Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართული ოცნება” და გაღვიძებული ეშმაკი

“ქართული ოცნება” და გაღვიძებული ეშმაკი

652

“ეშმაკს არ სძინავს. ახლა დაიწყება და უკვე დაწყებულია ცილისწამებები, შანტაჟი; საზღვარი არ ექნება საზიზღრობებს, უსინდისობებს, რაც ახლა, ამ მონაკვეთებში გამოიკვეთება და ჩვენ მოწმე ვიქნებით უამრავი დადგმული სპექტაკლისა, სხვადასხვა ძალების მიერ” (“ინტერპრესნიუსი”). ასე აღწერა წინასაარჩევნო პერსპექტივები დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ და ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი საზოგადოებაში ასეთ განწყობას ამკვიდრებს, საკმაოდ საგანგაშო სიგნალია.

ამომრჩევლები, რომლებმაც 2012-ში ხმა “ქართულ ოცნებას” მისცეს, ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ისევ საზიზღრობის მორევში, უძილობით გატანჯული ეშმაკის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდებოდა. სულ უფრო მეტი ექსპერტი და პოლიტიკოსი არაჯანსაღ წინასაარჩევნო სიტუაციასა და დესტაბილიზაციის საფრთხეზე საუბრობს, მაგრამ ხელისუფლების პირველი პირები საზოგადოების დამშვიდებას არ ჩქარობენ. ისინი დუმან და, როგორც ჩანს, არც კი ფიქრობენ, განმუხტონ დაძაბული ფსიქოლოგიური ფონი, რომლის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი ქანთარიასა და ზოგიერთი სხვა დეპუტატის პესიმისტურ განცხადებებს შეაქვს. ცოტაც და ელექტორატის დიდი ნაწილი შეეგუება იმ აზრს, რომ შემოდგომაზერაღაც ცუდი მოხდება”. ყველაზე სუიციდური სცენარების რეალიზება სწორედ მსგავსი თვითდარწმუნებიდან იწყება.

“ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო ტაქტიკა საიდუმლოს, პრინციპში, არ წარმოადგენს. ქართული ოცნებისმორიგი გამარჯვება 2016 წელს კიდევ უფრო დააკნინებსნაცმოძრაობისროლს მმართველობაში და შეამცირებს მის გავლენას დასავლეთში. თუკი შეუძლებელია ყოფილი მმართველი პარტიის მიმართ ამომრჩეველთა განწყობის შეცვლა, ამის თავიდან აცილების საუკეთესო გზა არის არჩევნების სანდოობის დისკრედიტაცია. როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან ჭრილში ეს მიდგომა საფრთხეს უქმნის და იმთავითვე, დიდი ალბათობით, აუსრულებელ ვიწროპარტიულ მიზნებს სწირავს საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებს. ეს ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების სანდოობას, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება არჩევნების დღემდე.” _ წერს ამერიკელი ესპერტი ლინკოლნ მიტჩელი (“20/30”-ის თარგმანი). იმთავითვე ცხადია, რომ ყოფილი მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებაზე იყვირებს, მნიშვნელოვანია სხვა რამ _ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება და როგორ მოიქცევიან სხვა პარტიები.

მიტჩელმა ამ თემას წერილი მას შემდეგ მიუძღვნა, როცა ამერიკელმა კონგრესმენმა სტივ რასელმა ბიძინა ივანიშვილი პუტინის დავალებების შესრულებასა და იარაღით უკანონო ვაჭრობაში დაადანაშაულა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა, მისი ანგარიშები გაყინოს. მისი გამოსვლა ისეთი იყო, თითქოსნაცმოძრაობისმთავარ ოფისში დაიწერა, განსაკუთრებით საგულისხმო კი ანგარიშების გაყინვის თემა იყო; ეს სააკაშვილს, დიდი ხანია, ესიზმრება და ელანდება. ჯერ კიდევ 2014 წლის 22 აპრილს ამერიკელების ურთიერთობას ივანიშვილის მთავრობასთან ის თავის მომხრეებს ასე აღუწერდა: “ჩვენ ვართ ძალიან გაბრაზებული და ეს ამ მთავრობას დაუჯდება ძვირად. მეტიც, უთხრეს, პირადად ივანიშვილს დავუწესებთ სანქციებსო _ მის ანგარიშებს დავაყადაღებთ, მის ფრანგულ მოქალაქეობას გადავხედავთ, ვეღარ გადაადგილდება და ექნება პრობლემაო”.

ერთი შეხედვით, კლინიკური სურათი ერთმნიშვნელოვანია და რასელის განცხადება “ნაცმოძრაობის” ლობისტურ ძალისხმევას უნდა მივაწეროთ, მაგრამ სიტუაცია შეიძლება, ცოტა უფრო რთული იყოს.

იმ დღეებში, როდესაც რასელმა სკანდალური განცხადება გააკეთა, ორმა ამერიკულმა ორგანიზაციამ _ “ენ-დი-აიმ” და “აი-რა-იმ” გამოაქვეყნეს რეიტინგები, რომლებშიც “ნაციონალური მოძრაობა” წარმოჩენილია “ქართული ოცნების” ერთადერთ რეალურ და საკმაოდ საშიშ კონკურენტად. ყველასათვის ცნობილი იყო, რომ ამერიკელები წლების განმავლობაში კვლევებსნაცმოძრაობასთანდაახლოებულ სოციოლოგიურ ჯგუფებს უკვეთავდნენ და საქართველოში ამ ციფრებს სერიოზულად თითქმის არავინ აღიქვამდა, მაგრამ მათი გამოქვეყნების თანხვედრამ რასელის განცხადებასთან ზოგიერთი კომენტატორი იმაზე დააფიქრა, რომ ამერიკელები, “ფერადი რევოლუციისმოწყობას თუ არა, ხელისუფლებაზე ზემოქმედებას აპირებდნენ. მათი ეჭვები კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც უშუალოდ ამ მოვლენების შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრი აშშში გაემგზავრა.

ამერიკელები კარგი ბიზნესმენები არიან და ნამდვილად ეხერხებათ არაფრისგან სერიოზული აქტივის შექმნა. თუ ერთი პატარა პოსტსაბჭოთა ქვეყნის საექსპერტო საზოგადოების (და, შესაძლოა, ხელისუფლების) შესაშინებლად საკმარისია საეჭვო რეიტინგი და გაურკვევლობაში მყოფი კონგრესმენის განცხადება, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მცირე ინვესტიციას დიდი პოლიტიკური ბონუსების მოტანა შეუძლია, მით უმეტეს, რომ ყოველივეს სააკაშვილის ლობისტებს მიაწერენ და არა აშშ-ის ხელისუფლებას. ამ კომბინაციის უკან რომც იდგეს, ვერავინ ვერაფერს დაუმტკიცებს, თანაც, ჩაძიების მსურველი საქართველოში არც ისე ბევრია. პოსტსაბჭოთა ლიდერების დაშინებამაიდანისსაფრთხობელათი საკმაოდ ეფექტიან ინსტრუმენტად იქცა.

თუ ბიზნესთან პარალელების გავლებას განვაგრძობთ, სავარაუდოდ, მივალთ დასკვნამდე: ამერიკელებს არ სურთ, შეეგუონ აზრს, რომ მათი პროექტინაციონალური მოძრაობა”, რომელშიც ამდენი ინვესტიცია დააბანდეს, კრახით სრულდება. ადრე მათ უჭირდათ იმის დაჯერება, რომ სააკაშვილის რეჟიმი გაკოტრდა, დღეს კი ანაღვლებთ მოსალოდნელი მსხვრევა ბიპოლარული მოდელისა (“ოცნება”-”ნაცმოძრაობა”), რომელიც პროცესების კონტროლს მნიშვნელოვნად აიოლებდა. ეს ცნობილი სიტუაციაა, როდესაც ბიზნესმენს ცოცხალი თავით არ სურს, წამგებიანი საწარმო დახუროს, რომელთანაც ამდენი რამ აკავშირებს. ასეთ დროს არანაირი არგუმენტი არ ჭრის, უბრალოდ, უნდა დაველოდოთ მომენტს, როდესაც ცხოვრება ამის გაკეთებას აიძულებს.

დღეს ამ პროექტის მომავალი მთლიანად მიბმულია იმაზე, შეძლებს თუ არანაცმოძრაობამჭიდრო პოლიტიკური ბლოკადის გარღვევას და დათანხმდებიან თუ არა სხვა ანგარიშგასაწევი პარტიები თანამშრომლობას მასთან. აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი მესიჯი საქართველოში აღიქმებოდა, როგორც პირდაპირი მოწოდება ასეთი თანამშრომლობისკენ. მაგალითად, 2014 წლის სექტემბერში გავრცელებული განცხადება: “შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს პროდემოკრატიულ და პროევროატლანტიკურ ძალებს, რომ საერთო ინტერესებზე გაამახვილონ ყურადღება, ბოლოდროინდელ მიღწევებს დაეყრდნონ და ერთად იმუშავონ ქვეყნის წინ წაყვანისთვის”, მაგრამ არანაციონალიამომრჩევლების სიძულვილი ყოფილი მმართველი პარტიის მიმართ ისეთი მძაფრი იყო, რესპუბლიკელები, “გაერთიანებული დემოკრატებიდა სხვა შედარებით სუსტი ჯგუფების წარმომადგენლები თუ ცალკეული პირები მუდამ გამოხატავდნენ, რომნაცმოძრობასთანსაერთო არაფერი ექნებოდათ. საინტერესოა, შეიცვლება თუ არა ეს სიტუაცია ოქტომბერში?

ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერები, სავარაუდოდ, მშვენივრად აცნობიერებენ, რომ “მაიდანს” მარტონი “ვერ გაქაჩავენ”, მაგრამ იმედოვნებენ, რომ, პრაგმატული გათვლებიდან გამომდინარე, სხვა პარტიებიც შეუერთდებიან. მაგალითად, რესპუბლიკელები, რომელთა პოზიციები არჩევნების შემდეგ, ნებისმიერი სხვა სცენარის ფარგლებში, დიდი ალბათობით, გაუარესდება. მათთვის მნიშვნელოვანია, შექმნან შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონმავარდების რევოლუცია 2”- მწვანე აუნთო. სხვაგვარად ისინი, უბრალოდ, ვერ აიყოლიებენ პროდასავლურ პარტიებს თუ არასამთავრობოებს დანაცმოძრაობასთანსიტუაციური ალიანსის აუცილებლობაში ვერ დაარწმუნებენ.

თუ არჩევნების გაყალბებაზე მხოლოდ ერთი პარტია იკივლებს, განსაკუთრებულს ვერაფერს მიაღწევს.

ვინ შეიძლება შეუერთდესნაცმოძრაობასიმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებას დაბნეულობა დაეტყობა (დღეს ის ნამდვილად არადამაჯერებლად გამოიყურება)?

რესპუბლიკელები? _ სავარაუდოდ.

გაერთიანებული დემოკრატები”? _ შესაძლოა.

ლეიბორისტები? _ დიდი ალბათობით.

გირჩი”? _ თითქმის გარანტირებულად.

პაატა ბურჭულაძის პარტია (დასი, ორკესტრი თუ რაც იქნება)? _ რატომაც არა.

ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, თუმცა ესეც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს, მით უმეტეს, თუ ამ მოსაზრებას სატელიტი მასმედია და არასამთავრობოები გაამყარებენ. რაც შეეხება სატელევიზიო “კარტინკას” და ინციდენტებს უბნებზე, “მეხუთე კოლონა” საარჩევნო და ადგილობრივ ადმინისტრაციებში ამის უზრუნველყოფას როგორმე მოახერხებს. ხელისუფლებას, ალბათ, არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ეს ადამიანები საარჩევნო პროცედურებს იდეალურად ჩაატარებინებენ.

მცირე ლირიკული გადახვევა: საინტერესოა, რა სახელს მოუძებნის “ნაცმოძრაობიდან” გასული გიორგი ვაშაძე ახალ პარტიას, რომლის დაფუძნებას აპირებს. ალბათ, ლოგიკური იქნება, გირჩისგვერდითქინძი აღმოცენდეს, მით უმეტეს, რომ ქინძი მიხეილ სააკაშვილის საყვარელი მცენარეა. იოლი დასამახსოვრებელიცაა და მრავლობითშიც შთამბეჭდავად ჟღერს.

ზოგს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ აბსურდის თეატრში მოხვდა, რადგან მოსალოდნელ გაყალბებაზე ყველაზე მეტს ის პარტია ყვირის, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაყალბების ყველა რეკორდი მოხსნა, მაგრამ აქ მთავარია, აყვებიან თუ არა სხვები. საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც შეტევა არა იმდენად “ქართულ ოცნებაზე” (პრინციპში, კისერიც უტეხია), რამდენადაც სახელმწიფოზე და ლინკოლნ მიტჩელი, შესაძლოა, სავსებით მართალია, როდესაც მიუთითებს, რომ “ნაცმოძრაობა” “აუსრულებელ ვიწროპარტიულ მიზნებს სწირავს საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებს”. ცხადია, ემოციური საუბრები იმის თაობაზე, რომ “ეშმაკს არ სძინავს”, რომელიც მხოლოდ ამყარებს ზოგადეროვნულ ნევროზს, სიტუაციას ვერ შეცვლის. მოსახლეობამ ისედაც იცის, რომ მას, “ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, არ სძინავს. ის ადამიანები, რომელთათვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ბინძური ავტორიტარული რეჟიმის რესტავრაცია არ მოხდეს, ალბათ, არ უნდა დაელოდონ მთავრობისგაღვიძებასდა თვითონ მიიღონ პრევენციული ზომები იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯგუფმა ქვეყნის დესტაბილიზაცია ვერ მოახერხოს.

თავის დროზე გერმანელი ნაციონალ-სოციალისტები არ მალავდნენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააუქმებდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სხვა პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები მათთან თანაარსებობასა და თანამშრომლობას დასაშვებად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ისინი “გაკეთილშობილდებოდნენ”. ეს მიუტევებელი შეცდომა იყო, რომელმაც შესაძლებელი გახადა ჰიტლერის რეჟიმის ფორმირება. პარტია, რომელიც ორიენტირებულია ანტიდემოკრატიული დიქტატურის ჩამოყალიბებაზე, არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დემოკრატიული პოლიტიკური სივრცის ორგანული, ჯანსაღი ნაწილი, შესაბამისად, ის ნებისმიერ ფასად იზოლირებული და განადგურებული უნდა იქნას (ცხადია, კანონიერი პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით). ამ მიზნის ხმამაღალ დეკლარირებაში მიუღებელი არაფერია, რადგან საქმე დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის დაცვას ეხება. “გერმანული შეცდომის” გამეორება საქართველოს შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. პაატა ბურჭულაძის მიმართ არავითარი სიძულვილი არ გამაჩნია, უბრალოდ მინდა
    ვკითხო, რა გინდოდა ხეზე? რა კომპრომატები აქვთ შენზე? დადონ, დაიკიდე!
    იმღერე რა, ნეტავ შენნაირი ხმა და სმენა მომცა ღმერთმა, არ გეწყინოს და არასწორად
    იქცევი, პატივს გცემ, მაგრამ გაფრთხილებ! ფეხი არ ჩაყო სიდამპლეში.

  2. თქვენი ანალიზი ყოველთვის როგორი უბრალოებით, სიღრმით და გონიერებით გამოირჩევა, ჩვენს არცერთ ხელისუალს არასოდეს ჰყოფნიდა ჭკუა, რომ თქვენისთანების გონება გამოეყენებონა.ყველა მათგანს მოლაქუცე ფინიები ერჩია ყოველთვის. ამიტომაც ვართ და ვიყავით კარგად .თუმცა რა, ზვიადის გარდა ყველა ხელისუფლება ნატო-ამერიკის მონა იყო და არის, მათ კი ერთ ადგილზე ჰკიდიათ ჩვენი ბედი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here