Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

740

პლანეტის ყველა მსხვილიდამბანდებელიამიერიდან ერთ მჭიდშია მოქცეული. დამოუკიდებელი მეგაინვესტორები წარსულს ჩაბარდა. როგორც და სადაც უბრძანებენ ფსსის პატრონები, ფულს იმ დროს და იქ დააბანდებენ, ან პირიქით _ არ დააბანდებენ, ძალიან მომგებიანიც რომ იყოს მათთვის. ამის ანალოგიურად, აქციების გამოშვების პროცესი მაქსიმალურად მონოპოლიზებულია. შედეგად, მსოფლიოს მთელი ფული ერთ ხელშია თავმოყრილი: ერთისარკმელიაკავშირებს ამ შესანიშნავ ფინანსურ სამყაროსთან.

კრიზისის ორგანიზატორებს სწორედ ეს ჰქონდათ ჩაფიქრებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი ასე კარგად არ გამოსდით. აშშ-ში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია დამოუკიდებელი საფინანსო ინსტიტუტების პატარ-პატარა კუნძულები.

დადგა დრო, ყურადღებით განვიხილოთ “სითიგრუპის” შენაძენების ისტორია, რომელმაც კვლავ და კვლავ დაგვანახვა, რომ კრიზისი მის ორგანიზატორებს ძალიან სჭირდებათ, რადგან მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შტატებში “დღემდე აქვს ადგილი”.

“სითიბანკმა”, რომელიც სიდიდით მესამეა, დრო იხელთა და მოინდომა სიდიდით მეოთხე ბანკის “ვაკოვიას” შთანთქმა. ამ ბანკის ყიდვა-გაყიდვის ისტორია ნამდვილი დეტექტივივით განვითარდა. იგი (ეს ისტორია) განსაკუთრებით საინტერესოა იმითაც, რომ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, როგორ ხელიხელჩაკიდებულები მოქმედებენ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა და ფინანსთა სამინისტრო, როგორი მონდომებით ცდილობენ, შეასყიდინონ გარკვეულ ბანკებს ის, რისი ყიდვაც საჭიროდ მიაჩნიათ საფინანსო ბაზრების საბოლოო მონოპოლიზებისთვის.

მაშ _ ისტორია:

ბანკი “ვაკოვია” შეირყა მოძალებულ სირთულეთა გამო. კრიზისის ორგანიზატორების სცენარის მიხედვით, ეს ბანკი უნდა ეყიდა “სითიგრუპს”, მაგრამ მის შეძენას შეეცადა სხვა, არა “მათი” ბანკი…

“ველ ფარგომ” ისურვა, შეეძინა ბანკი პარასკევს, წინა დღით ბირჟაზე ვაჭრობის დახურვამდე (თითო აქცია _ 10 დოლარად), მაგრამ ითხოვა რამდენიმე დღით გადავადება ვითარების საბოლოოდ შესაფასებლად. და აქ წარმოუდგენელი რამ მოხდა: ფედერალურმა რეზერვმა “ველ ფარგოს” უარი უთხრა, “ვაკოვიას” საავრალო სიტუაციის მომიზეზებით _ ბანკი ორშაბათამდე “ცოცხალი” ვერ მიაღწევსო! რატომ? გაურკვეველია, რადგან აქციების 1 დოლარად გაყიდვა ტრაგედია სულაც არ არის, ხოლო დაბალხარისხოიანი იპოთეკური კრედიტები ჯერ კიდევ არ იყო დეფოლტში. ამასთანავე, ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, ეს როდის მოხდებოდა და _ მთავარი! _ როგორი მოცულობით. წინასწარი შეფასებით, “ვაკოვიას” საკრედიტო პორტფელში, რომელშიც 312 მილიარდი დოლარი იდო, დეფოლტი 42 მილიარდს შეეხებოდა. სწორედ ამ ციფრების დაზუსტებას ცდილობდა “ველ ფარგო”.

ფედერალური რეზერვიდან უარის მიღებისთანავე “ველ ფარგომ” მოლაპარაკება შეწყვიტა და ამ დროს სცენაზე შემოგორდა “სითიგრუპი”… იცით, რა შესთავაზა “სითიგრუპმა” “ვაკოვიას”? არ დაიჯერებთ, _ ერთ აქციაში ერთი დოლარი. ეს შეურაცხმყოფელი შეთავაზება რომ მოისმინა, “ვაკოვიას” გენერალურმა დირექტორმა რობერტ სტილმა ჯერ მეტყველების უნარი დაკარგა, შემდეგ კი ემოციურად შეეცადა უარის თქმას. და დაუყოვნებლივ მიიღო კატეგორიული შეთავაზება სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან: თუ “ვაკოვია” უარს იტყვის “სითიგრუპის” შეთავაზებაზე, ორშაბათს ბანკის ყველა აქტივს დაბლოკავს დეპოზიტების დაზოგვის ფედერალური კორპორაცია “ვაკოვიას” მიერ ეროვნული ეკონომიკისთვის “სისტემური კრიზისის” შექმნის საბაბით.

შანტაჟი თავისთავად გაუგონარია, მაგრამ თმები ყალყზე დაგიდგებათ, როცა გარიგების დეტალებს შეიტყობთ: “სითიგრუპი” “ვაკოვიას” ხელთ იგდებს არა მხოლოდ იმ ფასად, რომელიც ბანკის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების ღირებულებაზე გაცილებით იაფია, არამედ სახელმწიფოს, საბოლოო ჯამში _ გადასახადების გადამხდელებს გადასცემს “ვაკოვიას” იპოთეკური კრედიტების კარს მომდგარი დეფოლტით გამოწვეულ რისკებს. “სითიგრუპი” დიდსულოვნად თანხმდება, “ვაკოვიას” პორტფელში არსებული 312 მილიარდი დოლარიდან გადაიხადოს 42 მილიარდი დოლარის შესაძლო ზარალი.

ხელისუფლება მხარს უჭერს პრობლემის ამგვარად გადაჭრას, რადგანშეთანხმება დადებულია ფედერალურ სარეზერვო სისტემასთან აშშის ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკების საფუძველზე”. “სითიგრუპისთავხედური და სარისკო ქცევა გასაგებია _ მას ზურგს ფინანსთა სამინისტრო და ფსს უმაგრებს, ანუ ბანკირების მიერ პრივატიზებული სახელმწიფო. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ნებისმიერი საეჭვო აქტივის ყიდვა: წაგება გამორიცხულია. ან, ეგებ, რაღაც ვერ გავიგეთ? არა, ყველაფერი გასაგებია, რადგან ზემოთ მოხმობილ შეთანხმებაში სწორედ ასეა ჩაწერილი: “სითიგრუპიგადაიხდის 42 მილიარდი დოლარის ზარალს, ხოლო, თუ დანაკარგი მეტი იქნება, მას ამერიკის ხელისუფლებადაფარავს”. თუ შენს მხარესაასაბეჭდი დაზგა”, რომელსაც ფეხქვეშ აქვს გაგდებული სახელმწიფო, წაგება გამორიცხულია.

“ვაკოვიას” რეიდერული მიტაცება ჟანრის კანონების მიხედვით ხორციელდება.

“29 სექტემბერს, ორშაბათს, როგორც მოსალოდნელი იყო გარიგების ანონსის შემდეგ, “ვაკოვიის” აქციები გაიხსნა 1 დოლარად და 26 ცენტად, ხოლო ვაჭრობის პროცესში თითო აქცია ერთ დოლარამდე გაიაფდა!

ამ კოშმარში უკეთ გასარკვევად წარმოვიდგინოთ, რომ ვართვაკოვიასრიგითი აქციონერი, მოანგარიშე, რომელმაც ბანკში მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იმუშავა და საპენსიო ასაკის მიღწევამდე მილიონი დოლარი დააგროვა. არაცოცხალიფული, არამედ მშობლიური კომპანიის აქციები. და აი, ერთ დღეში ეს მილიონი დოლარი ათასი დოლარი გახდება!

“ვაკოვიას” გადარჩენის კეთილშობილურ ჟესტზე საუბრისას “სითიგრუპს”, ეტყობა, დაავიწყდა ის მიზეზი, რომელმაც ფედერალურ რეზერვს უფლება მისცა, უარი ეთქვა “ველ ფარგოსთვის” პარასკევიდან ორშაბათამდე გადავადების მოთხოვნაზე (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ). არგუმენტი: ბანკს არ აქვს თავისუფალი სახსრები ორშაბათისთვის საკუთარი ოფისების კარების გასახსნელადაც კი. მაგრამ კაპიტალიზაციის ათჯერადი შემცირების შემდეგაც, ორშაბათს “ვაკოვია” შესანიშნავად განაგრძობდა ფუნქციობას. მომდევნო მოვლენები ვითარდებოდა ისე, როგორც საუკეთესო დეტექტივს შეეფერება. “ვაკოვიასა” და “სითიგრუპს” შორის შეთანხმების ხელმოწერა პარასკევს, 3 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ წინა დღეს, ხუთშაბათს, საღამოს, საბირჟო სესიის დახურვის შემდეგ მსოფლიოში გავრცელდა სენსაციური ცნობა, რომ “ველ ფარგო” დაუბრუნდა მოლაპარაკების მაგიდას გასაოცარი წინადადებით: “ვაკოვიის” თითოეული აქციის ყიდვა 7 დოლარად, კომპანიის მთლიანობის შენარჩუნება, მთავრობის სუბსიდიციაზე უარის თქმა! “ველ ფარგოს” შეთავაზებაში ყველაზე მთავარი იმდენად “სითიგრუპის” დაწესებული ფასის შვიდგზის გაზრდა კი არ იყო, რამდენადაც “ვაკოვიას” იპოთეკური კრედიტების ყველა ვალის ნებაყოფლობით გასტუმრების სურვილი. სიხარულის ცრემლებით ღაწვებდასველებული “ვაკოვია” დაუყოვნებლივ დაეთანხმა “ველ ფარგოს” პირობებს და ხუთშაბათსვე ხელი მოაწერა საბოლოო შეთანხმებას გაყიდვის შესახებ, რომელიც “სითიგრუპთან” გარიგების ანალოგიური იყო და რომლის დადებაც მეორე დღეს, პარასკევს, იგეგმებოდა.

თითქოს გაიმარჯვა სამართალმა…

მაგრამ პარასკევს “სითიგრუპმა” ჰორიზონტები შეაზანზარა კივილით რაღაც “განზრახულობათა ხელშეკრულების” ვერაგულად დარღვევის შესახებ, რომელიც გარიგების დასადებად ექსკლუზიურ უფლებას “სითიგრუპს” უტოვებდა, თანაც სასამართლო განხილვით დაემუქრა “ვაკოვიასა” და “ველ ფარგოს”.

ვის უნდა დაუჭიროს მხარი ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, თუ იგი ნამდვილად ზრუნავს ფინანსური ბაზრის სტაბილურობასა და სახელმწიფოს ინტერესებზე? “სითიგრუპს”, რომელიც კაპიკებად ყიდულობს ბანკის ნაწილს და შესაძლო ზარალს აშშ-ს კისერზე ჩამოჰკიდებს, თუ “ველ ფარგოს”, რომელიც შვიდჯერ უფრო ძვირად ყიდულობს მთელ ბანკს და ზარალის ანაზღაურებას თვითონ კისრულობს? ფსს-სა და ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება აბსურდად მოგვეჩვენება, თუ მხედველობიდან გამოგვრჩება განვითარებული მოვლენის ნამდვილი მიზეზი: “მიუხედავად იმისა, რომ “სითიგრუპსა” და “ვაკოვიას” შორის ოფიციალური შეთანხმება ხელმოწერილი არ ყოფილა, ხელისუფლება, ეტყობა, უპირატესობას ანიჭებს სწორედ ამ გარიგებას. დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია “მხარს უჭერს თავდაპირველ ხელშეკრულებას”, _ განაცხადა ამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ შეილა ბეირმა.

“გარეგნულად ასეთი პოზიცია კოშმარული აბსურდია: ხელისუფლება არ იწონებს 7 დოლარად “ვაკოვიასთვის” მიყიდვას, სამაგიეროდ მხარს უჭერს გარიგებას ერთ დოლარად, თანაც გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე.

სინამდვილეში ინტრიგა გაცილებით დახვეწილი აღმოჩნდა. შაბათს “სითიგრუპის” იურისტებმა საწოლიდან წამოაგდეს ნიუ იორკის რაიონული მოსამართლე ჩარლზ რამოსი, რომელმაც დროებით შეაჩერა “ვაკოვიასა” და “ველ ფარგოს” შორის დადებული ხელშეკრულება განზრახულებათა შესახებ ექსკლუზიურობის პუნქტთან დაკავშირებულ გარემოებათა საბოლოოდ გარკვევამდე, რომელიც “სითიგრუპის” მიერ იყო ხელმოწერილი. კვირა დღეს ამას საპასუხო დარტყმა მოჰყვა: ზემდგომი სასამართლოს ინსტანციამ გააუქმა რამოსის დადგენილება, ხოლო ჩრდილოეთ კაროლინასა და ნიუ იორკში ერთბაშად დარეგისტრირდა ფედერალური მოსამართლეების ორი შემხვედრი სარჩელი “სითიგრუპის” წინააღმდეგ”.

“მიუხედავად იმისა, რომ მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა კამათი მოდავე მხარეებს შორის, აშკარა იყო, რომ ნიუ იორკის ბანკი უკან დაიხევდა. ამ ისტორიას წერტილი ხუთშაბათს, 9 ოქტომბერს დაესვა: “სითიგრუპმა” ოფიციალურად უარი თქვა “ვაკოვიასთან” გარიგებაზე და პირობა დადო, რომ ხელს არ შეუშლიდა “ველ ფარგოს”. სახის შესანარჩუნებლად “სითიგრუპმა” ივალდებულა, რომ გაურკვეველ მომავალში ორივე მოღალატეს სასამართლოს მეშვეობით წაართმევდა პირგასამტეხლოს 60 მილიარდი დოლარის ოდენობით”.

ეს ისტორია საჩუქარია ოპტიმისტებისთვის: კრიზისის ორგანიზატორები ვერ შეძლებენ ყველასი და ყველაფრის შესყიდვას. სხვა რა გზა გვაქვს, ვისურვოთ, რომ ასე მოხდეს.

მაგრამ, მოდი, დავუბრუნდეთ ამერიკულსასწაულებს”. აშშ სულ უფრო დიდი რაოდენობითა და სწრაფად განაგრძობს დოლარების ბეჭდვას. აუცილებელი ხდება დოლარების მასის რაც შეიძლება მეტად გაზრდა: უმუშევარი მოსახლეობის ცხოვრების მაღალი დონის ასანაზღაურებლად, იმ ქვეყნების ცხოვრების დონის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, რომლებმაც დემოკრატია აირჩიეს, ანუ იმ ქვეყნების, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი წიაღისეული მარაგები ან მეზობლობენ ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც ასეთი რესურსი აქვს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალი აქვს. დღეს იგი 10,5 ტრილიონ დოლარამდეა. ამერიკა ვალებს სულ უფრო გაზრდილი ოდენობით იღებს.

პარადოქსია _ ფულის საბეჭდი დაზგა თვითონ იხრჩობა ვალებში!

რით შეიძლება ამის ახსნა? რაც უფრო მეტ ვალს აძლევთ სხვას, მით უკეთესია თქვენთვის. ეს აშკარაა. მაშ, რატომ უჩნდება ვალი თვითონ აშშ?! განა თქვენ, ვისაც გაქვთ ფულის ბეჭდვის საშუალება, თქვენსავე დაბეჭდილ კუპიურებს სხვისგან ვალად აიღებთ?!

აშშ თურმე იღებს! ნაცვლად იმისა, რომ დაბეჭდოს, აშშ სესხულობს ამერიკულ დოლარებს: დოლარებშია ნომინირებული აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციები. ჰოდა, აშშ ძირითადად ჩინეთისგან, რუსეთისგან, იაპონიისგან იღებს ვალს. სწორედ ეს ქვეყნები არის ამერიკის ხელისუფლების სავალო ხელწერილების მთავარი შემსყიდველები. სწორედ სავალო ხელშეკრულებისგან შედგება აშშ-ის სახელმწიფო ვალი. აბსურდის გვირგვინი კი ის არის, რომ შტატები თავისი ობლიგაციების მფლობელებს უხდის პროცენტებს.

ნუთუ ეს შიზოფრენიაა, რაღაც ბოდვა?! ცხადია, არა. ეს არის საღი ანგარიშიანობა. საკუთარი ქაღალდების აბსურდული სესხების ფორმით წარმოგვიდგება სადაზღვევო მექანიზმი. აშშის სახელმწიფო ვალის გაზრდა ნიშნავს დოლარის ემისიის გაზრდას. რაც უფრო დიდია სახელმწიფო ვალი, მით მეტ დოლარს ბეჭდავს ფსს.

თუ ფულის საბეჭდი დაზგა სამზარეულოში გიდგას, ფულის ბეჭდვა პრობლემა არ არის. პრობლემა სხვა რამეა _ ზედმეტი არ დაბეჭდო: ტირაჟირება მავნებელია. საჭიროა, რაღაც სასწაულებრივი საშუალების გამოყენებით შეინარჩუნო ბალანსი, ანუ დაუშვებელია ფულის ნიშნების ჭარბწარმოება. მაგრამ რას ნიშნავს ეს “ჭარბწარმოება”? ნიშნავს ფულის ღირებულების დაცემას, ინფლაციას. რა თქმა უნდა, ამას სრულად ვერ მოიცილებთ, მაგრამ ლაგმის ამოდება აუცილებელია. თუმცა ინფლაცია თქვენთვის სასარგებლოც კი არის, თუ მხოლოდ ფულის ბეჭდვით ხართ დაკავებული. ყველაფერი ძვირდება _ საჭირო ხდება უფრო მეტი და მეტი ფულის ბეჭდვა. ხომ არ გაგჩენიათ შეკითხვა, რატომ ეშინია ყველა ნაქებ ეკონომისტს უკუპროცესის _ დეფლაციის, ანუ ფასების გაიაფების და ფულის გაძვირების პროცესის? იმიტომ, რომ ასეთ სიტუაციაში ახალი ფული საჭირო არ არის, მაშასადამე, აღარც ის საბანკო პირამიდაა საჭირო, რომელიც ჩვენს პლანეტაზე 1913 წლიდან აიგო.

ამოცანა იოლი არ არის. საჭიროა ფულის ბეჭდვა და მსოფლიო რესურსების კაპიკებად ხელში ჩაგდება, ისე, რომ ჭარბი რაოდენობით არ აწარმოო ფულის ნიშნები. გადაწყვეტილება იპოვეს მარტივი და გენიალური:

გამოშვებული ფული ვალად უნდა აიღო.

გარკვეული პროცენტებით, მაგრამ ამისთვის გჭირდებათ იმათი თანხმობა, ვინც თქვენგან უკვე ისესხა თქვენი დაბეჭდილი ფული. დაგთანხმდებიან კი ისინი, დაგიბრუნონ ვალი?

ამერიკულ ფასიან ქაღალდებს ყიდულობენ კერძო ინვესტორები, საპენსიო ფონდები, ბანკები, კორპორაციები, მაგრამ ძირითადად _ სხვა სახელმწიფოები. ამერიკას ყველაზე დიდი ვალი ჩინეთისა და იაპონიისა აქვს _ ტრილიონზე მეტი. აზიური ქვეყნები საქონელს საზღვარგარეთ ტრადიციულად დოლარებზე ყიდიან. სავალო გადასახადის უდიდეს მარაგს ინახავენ აშშის სავალო ვალდებულებებშიც. კრედიტორ ქვეყნებს შორის ინგლისი, ბრაზილია და ნავთობის ექსპორტიორი სახელმწიფოებია.

“ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყნის სავალუტო მარაგმა გადალახა 1,9 ტრილიონი აშშ დოლარის ზღურბლი და 1,905 ტრილიონს მიაღწია”.

“2001 წლის ბოლოდან 2007 წლის მარტამდე ჩინეთმა და იაპონიამ დააგროვა 1,5 ტრილიონის ვალი უცხოურ ვალუტაში, რომლის 4/5 დოლარის ვალდებულებაა, ანუ აშშ სახაზინო ობლიგაციებია.

გამოდის, რომ ვალის აღებაზე თანახმანი არიან. გადახედეთ ამერიკის მთავარი კრედიტორების სიას: იაპონიამ წააგო მეორე მსოფლიო ომი, რუსეთმა _ “ცივი ომი”. ჩინეთმა, რომელმაც აშშსთან მეგობრობა 1973 წლიდან დაიწყო, 2008 წელს ეკონომიკური რეფორმების 30 წლის იუბილე აღნიშნა. ამ რეფორმებმა მსოფლიო წარმოების ლომის წილი ამ ქვეყანაში გადაიტანა. ძირითადად აშშდან და, საერთოდ, დასავლეთიდან. მიღებული ფულის მნიშვნელოვან ნაწილს ჩინელები ამერიკულ ობლიგაციებში დებენ, იმიტომ, რომ სწორედ ეს იყო ძირითადი მოთხოვნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისკენ აშშის შემოსაბრუნებლად. ვინ დარჩა? ინგლისი _ შეერთებული შტატების ტყუპისცალი ძმა, ხოლო ნავთობის მომწოდებელ არაბებს თავიანთ ტერიტორიებზე ამერიკული ბაზები აქვთ მოწყობილი.

მსოფლიო ასპარეზზე მოხდა ის, რაც აშშ-ში მოსახლეობისგან ოქროს ამოღების დროს პრეზიდენტმა რუზველტმა განახორციელა. მაშინ ამერიკელებმა ქაღალდების დაგროვება დაიწყეს, დღეს იმავეს აკეთებენ სახელმწიფოები, რომლებსაც ოქროსა და ვალუტის რეზერვები საერთოდ არ აქვთ, მხოლოდ სათქმელად აქვთ, მაგრამ ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს ნიშნავს “ბანკნოტების მუთაქებში” შენახვას. არც ვალუტაა _ მხოლოდ ობლიგაციებია. ლომის წილი _ ამერიკული ობლიგაციებია. თანაც, მაინცდამაინც, ქაღალდის არა. კომპიუტერული, ელექტრონული.

მსოფლიო მარაგები ხელთ რომ იგდეს, თანაც, ქაღალდი გადაიხადეს, ამერიკელებმა ბრწყინვალე ხრიკი განახორციელეს: იბრუნებენ მწვანე ქაღალდს, რომელსაც დოლარები ეწოდება და სანაცვლოდ სხვა ფერის ქაღალდს აძლევენ, რომლის სახელია აშშის სახელმწიფო სახაზინო ობლიგაცია. მაგრამ XXI საუკუნეში ქაღალდის ფორმა რუდიმენტია. ამიტომ კომპიუტერში გარკვეული რიცხვების ნაცვლად სხვა რიცხვებს აკრეფენ და აქედან იწყება ვირტუალური პროცენტები

შედეგად რესურსები მიღებულია, ხოლო ფსს-ის მიერ გამოშვებული დოლარების ნაწილი _ სტერილიზებული. მკვდარ ტვირთად დევს, პატრონებისთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის. პროცენტები? ეს სასაცილოც არ არის. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი ნულია მიწერილი ამერიკის სახელმწიფო კომპიუტერში “ჩინეთის” ან “რუსეთის” სტრიქონების გასწვრივ? როცა საკითხი ეხება მილიარდებსა და ტრილიონებს, პროცენტების მილიონებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. აშშ-ის სახელმწიფო ვალი კი გაიზარდა ზუსტად “გაუვნებელი” დოლარების ოდენობით.

ლამაზია და ელეგანტური. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ ამ ვალის ჯამი ასტრონომიულ სიდიდემდე გაიზარდა. აშშ-ის შეუძლია დაბეჭდოს იმდენი ფული, რამდენიც სურს. მათი (შტატების) ვალის ზრდა ირიბად გვიჩვენებს, რამდენი ფული ჩამობეჭდეს. რატომ ირიბად და არა პირდაპირ? იმიტომ, რომ სახელმწიფო ვალის (ობლიგაციების) ოდენობის ზრდა დოლარების გაუვნებლობის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა. სხვა საშუალებანი ჩვენთვის კარგადაა ცნობილი: უძრავი ქონება და საბაზრო აქციები. სწორედ იქ ილექება დაბეჭდილი ფული. ილექება ნებაყოფლობით. ბანკირებს შესანიშნავად ესმით ადამიანების ბუნება. რასა იქმს ფულის მფლობელი: წამოიწყებს საქმეს, ქარხნის მშენებლობას, შეუდგება პროდუქციის გამოშვებას ან იყიდის აქციებს _ მოგებას მიიღებს არაფრის კეთებისგან. ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა მარტივ ვარიანტს ირჩევს და გარკვეული დროის შემდეგ კარგავს თავის ფულს!

რა სჭირდება “საბეჭდი დაზგის” პატრონს, კვლავ მთელი ძალით რომ აამუშაოს ეს დანადგარი? _ უნდა დაწვას, მოსპოს ადრე გამოშვებული ფულადი მასა. რაც უფრო მეტი იქნება, უკეთესია. ფსს-ის მიერ დაბეჭდილი ფული საზოგადოებრივ სივრცეშია გამოტანილი და მას ვიღაც სხვა ეუფლება. ეს ვიღაც ამ ფულს უფასოდ ვერ მიიღებს, მხოლოდ მას შემდეგ იგდებს ხელთ, როცა რამეს გაყიდის. ასე ნაშოვნი ფული ჩადო ბანკის აქციებში და იყიდა სახლი. ჰქონდა მილიონი დოლარი: ნახევარი ჩადო აქციებში, მეორე ნახევრით იყიდა სახლი. იწყება კრიზისი; აქციები ახლა ღირს არა 500 ათასი დოლარი, არამედ _ 50 ათასი; სახლი 500 ათასის ნაცვლად 250 ათას დოლარამდე გაიაფდა.

დასასრულ: ერთი მილიონი დოლარის ნაცვლად დარჩა 300 ათასი დოლარი. დანარჩენი 700 ათასი აორთქლდა.

ახლა კი წარმოიდგინეთ იგივე პროცესი მთელი პლანეტის მასშტაბით. რამდენი ფული დაიწვება, რამდენი გაქრება? ათობით და ასობით ტრილიონი დოლარი, ფუნტი და ევრო. ზუსტად დათვლა შეუძლებელია. ყოველდღე ვკითხულობთ გაზეთებსა და ინტერნეტში ასეთ ცნობებს:

“გერმანიის უდიდესმა ბანკმა “დოიჩე ბანკმა” 2008 წლის მეოთხე კვარტაში 4,8 მილიარდი ევრო იზარალა. 2007 წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ “იშოვა” ერთი მილიარდი ევრო”.

“2008 წელს “როიალ ბანკ ოფ სკოტლანდის” ზარალმა 28 მილიარდ ფუნტს შეიძლება გადაამეტოს”.

“აშშ-ის უმსხვილესმა ბანკმა “სითიგრუპმა” განაცხადა, რომ 2008 წლის პირველ კვარტალში სუფთა ზარალმა 5,11 მილიარდი დოლარი შეადგინა”.

“შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა UBშ-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2008 წლის მეორე კვარტალში 358 მილიონი შვეიცარული ფრანკის (221 მილიონი ევრო, ანუ 329 მილიონი აშშ დოლარი) ზარალი განიცადა და ჩამოწერა 5,1 მილიარდი დოლარი კრედიტების მაღალსარისკო პოზიციის მიზეზით”.

თუ კრიზისის თავდაპირველი მიზანი აქტივების შესყიდვა იყო, მეორე მიზანი ფულადი მასის დაწვაა საბანკო სფეროში სირთულეთა, გაკოტრების და ჩამოწერების პროვოცირებით.

პირველის შეუსრულებლად მეორის განხორციელება გაცილებით ძნელია. თუ ყველა საფინანსო ინსტიტუტი კონტროლირებადი იქნება, გაიოლდება მისი “გაჯანსაღების” გეგმური პროცესის განხორციელება.

ესაა უმნიშვნელოვანესი მომენტი: მიაჩნიათ, რომ კრიზისი გამოიწვია დოლარის ჭარბწარმოებამ. გამოდის, რომ კრიზისი რაღაც დასანანი შემთხვევითობის ბრალია, რომელიც კაცობრიობაზე შტატების პარაზიტებით გაჩნდა.

ეს, რა თქმა უნდა, სწორი არ არის.

სინამდვილეში კრიზისი დოლარის ჭარბწარმოებამ კი არ გამოიწვია, არამედ მისმა საყოველთაო “სტერილიზაციამ”. ეს ახალი ფულის მასის ბეჭდვის შედეგი კი არ არის, არამედ წინა წლებში უკვე დაბეჭდილი ფულის ზესწრაფი განადგურების შედეგი.

ეს ნიშნავს, რომ კრიზისი ხელქმნილია, არ არის შემთხვევითი და აუცილებელია! ეს არის არსებული სისტემის შენარჩუნების უკანასკნელი მცდელობა: ფულის დაწვა, მისი უდიდესი დეფიციტის შექმნა საბეჭდი დაზგის დაუბრკოლებლად ასამუშავებლად.

ეკონომიკური ასპექტებით ყველაფერი არ ამოიწურება. კრიზისის მეშვეობით მისი ორგანიზატორები წყვეტენ არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ამოცანებსაც.

დადგა დრო მათზე საუბრის.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here