Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

561

ბრიტანეთის კულტურის მინისტრი სექსსკანდალის ცენტრში აღმოჩნდა

ბრიტანეთში ოპოზიცია და საზოგადოებრივი აქტივისტები ცდილობენ, გაარკვიონ, რატომ დამალა 4 დიდმა გაზეთმა ინფორმაცია კულტურისა და სპორტის მინისტრის _ ჯონ უიტინგდეილისა და მისი თანამშრომლის რომანის შესახებ.

ტელეარხ “ბი-ბი-სის” პროგრამა “პანორამაში” ითქვა, რომ 4-მა ბრიტანელმა გაზეთმა “ფიფლმა”, “მეილ ან სანდეიმ”, “სანმა” და “ინდეფენდენტმა” ჩაატარა გამოძიება უიტინგდეილისა და ესკორტ-სააგენტოს თანამშრომლის რომანის შესახებ, მაგრამ რედაქციებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ისტორიის გასაჯაროება არ იყო საზოგადოების ინტერესებში.

ამ ამბავმა ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ დიდი ბრიტანეთის კულტურისა და სპორტის მინისტრის უფლება-მოვალეობაში შედის პრესასთან ურთიერთობის რეგულირება _ სწორედ ის კურატორობს ახალი სამართლებრივი ბაზის შექმნას, რომელმაც ბრიტანული პრესის მუშაობა უნდა დაარეგულიროს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს ლორდ ლევესონის კომისიის მოხსენების გათვალისწინებით, რომელმაც გაზეთ “ნიუს ოფ ზე ვორდის” ჟურნალისტების მხრიდან ბრიტანელთა პირად ცხოვრებაში შეჭრის შემთხვევები გამოიძია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სრულიად შესაძლო იყო, გაზეთებს მინისტრის მაკომპრომეტირებელი მასალები მასზე ზემოქმედების ბერკეტად გამოეყენებინათ.

ჯონ უიტინგდეილი გამოცდილი პოლიტიკოსია. 1982 წელს იყო კონსერვატიული პარტიის აქტივისტი, 1988 წელს კი იმჟამინდელი პრემიერმინისტრის _ მარგარეტ ტეტჩერის პოლიტიკური მდივანის სტატუსი მოიპოვა. 1992 წლიდან პარლამენტის დეპუტატია და 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კულტურის, სპორტისა და მასობრივი ინფორმაციის კომიტეტს თემთა პალატაში.

გაირკვა, რომ კულტურის მინისტრად დანიშვნამდე ერთი წლით ადრე უიტინგდეილს, იმხანად კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ესკორტ-სააგენტოს თანამშრომელ ქალთან.

მინისტრი ამტკიცებს, რომ ქალი ინტერნეტის მეშვეობით გაიცნო და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ის სექსინდუსტრიის სფეროში მუშაობდა, მასთან კავშირი კი 2014 წელს _ მინისტრის პოსტის დაკავებამდე გაწყვიტა. მიუხედავად ამისა, უიტინგდეილს ამ ინტიმური კავშირის შესახებ არ უცნობებია ბრიტანეთის პრემიერმინისტრის აპარატისთვის 2015 წლის მაისში, როდესაც მას კულტურის მინისტრის პოსტი შესთავაზეს. ამის გამო ლეიბორისტული პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უიტინგდეილისთვის პრესასთან ურთიერთობის დარეგულირების უფლებამოსილების ჩამორთმევას ითხოვენ, რადგან გაზეთებს მაკომპრომეტებელი ინფორმაცია დამოკლეს მახვილივით ჰქონდათ დაკიდებული მინისტრის თავზე და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვეღარ მიიღებდა ლორდი ლევესონის კომისიის მოხსენებაში აღნიშნულ ფაქტებზე.

ბედის ირონიაა, რომ ის აქტივისტები, რომლებიც მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მოთხოვნით გამოდიოდნენ, ახლა თავს ესხმიან პრესას იმის გამო, რომ მან უარი თქვა მინისტრის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცის გამოქვეყნებაზე.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/britaneli-parlamentari.jpg

ბრიტანეთის პარლამენტის წევრს ცოლის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

საგრაფო ლანკაშირის პოლიციის განცხადებით, ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატის (როჩდეილიდან) _ საიმონ დანჩუკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

საიმონ დანჩუკს ბრალი ედება 2006 წელს ცოლის გაუპატიურებაში. 2016 წლის იანვარში დეპუტატი საიმონ დანჩუკი მისმა პირველმა ცოლმა სონია როსინგტონმა, რომელზეც 10 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული, სექსუალურ ძალადობასა და ნარკოტიკების მოხმარებაში დაადანაშაულა. მანამდე კი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელ დეპუტატს იმაშიც დასდეს ბრალი, რომ 17 წლის გოგონას, რომელიც დანჩუკის ოფისში მუშაობის დაწყებას აპირებდა, ეს-ემ-ეს-ებს სწერდა და სექსუალურ ურთიერთობაზე მის დათანხმებას ცდილობდა.

დანჩუკმა თავი იმით იმართლა, რომ ეს-ემ-ეს-ების გაგზავნის მომენტში მთვრალი იყო. აღსანიშნავია, რომ დანჩუკი თავის დროზე პედოფილიის წინააღმდეგ მებრძოლად ასაღებდა თავს.

ამ პარლამენტარმა სახელი გაითქვა, როგორც ალკოჰოლიკმა, ნარკომანმა და სექსუალური თავგადასავლების მოყვარულმა. მას ყოფილმა ცოლმა “სექსუალური მტაცებელი” უწოდა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/britaneli-deda-shvili.jpg

დედაშვილი დაქორწინებას აპირებს

ქალი, რომელმაც მოძებნა 30 წლის წინათ მიტოვებული ვაჟი, ამბობს, რომ მათ (დედაშვილს) ძალიან უყვართ ერთმანეთი და შვილის გაჩენასაც აპირებენ, _ იუწყებამეილ ონლაინი”.

51 წლის ლონდონელ ქალს, კიმ უესტს, უკვე 2 წელიწადია, თავის შვილთან, 32 წლის ბენ ფორდთან, სექსუალური ურთიერთობა აქვს. ქალს მიაჩნია, რომ “ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილი”.

არადა, ბენი ერთი კვირის იყო, დედამ რომ გააშვილა.

51 წლის ქალი და მისი 32 წლის ვაჟი ამბობენ, რომ მათი სექსუალური ცხოვრება “დაუჯერებელი” და “გონების დამბინდველია”.

“ეს არ არის ინცესტი. ჩვენ პარკში ლობიოს მარცვლებივით ვართ და ერთად უნდა ვიყოთ. ვიცი, ადამიანები იტყვიან, საზიზღრები ვართ, რომ გრძნობებს უნდა ვაკონტროლებდეთ, მაგრამ, როდესაც ასეთი ყოვლისმშთანთქმელი სიყვარულისგან იტანჯები და მზად ხარ, ამ სიყვარულისთვის ყველაფერი გასცე, მის დასაცავად უნდა იბრძოლო. ასეთი შანსი მხოლოდ ერთხელ გეძლევა და მე და ბენს არ გვსურს, ის ხელიდან გავუშვათ”, _ ამბობს კიმ უესტი.

ორი წლით ადრე, ვიდრე დედა-შვილი ერთმანეთს შეხვდებოდა, ბენმა ცოლად შეირთო გოგონა ვიქტორია. დედასთან შეხვედრის შემდეგ კი განქორწინდა და დედასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა.

1 COMMENT

  1. წყალსაც წაუღიხართ ორივენი,ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვით!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here