Home რუბრიკები საზოგადოება სოსო ჯაჭვლიანი: ყველამ დაასახელოს თავისი მამიდის სახელი, მოუარონ მათ და ნუ ერევიან...

სოსო ჯაჭვლიანი: ყველამ დაასახელოს თავისი მამიდის სახელი, მოუარონ მათ და ნუ ერევიან სხვა პარტიის საქმეში

734

 “ქართული ოცნების” დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის მოთხოვნას, თამაზ მეჭიაურის _ პარტიიდან, ხოლო გოგი თოფაძის ფრაქციიდან გარიცხვის თაობაზე. 

 “გუშინ მოვისმინე ფრაზა “ყველამ თავის მამიდას მოუაროსო” და ისე გავმხიარულდი, ეს რომ მოვისმინე, მეტი რომ არ შეიძლება. მამიდაჩემს ჰქვია ძალიან მაგარი საყვარელი სახელი _ დოლი ჯაჭვლიანი. უპატიოსნესი ქალია, ძალიან მაგარი, ამიტომ ყველამ დაასახელოს თავისი მამიდის სახელები და გვარები, მოუარონ თავიანთ მამიდებს და ნუ ერევიან სხვისი პარტიის საქმეში”, _ განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

“უკეთესი იქნება, ყველამ თავის მამიდას მიხედოს”, _ ასე უპასუხა “მრეწველების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ რესპუბლიკელი დეპუტატის _ დავით ბერძენიშვილის განცხადებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here