Home რუბრიკები პოლიტიკა ფინეთის პრეზიდენტი: ნატოში გაწევრების საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაიჭრას

ფინეთის პრეზიდენტი: ნატოში გაწევრების საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაიჭრას

788

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ თავისი ქვეყნის ნატოში შესაძლო გაწევრების შესახებ ესტონეთის ტელერადიოკომპანია ERRისთვის მიცემულ  ინტერვიუში ისაუბრა

 “ფინეთმა რომ ნატოს წევრობის საკითხზე აზრი შეიცვალოს, თავდაპირველად ამ საკითხზე საზოგადოების აზრის შეცვლაა საჭირო. ჩემი აზრით, არასწორია, რომ ხალხს რეფერენდუმის გზით არაფერი ვკითხოთ, რადგან ხალხს ბევრი რამ არ ესმის და არასწორ პასუხს სცემს. ჩვენ ევროკავშირში გაწევრების საკითხზე რეფერენდუმი ჩავატარეთ. არსებულ ვითარებაში,  ვფიქრობ,  ნატოში გაწევრება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თემაა”, _ განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მას კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურს როგორც აშშ-თან, ასევე რუსეთთან.

1 მაისს საული ნიინისტემ განაცხადა, რომ ის ნატოში გაერთიანების წინააღმდეგია. მისი თქმით, ჰელსინკმა და სტოკჰოლმმა საკითხი დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here