Home რუბრიკები პოლიტიკა “ზარალას” მფარველები ამ ხელისუფლებაშიც გამოუჩნდნენ

“ზარალას” მფარველები ამ ხელისუფლებაშიც გამოუჩნდნენ

4896

საქართველოში მონოპოლისტური კომპანიების არსებობა ახალი ამბავი არ არის. მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანტიმონოპოლიური სამსახური გააუქმა, ქვეყანაში ელიტური ბიზნესები და ბიზნესმენები გაჩნდნენ, რომლებიც ქვეყანას მძიმე ტვირთად აწევს. 

სიმძიმე იმაში გამოიხატება, რომ ვერ ხერხდება ფასების რეგულირება, რადგან მონოპოლისტები ამის საშუალებას არ იძლევიან და ფასებს წამლებზე, საწვავზე, კომუნიკაციებზე ერთი კონკრეტული ფირმა და პიროვნება ადგენს. მიუხედავად იმისა, რომქართული ოცნებახელისუფლებაში მოსვლამდე და მერეც ასეთი მონოპოლიური კომპანიების არსებობის წინააღმდეგი იყო, დღემდე არაფერი შეცვლილა. ქვეყანაში კვლავაც არსებობენ ფავორიტი კომპანიები და ბიზნესმენები. უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლის თავმჯდომარეც ვახტანგ აბაშიძეა, “სილქნეტისდაკვეთით, რომლის მეპატრონეც არის ყოფილიმხედრიონელი” “ზარალა”, ახლა უკვე ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, შპსტექნომაქსსედავება. “სილქნეტიდატექნომაქსიერთმანეთის მსგავსი კომპანიებია, ორივე სატელევიზიო მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებს. რას ედავება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბაზარზე ახალშემოსულტექნომაქსსდა ვის დაკვეთას ასრულებს ვახტანგ აბაშიძე? _ ამ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად შპსტექნომაქსისადვოკატ ნინო სოსელიას მივმართეთ.

_ შპს “ტექნომაქსი” არის ბრიტანული კომპანია, რომელიც ბრიტანეთშივე, ვირჯინიის კუნძულებზეა დაფუძნებული და სათავო ოფისიც იქ მდებარეობს. კომპანია საქართველოში მოღვაწეობს და მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებს. “აი-პი-ტვ” მომსახურების მიწოდებით, ანუ ინტერნეტის საშუალებით ხდება უცხოური და ქართული არხების გადაცემა, მონტაჟდება სპეციალური “აი-პი” მოდემი და შესაბამისად, მომხმარებელი იღებს იმავე ტიპის მომსახურებას, როგორსაც საკაბელო ტელევიზიები და “სილქტივი” იძლევა. “ტექნომაქსის” მომსახურება “სილქტივის” მომსახურებას ჰგავს, შესაბამისად, მის კონკურენტად ითვლება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში “ტექნომაქსმა” 2015 წლის ივლისში გაიარა ავტორიზაცია და მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელების ნებართვაც მოიპოვა. გარდა იმისა, რომ აღნიშნული კომისია მაუწყებლობის ტრანზიტის ნებართვას იძლევა, საჭიროა, იმ არხების ნებართვაც, რომელთა ტრანზიტსაც ახორციელებ.

_ ეს კომერციული გარიგებაა კომპანიასა და არხებს შორის?

_ ამას ამ წუთას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, რის საფუძველზე ხდება არხების ტრანზიტი, კომუნიკაციების კომისიის გადასაწყვეტი არ არის.

ყველა ქართულმა არხმა გადაწყვიტა, რომ უსასყიდლოდ მოგვცეს საშუალება, განვახორციელოთ მათი მაუწყებლობა. რაც შეეხება უცხოურ არხებს, არსებობს კომპანიები, რომლებიც პაკეტებად ფლობს არხების ჩვენების უფლებას, და ჩვენ ასეთი კომპანიებისგან შევიძინეთ ათეულობით პაკეტი და უცხოური არხების ტრანზიტის უფლება მოვიპოვეთ.

მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების შეძენისა და ნებართვის მოპოვების შემდეგ შესაბამისი დოკუმენტაცია წარვადგინეთ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიაში, რომელიც მან ცნობად მიიღო, მაგრამ მოხდა ასეთი რამ: სილქტივიმ”, რომელიც ფლობს მაუწყებლობის ტრანზიტის უფლებას სრულიად საქართველოში, განაცხადა, რომ მისი უფლება ირღვევა, რადგან მას აქვს მაუწყებლობის ექსკლუზიური უფლება დატექნომაქსსმისთვის არ მიუმართავს, რაც კომპანიას ზიანს აყენებს.

საქმე ის არის, რომ საქართველოს კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას არ შეუმოწმებიასილქტივისდოკუმენტაცია და არ დაუდასტურებია, რომ ეს კომპანია მართლაც ფლობს მაუწყებლობის ექსკლუზიურ უფლებას. არსებობს მხოლოდ ელექტრონული მიმოწერა, რომელიც იურიდიულ დოკუმენტად ვერ ჩაითვლება, თუმცა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მათი განცხადების საფუძველზე მაინც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება დატექნომაქსისმიერ წარდგენილი ხელშეკრულებების გადამოწმება, ხელშეკრულებების, რომლებიც სერიოზულ კომპანიებთან იყო დადებული და არის აბსოლუტურად გამართული დოკუმენტები. ჩვენ ინგლისურენოვანი ხელშეკრულებები მაშინვე ვთარგმნეთ და ყველანაირი იურიდიული წესის დაცვით გამართული და კანონთან შესაბამისი დოკუმენტები წარვადგინეთ, მაგრამ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ეს მასალა საკმარისად არ ჩათვალა და მოითხოვა მაუწყებლობისა და ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეჩერება.

ტექნომაქსისადვოკატებმა გავასაჩივრეთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში, მოვითხოვეთ, რომ, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შეაჩეროს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება და მოგვეცეს მომსახურებისა და მაუწყებლობის საშუალება. სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ეროვნული კომისიის მიერ გაცემული აქტი შეაჩერა.

ამის შემდეგ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო რამ, რაც ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ ჩაიდინა და რაც, ვფიქრობ, სერიოზული დარღვევაა. როდესაც ავტორიზებულ პირს აფრთხილებენ, იმ შემთხვევაში, თუ კვლავ გრძელდება სამართალდარღვევა და ეს არ წყდება გარკვეული დროის განმავლობაში, მარეგულირებელ კომისიას აქვს უფლება, ჯარიმა გამოიყენოს. როგორც მოგახსენეთ, სასამართლომ შეაჩერა მარეგულირებელი კომისიის აქტის მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომტექნომაქსიჯერ გაფრთხილებული არ არის, აქტის კანონიერება სასამართლოს მიერ დადასტურებული არ არის. შესაბამისად, არ გვევალება მაუწყებლობის ტრანზიტის შეწყვეტა, მაგრამ მარეგულირებელმა კომისიამ კომპანია მაინც დააჯარიმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ მისი უფლებამოსილება უფრო ფართოა, ვიდრე სასამართლოსი. მათ ჩაატარეს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება და ახალი კვლევის შედეგად ჯარიმა შეგვიფარდეს, თანაც დაგვევალა მაუწყებლობის შეწყვეტა. ჩვენ აღნიშნული აქტის შეჩერებაც მოვითხოვეთ და გადაწყვეტილებას რადენიმე დღეში ველოდებით. ლოგიკურად, სასამართლომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება უნდა შეაჩროს.

_ იკვეთება თუ არა ვინმეს პირადი ინტერესები?

_ იურისტი ვარ და უდანაშაულობის პრეზუმფციას ვიცავ, ამიტომ, სანამ არ დადასტურდება, რომ ვინმეს ინტერესი იკვეთება, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ვხედავ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უსამართლოდ იქცევა _ თავის უფლება-მოვალეობებს აჭარბებს და “ტექნომაქსს” მიზანმიმართულად დევნის, მაგრამ რა მოტივი აქვს ამისთვის, ნამდვილად ვერ გეტყვით.

ცნობისთვის: საქართველოს ინტერნეტბაზარზე ორი პროვაიდერი დომინირებს. ერთია სააქციო საზოგადოება “სილქნეტი”, რომელიც ბაზარზე რამდენიმე წლის წინათ გამოჩნდა და ამ ხნის განმავლობაში მთავარ მოთამაშედ გადაქცევა მოახერხა. მას ქვეყანაში ყველაზე მეტი აბონენტი ჰყავს _ 76%. “კავკასუს ონლაინი” კი არის შედეგი 2006 წელს განხორციელებული შერწყმისა, როდესაც “კავკასუს ნეთვორქი”, “ჯორჯია ონლაინი” და “სანეტი” გაერთიანდნენ. მას ოპტიკურ-ბოჭკოვანი მომსახურების ბაზრის უდიდესი წილი უკავია _ 76%. საქართველოში ინტერნეტიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი 2010 წელს 80,2 მილიონი ლარია. აქედან “სილქნეტის” შემოსავალმა 2010 წელს 10 თვის განმავლობაში, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 25,9 მილიონი ლარი შეადგინა. მთელი წლის განმავლობაში “კავკასუს ონლაინის” შემოსავალი 32,1 მილიონი ლარი იყო, დანარჩენი თანხა კი 28 პატარა პროვაიდერზე ნაწილდებოდა.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის ანგარიში თითოეული პროვაიდერის შემოსავლის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს. “სილქ როუდ გრუპის” ისტორია შფოთიან 90-იანებში იწყება, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გიორგი რამიშვილმა რეგიონში საქონლის გადამზიდავი პატარა ფირმა დააფუძნა. დღეს “სილქ როუდ გრუპი” ბენზინისა და ნავთობპროდუქტების გადამზიდავი და ამ პროდუქტებით მოვაჭრე წამყვანი ფირმაა ცენტრალურ აზიაში. მას ინტერესები აქვს ვაჭრობის, უძრავი ქონების, საბანკო და ტელეკომუნიკაციების ბიზნესებში.

“სილქნეტი” სააკაშვილის რეჟიმის ხელში პოლიტიკური ოპოზიციისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი იყო, ისევე, როგორც სხვა ბიზნესკომპანიები. ამ ყველაფრის შესახებ ქართულ მედიაში არაერთი ინფორმაცია გამოქვეყნებულა.

“ზარალა”, “სილქნეტის” მფლობელი, იგივე გიორგი რამიშვილი, საქართველოში ერთ-ერთი მდიდარი ადამიანია. მის შესახებ ელექტრონულ მედიაში უამრავი ინფორმაცია მოძებნება. ნავთობი, გაზი, სარკინიგზო გადაზიდვები, სატელეფონო და ინტერნეტსერვისი, საბანკო სექტორი, მშენებლობა, გაყინული ხორცი და ქათამი, ბრინჯი, შაქარი, სამშენებლო მასალები _ ეს იმ ბიზნესების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც “ზარალა” ფლობს საქართველოში. ყოფილ “მხედრიონელს” მისივე მეგობარი, ასევე, ყოფილი “მხედრიონელი” ნიკა რურუა მფარველობდა “ნაციონალურ მოძრაობაში”, თუმცა “ზარალა” არც სააკაშვილისგან უჩიოდა უყურადღებობას.

გიორგი რამიშვილის სახელი კომპანია “სილქ როუდ გრუპს” უკავშირდება, რომელიც 1998 წელს დაფუძნდა. “სილქ როუდ გრუპის” შემადგენლობაში შედის “სილქნეტი”, “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”, “რადისონ ბლუ ივერია” (თბილისში), “რადისონი” (ბათუმში), “ბი თი ეი ბანკი”, წინანდლის კომპლექსი და საინვესტიციო კომპანია “დი ესი”.

2014 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროში კორუფციის საკმაოდ მსხვილი საქმე გახსნა და სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად ედებათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა.

2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ სს “სილქნეტთან” გააფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის, ქსელური აპარატურის შეძენა-მონტაჟისა და მომსახურების პირობით. “ზარალას” კომპანია, არც მეტი, არც ნაკლები, თავდაცვის სამინისტროს ტენდერში მონაწილეობს და თანაც იგებს.

“სილქნეტს” მწვანე შუქი ირაკლი ალასანიამ აუნთო. სად “სილქნეტი” და სად ალასანიაო? _ იკითხავს მავანი. “სილქნეტის” მეპატრონე გიორგი რამიშვილს, იმავე “ზარალას”, ქართველი საზოგადოება 1990-იანი წლებიდან იცნობს, როგორც “ვერის საძმოსა” და, ამასთანავე, “მხედრიონის” წევრს. “ზარალას” სისასტიკის კონკრეტული ფაქტებით გაჯერებულია ქართული მედია. მას სხვადასხვა დანაშაულში სდებდნენ ბრალს და ამის გამო არაერთხელ დაიჭირეს კიდეც, მაგრამ ციხეს ყოველთვის თავს აღწევდა. ასევე ცნობილია, რომ 1990-იან წლებში ირაკლი ალასანია მსგავსი საძმოს, “კულინარიელების”, წევრი იყო და “ზარალასა” და ირაკლი ალასანიას გზები, შესაძლოა, სწორედ 1990-იან წლებში გადაიკვეთა.

როგორც ჩანს, “ზარალას” მფარველები ამ ხელისუფლებაშიც გამოუჩნდნენ. ის ყველა სხვა კომპანიის ჩაძირვას ცდილობს, რაშიც მას დახმარებას სახელმწიფო უწყება _ საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისია უწევს. საინტერესოა, რა აქვს საერთო პოეტ ირაკლი აბაშიძის შვილს _ ვახტანგ აბაშიძეს “ზარალასთან”?!

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. ნამდვილად სასიამოვნოა ასეთი მიუკერძოებელი და დაბალანსირებული სტატიის წაკითხვა … ვაი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here