასკვნები კი იმდენად შეთითხნილი, რომ სხვა შემთხვევაში ამ მასალებს სტუდენტურ გაზეთშიაც კი არ გამოაქვეყნებდნენ.

თუმცა, აღნიშნული პასაჟის მიუხედავად, მთელმა დასავლურმა “დამოუკიდებელმა პრესამ” და  მათთან ერთად- რუსულმა ლიბერასტულმა გამოცემებმაც, როგორიცაა “Новая Газета”, რომელიც OCCRP-თან თანამშრომლობს, პირი დააფჩინეს, თითქოს მართლაც რაღაც მნიშვნელოვანი ნახეს და მასალა გამოცემების პირველ გვერდებზე დაბეჭდეს.

ნათელია, რომ ეს უბრალო დამთხვევა კი არ არის, არამედ კიდევ ერთი რგოლია რუსეთის პრეზიდენტზე დაგეგმილი შეტევის, რომელსაც დასავლეთთან ერთად რუსეთის ლიბერასტია ახორციელებს.

 გაიცანით, დრიუ სალივანი ჟურნალისტი, დანაშაულის და კორუფციის გამოძიების პროექტის თანადამფუძნებელი. (OCCRP) თავის დროზე, ქალაქ ნეშვილში, გაზეთ «Tennssean»-ში მუშაობდა, აგრეთვე Associated Press-შიც, მანამდე კი აეროკოსმიურ შატლებში ინჟინრად.

2004 წელს, დრიუ სალივანმა ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრი დააარსა. პროექტის პარტნიორებს და სპონსორებს შორის იყვნენ: USAID (აშშ-ის სახელმწიფო ორგანო), NED, Transparency International და ევროკავშირი.

დანაშაულის და კორუფციის გამოძიების პროექტი (OCCRP) 2006 წელს, დრიუ სალივანმა და პოლ რადუმ გახსნეს.

2013 წელს, სალივანმა პროექტ NED-ისთვის გააკეთა მოხსენება, რომელშიც დაწვრილებით  ისაუბრა გრანტისგამცემებისა და საგამომძიებო ორგანიზაციების ურთიერთობის მექანიზმის შესახებ, იმნაირად, რომ აუდიტორიას არ გასჩენოდა კითხვები თუ ვის ინტერესებში კეთდება ეს მოხსენება და ვინაა სპონსორი.

http://www.cima.ned.org/wp-content/uploads/2015/02/Drew%20Sullivan%20final%20v1.pdf

აქ კი სალივანი გაცემულ გრანტებთან დაკავშირებნით USAID-ის ფუნქციონერს ანგარიშს აბარებს:
http://pdf.usaid.gov/pdf_docs/pdact991.pdf

სალივანმა, ორგანიზაცია- Journalism Development Network-იც დააფუძნა. გაუგებარია, რითაა დაკავებული ეს სტრუქტურა, თუმცა ცნობილია, რომ ეს ორგანიზაცია არა მხოლოდ OCCRP-ის საქმიანობას არეგულირებს, არამედ ამ უკანასკნელსა და აშშ-ის მთავრობას შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს.

https://www.usaspending.gov/Pages/AdvancedSearch.aspx?k=journalism%20development%20network

http://990s.foundationcenter.org/990_pdf_archive/260/260898750/260898750_201312_990.pdf

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი Journalism Development Network-ს თანხას ურიცხავს, შემდგომ OCCRP-ში გადასაგზავნად, რისი დოკუმენტური მასალაც არსებობს.

ორგანიზაცია- Journalism Development, სახელმწიფო დეპარტამენტისგან და USAID-ისგან კოლოსალურ თანხებს იღებს:

2015 წელს- 1 185 158 დოლარი:

https://www.usaspending.gov/transparency/Pages/RecipientProfile.aspx?DUNSNumber=809116440&FiscalYear=2015

2014 წელს-  2 581 865 დოლარი:

https://www.usaspending.gov/transparency/Pages/RecipientProfile.aspx?DUNSNumber=809116440&FiscalYear=2014

2011 წელს–  2 376 639 დოლარი: https://www.usaspending.gov/transparency/Pages/RecipientProfile.aspx?DUNSNumber=809116440&FiscalYear=2011

2013 წელს–   200 156 დოლარი: https://www.usaspending.gov/transparency/Pages/RecipientProfile.aspx?DUNSNumber=809116440&FiscalYear=2013

https://www.usaspending.gov/Pages/AdvancedSearch.aspx?k=JOURNALISM+DEVELOPMENT+NETWORK

როგორც ვხედავთ, ჩვენს წინაშეა სახელმწიფო დეპარტამენტის და USAID-ის კმაყოფაზე მყოფი, ტიპიური გრანტიჭამია ორგანიზაცია და მისი დამფუძნებელი, რომლებიც ამავე მიზეზით ამერიკის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტსაც წარმოადგენენ.

აღსანიშნავია, რომ სალივანის ორგანიზაციები არა მხოლოდ თავად „ჭამენ“ ამერიკელ გადასახდის გადამხდელების საბიუჯეტო თანხებს, არამედ ფინანსურ ნაკადებს რუსეთშიც აგზავნიან.

საგადასახადო დეკლარაციების მიხედვით, მხოლოდ 2012-2013 წლებში, OCCRP-მა რუსეთის საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდასაჭერად არაუმცირეს 326 000 დოლარი გადააგზავნა.

http://990s.foundationcenter.org/990_pdf_archive/260/260898750/260898750_201212_990.pdf

ამერიკის კანონმდებლობა ნებას რთავს არაკომერციულ ორგანიზაციებს არ მიუთითონ გრანტის საბოლოო მიმღები, მისივე საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე.(???!!!) ამავე დროს, OCCRP-ის საიტზე, ცენტრის ერთადერთ რუსული წარმომავლობის პარტნიორად «Новая Газета»-აა მითითებული.

OCCRP-ის აქტიური თანამშრომლობა «Новая Газета»-სთან შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ასე, 2015 წელს, OCCRP-ის ფუნქციონერებმა ინიცირება გაუწიეს უამრავ პუბლიკაციას «Новая Газета»-ში, რომლებშიც დაწვრილებით აშუქებდნენ ე.წ. “მაგნიცკის საქმეს”, კორუფციას რუსეთის საფეხბურთო კავშირში და რუსეთიდან 20 მილიარდი დოლარის გატანას.

ამიტომ, არაფერია გასაკვირი, რომ სწორედ «Новая Газета» გახდა OCCRP и ISIJ-ის პარტნიორი, “გამოძიების” მასალების  რუსეთის ტერიტორიაზე გამოქვეყნებაში და ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ წარმოებული ბინძური კამპანიის თანამონაწილე.

რა მივიღეთ საბოლოო ჯამში:

პირველი. პუტინის მისამართით წარმოებული, ფართოდ დარეკლამებული ჟურნალისტური გამოძიება საპნის ბუშტი აღმოჩნდა, რომელმაც არაფერი პრინციპიალურად ახალი, ბრალდების დამამტკიცებელი არ წარმოაჩინა და გასკდა. ფაქტიურად, ინფორმაციის საბაბი ჰაერიდან შექმნეს და რუსეთის მიმართ არაკეთილგანწყობილი მედიასაშუალებების გამოყენებით, მის გავრცელება- გაპიარებას ხელი შეუწყეს.

მეორე. იმ ფაქტს, რომ ჩვენს წინაშე სწორედ საინფორმაციო შეტევაა და არა ჟურნალისტიკა ამტკიცებს კიდევ ის, რომ საკვანძო წყაროებში, როგორიცაა პირველწყარო (ISIJ) და მსოფლიო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (The Guardian, USA Today…) ტირაჟირდება ცრუ ისტორია რუსეთის პრეზიდენტზე, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მაშინ როდესაც ბევრად მეტად არგუმენტირებული ბრალდებები უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ცზიპინის ოჯახის წევრების, ბრიტანეთის პრემიერმინისტრ დევიდ კემერონის გარდაცვლილი მამის თუ სხვა პერსონების მიმართ, არავის აინტერესებს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

მესამე.  გასაგებია აგრეთვე ისიც, თუ რატომ განახორციელეს აღნიშნული დარტყმა სწორედ ამ დროს- წინ ხომ დიდი ფედერალური არჩევნებია. ჩვენს წინაშეა, ცნობადი პიროვნებების დისკრედიტაციის გზით, მასების ტვინის გამორეცხვის მორიგი მცდელობა.

მეოთხე.  ალბათ მიაქცევდით ყურადღებას იმ ფაქტს, რომ გამოძიებაში ამერიკელები არ ფიგურირებენ?! იმიტომ ხომ არა, რომ „საგამოძიებო ორგანიზაციების“ სპონსორები ვაშინგტონში სხედან?! ეს ისტორია ძველია როგორც მსოფლიო – ვინც იხდის, ის უკვეთავს….

და ბოლოს. რუსეთის საგადასახოდო ორგანოებს ვურჩევდი ყურადღებით ჩაეძიონ «Новая Газета»-ს საქმიანობას, რომლის OCCRP-იდან ფინანსირების პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა ამ ორგანიზაციის OCCRP-თან თანამშრომლობა იმდენად თვალშისაცემია, რომ არ ითხოვს დამატებით მტკიცებულებებს.

 

                          მასალა მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here