Home რუბრიკები საზოგადოება სანდრო ბრეგაძე: კომპოზიტორთა სახლში გახსნილი აქვთ ბორდელი, 16-17 წლის ბავშვებს ამუშავებენ, ღამე...

სანდრო ბრეგაძე: კომპოზიტორთა სახლში გახსნილი აქვთ ბორდელი, 16-17 წლის ბავშვებს ამუშავებენ, ღამე აუპატიურებენ ქალებს, ჯგუფურად ხვდებიან და უმოწყალოდ სცემენ ახალგაზრდა ბიჭებს

878

მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი შსს-ს აღმაშენებლის გამზირზე განლაგებულ ბარებსა და სხვა დაწესებულებებში არსებული სიტუაციით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„ჩემმა ლაზმა მეგობრებმა (რომლებსაც ოფისი აქვთ “პლეხანოვზე”) საგულისხმო ინფორმაცია მომაწოდეს. მთელი აღმაშენებლის გამზირი  ოკუპირებული აქვთ ერაყელებს, სირიელებს, არაბებს, თურქებს. ისინი ეწევიან არასრულწლოვანი ქართველი ბავშვების პროსტიტუციას, ე.წ. ჩილიმ-ბარებში ყიდიან ნარკოტიკებს, კომპოზიტორთა სახლის პირველ სართულზე გახსნილი აქვთ დიდი ბორდელი, რომელშიც 16-17 წლის ბავშვებს ამუშავებენ, ღამე აუპატიურებენ ქალებს, ჯგუფურად ხვდებიან ახალგაზრდა ბიჭებს და უმოწყალოდ სცემენ, მომხდარა რამდენიმე მძიმე დაჭრის ფაქტიც, ეს ყველაფერი იმალება და არ ხმაურდება. გადაწყვეტილი აქვთ ე.წ. რეზერვაციის მსგავსი უბნის შექმნა, სადაც ქართველს გავლა შეეშინდება.

უცხოეთიდან ჩამოსული რელიგიური ფანატიკოსები ეწევიან ანტიქართულ პროპაგანდას, ამტკიცებენ, რომ 3-4 წელიწადში რამდენიმე უბანი მათი გახდება. აქვთ ცეცხლსასროლი იარაღებიც და ა.შ.

ყველაფერი ხდება ორგანიზებულად, შექმნილი აქვთ ე.წ. საძმოების მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც სრულ კოორდინაციაში არიან ერთმანეთთან, აქვთ ოფისებიც, რომლებშიც იკრიბებიან და გეგმებს სახავენ. ერთმა თურქმა მეგობარმა ისიც მითხრა, რომ ქართველებს ჭკუა არ გაქვთ, ვერ ხვდებით ქალაქის ცენტრში ამხელა ტერიტორია, ფაქტობრივად, ოკუპირებული რომააო?

კატეგორიულად მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიწყოს კომპოზიტორთა სახლიდან და ალაგმოს ყველა ის კანონსაწინააღმდეგო ბარი, კლუბი თუ ოფისი, რომლებიც განლაგებულია აღმაშენებლის გამზირზე; ყველა უკანონოდ მყოფ პირს გაუკეთოს მყისიერი დეპორტაცია, ხოლო შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა უკიდურესად გაამკაცრონ საემიგრაციო კანონი აფრიკისა და აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

თუ აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულდება 1 თვის ფარგლებში, მაშინ ვიტოვებთ უფლებას, მოვაწყოთ მრავალათასიანი “ქართველთა მარში” და კანონის ფარგლებში, ჩვენივე ძალებით ავლაგმოთ ყველა ის უკანონობა, რომლებიც ჩვენი დედაქალაქის ცენტრში ხდება!” _ აცხადებს სანდრო ბრეგაძე. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here