Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი – მიმართვა თანამემამულეებს

ღია წერილი – მიმართვა თანამემამულეებს

1124

ძვირფასო თანმემამულენო,
უკვე ორ ათწლეულზე მეტია, რაც ქართველი ერი იბრძვის თავისუფლებისათვის, ღირსეული მომავლისათვის. სამწუხაროდ, დღითი დღე მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება.

ქართულ პოლიტიკაში უარყოფითი გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, რაც ტრადიციად მკვიდრდება, მოსახლეობაში მტკიცედ ყალიბდება აზრი, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. ასეთი მდგომარეობის კვლავ გაგრძელება სამუდამოდ აღარ გვიტოვებს ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებისა და ღირსეული მომავლის იმედს.

ასეთ სამწუხარო რეალობას კიდევ უფრო ხელს უწყობს მოწინავე ინტელიგენციის გარკვეული ნაწილის მიერ გულგრილობა, მლიქვნელობა და უპრინციპობა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმართ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

იწერება სამშობლოზე ლექსები, არის ცრემლების ზღვა სამშობლოს სიყვარულით, ცეკვა-თამაში, მხურვალე ტაში, საქმით კი სულ საწინააღმდეგო მოვლენასთნ გვაქვს საქმე… ცრუ პატრიოტიზმის ქადაგებამ და დამკვიდრებამ თუ ასე გაგრძელდა, ქართველი ერი გარდაუვალი დაღუპვის საფრთხის წინაშე დააყენა. განადგურებული სოფლის მეურნეობის მქონე ხელისუფლება, ამ დარგში მიღწეულ წარმატებებზე საუბრობს, სანახევროდ მოსახლეობისაგან დაცლილი სოფლებისა და ქალაქების პატრონნი, ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვის პროცენტულ ზრდაზე… და რამდენი რამე უნდა ჩამოვთვალოთ ჩვენი ერის მთელი უბედურება რომ აღწერო კაცმა, რომელიც სწორი პოლიტიკის წარმოების, წესიერი, პროფესიონალი, ერის გულშემატკივარი მამულიშვილების დაფასების შემთხვევაში შეიძლებოდა თავიდან აცილებული ყოფილიყო.

დიდი ფრანფი განმანათლებელი ჟან-ჟაკ რუსო ჯერ კიდევ ორ საუკუნეზე მეტის წინ ამბობდა: „როდესაც ქვეყნიდან მოსახლეობა სხვა სახელმწიფოებში გაედინება ლუკმა პურის საშოვნელად, მაშინ შეუძლებელია ამ ქვეყნის წარმატებაზე ლაპარაკი“.

დღეს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკის გამო უცხოეთში შავი სამუშაოების შესრულებაში ხედავს ოჯახის გადარჩენის იმედს, ქვეყანაში კი სიღატაკე დღითი-დღე იზრდება, მაშინ რა მოგველის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, ევროკავშირში შესვლით? როგორი იქნება გაღატაკებული და დამცირებული ქართველი ადამიანის ბედი? დიდი ილია ბრძანებდა: „უფულო კაცი ფულიანი კაცის ყმაა, უფულო ქვეყანა კი ფულიანი ყვეყნის ყმაა! აი ეს გველის – ყმა მოსამსახურის როლი, რომელიც ნაწილობრივ უკვე აღსრულებულია. თავის გადასარჩენნად მონური მსახურება ქვეყნის შიგნით და გარეთ.

ოჯახი, გვარი, საზოგადოება ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ვეღარ უმკლავდება უცხოეთიდან მოზღვავებულ ანტიეროვნულ და გარყვნილების პროპაგანდას, რომლის წარმოჩენაც ხდება მთავარ დემოკრატიულ ღირებულებად. მისი მთავარი მიზანია: გამოაცალონ ქართველ კაცს ღირსება, რადგანაც ღირსება დაკარგული ადამიანი ადვილად ყიდის ყველას და ყველაფერს. სამწუხარო ფაქტები თავისთავზე მეტყველებენ: უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში გაყიდული ნახევარი საქართველო , ხელისუფლება უცხო ქვეყნის ელჩების და კონსულების გარეშე, დამოუკიდებლად ვერაფერს წყვიტავს, ვერ იცავს საკუთარი ხალხის ინტერესებს, ეროვნულ და სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამის ერთ-ერთი სამწუხარო მაგალითია აჭარის მთავრობა, ქ. ბათუმის ხელმძღვანელობა…

რასაც აქვს დასაწყისი, მას ექნება დასასრული-აღიარებული ჭეშმარიტებაა. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის უბედურებას კი დასასრული არ უჩანს.

მიზეზი ამისა არის ის, რომ სხვა „მეგობარ ქვეყნებზე“ შემყურე საქართველოს ხელისუფლების გამო ქართველი ხალხი ვერ გამოსულა მოჯადოებული წრიდან. მაშინ, როცა ქვეყნებს შორის ურთიერთობისას ჭეშმარიტი პოლიტიკოსისათვის უპირველესად არის საკუთარი ქვეყნის ინტერესები, შემდეგ კი მეგობრობა. და მეორე, ყველა დიდი პოლიტიკოსის , მხედარმთავრის წარმატების ფორმულა იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი აფასებდნენ და პატივს სცემდნენ საკუთარი ქვეყნის ერთგულ მამულიშვილებს – სიბრძნე, რომელიც, სამწუხაროდ, უცხოა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისათვის, განსაკუთრებით კი აჭარის რეგიონისა და ქ. ბათუმის ხელმძღვანელობისათვის.

„ღმერთო, მიხსენ მუხანათი მეგობრებისაგან“… შესთხოვდა ღმერთს ალექსანდრე მაკედონელი, დიდი განმანათლებებლი ვოლტერი, დიდი მოაზროვნე რუსთაველი…

ქართველი ხალხი, რომელიც არის ამოუწურავი ხალხური სიბრძნის საგანძურის მემკვიდრე, დროა მოახლოებული არჩევნების წინ, რომელზედაც ძირითადად დამოკიდებული იქნება ქართველი ერის მომავალი, გამოიჩინოს სიბრძნე, პრინციპულობა, რათა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას და ადგილი მიუჩინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი იგივე მეთოდებით ვითარდება , რამაც არ დაგვიტოვა მორალური უფლება დუმილისა.

კერძოდ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ საარჩევნო სამზადისში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებზე.

პოლიტიკური პარტიების მიერ, ეს იქნება ოპოზიციური თუ სახელისუფლებო განურჩევლად,მათ მიერ კანდიდატების შერჩევა ხდება მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად, არა თუ კანდიდატის განვლილი გზისა და პროფესიონალიზმის მიხედვით, არამედ პირადული ინტერესებიდან, ფულით, მეგობრობით, მონური მორჩილების პრინციპით და ა.შ. შედეგად საარჩევნო სიებში და მაჟორიტარ კანდიდატებად ვხედავთ ძირითადად იმ ადამიანებს, ვინც თავისი უპრინციპობით ყველა დროს ერგება,არასდროს არ გამოუხატავთ საკუთარი პოზიცია მაშინ, როდესაც ერის ბედით შეწუხებული ადამიანები სიცოცხლის ფასად ვიდექით ეროვნული ინტერესების სადარაჯოოზე…

ამ ადამიანებს თავიანთ პარტიებში, სადაც დროულად მოახერხეს გადაბარგვა, შექმნილი აქვთ მტკიცე კედელი, რომელიც გაურღვეველია წესიერი ადამიანისათვის .

ამ მიზეზთა გამო, მოაზროვნე, ქვეყნის გულშემატკივარი ადამიანები, ვინც სინამდვილეში ჭირდება ქვეყანას, მოსახლეობაში სარგებლობენ დიდი ნდობით, მაგრამ არ გააჩნიათ საარჩევნო კამპანიის წარმოებისათვის საჭირო თანხები, ვერ ღებულობენ არჩევნებში მონაწილეობას.

მოსახლეობა, რომელიც ყოველი არჩევნების მოსვლას იმედის თვალით შეჰყურებს, შემდეგ კი ვეღარ ხედავს სასურველ კანდიდატებს, იმედდაკარგულები აღარ ცხადდებიან საარჩევნო უბნებზე…

შედეგად ვღებულობთ მოსახლეობის უმრავლესობისათვის მიუღებელ უმოქმედო და უპრინციპო საკანონმდებლო ორგანოებს, ხელისუფლებას. იმის ნაცვლად, რომ არჩევითი საკანონმდებლო ორგანოები ბრძენთა საკრებულოს ჰგავდეს – მოლაყბეთა და უსაქმურთა შეკრებებს ემსგავსება…

„ვალის მოხდა ძნელია, მოუხდელობა კი უარესი“- გვარიგებს ხალხური სიბრძნე.

აქედან გამომდინარე, გამოსავალი გზების ძიებაში, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის საზოგადოების მოთხოვნით გადავწყვიტეთ 2016 წლის არჩევნებში მივიღოთ აქტიური მონაწილეობა, წარვადგინოთ საუკეთესო კადრები, რომელნიც კარგი მამულიშვილები და კარგი პროფესიონალები არიან თავისი საქმისა.

მივმართეთ იდეოლოგიურად თანამოაზრე პარტიებს, პოლიტიკურ ლიდერებს და შევთავაზეთ აჭარის რეგიონში ჩვენი მხარდაჭერა, ასევე ერთობლივი გამოსვლა არჩევნებში მათი პარტიის სახელით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ აჭარაში ხმის უმრავლესობის მოპოვებას, მხოლოდ ერთი პირობით, რომ მხარს დავუჭერთ ისეთ საუკეთესო კანდიდატებს, რომელიც სინამდვილეში სჭირდება ხალხს, მთლიანად საქართველოს… ეს პირობა კი, როგორც ჩანს, მიუღებელი აღმოჩნდა ბევრისათვის. ამიტომაც ამ პარტიებში მამულიშვილთა კავშირისათვისმტკიცედ არის კარები დახშული იმ ადამიანების მიერ, ვინც ყოველი დროის პოლიტიკას დრულად ერგებოდა…

აჭარაში „მამულიშვილთა კავშირი“ დღეს არის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ძალა, ვინც სრული ათი წლის მანძილზე აქტიურად, უკომპრომისოდ იბრძვის უსამართლობისა და ყოველგვარი გარყვნილების პროპაგანდის წინაააღმდეგ, ზრუნავს ხალხის ინტერესებისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.

„მამულიშვილთა კავშირთან“ არის დაკავშირებული საყოველთაოდ გახმაურებული ღონისძიებები როგორიცაა: ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასაცავად მრავალთვიანი საპროტესტო აქციები, აკაკი წერეთლისა და მემედ აბაშიძის ძეგლებისათვის ღირსეული ადგილის მიჩენა ; დამპყრობელ აზიზიეს სახელობის მეჩეთის მშენებლობის პროექტის შეჩერება (წინააღმდეგობის მოძრაობასთან ერთად); 2011 წელს განგაშის გამოცხადება სათაურით: „ თურქეთი აჭარა-მესხეთს გვედავება“. 2015 წლის 19 დეკემბერს ბათუმში „ქუდზე კაცის“ გამოცხადება, საპროტესტო აქციის ჩატარება, რომელსაც საქართველოას სხვადასხვა რეგიონებიდან ესწრებოდნენ წარმომადგენლები. ეს დღე ქართული ეროვნული ღირსების აღგენის საწყის დღედ იქნა შეფასებული… 2007 წლიდან ჩატარებული აქვს 250-მდე ბრიფინგი,20-მდე ქუჩის აქცია, ორასზე მეტი პუბლიცისტური წერილები ცენტრალურ და რეგიონალურ გამომცემლობებში ჩვენი მოსაზხლეობის ინტერესებისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.

„მამულიშვილთა კავშირი“ აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო აჭარის რეგიონიდან 7 ნოემბრის და 26 მაისის საპროტესტო აქციებისა… „მამულიშვილთა კავშირი“ პირველი იყო აჭარის რეგიონში, ვინც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში, 5 000 – ზე მეტი ხმა შეაგროვა და ჩაიტანა დედაქალაქში მისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით. ჩვენ ვართ „სახალხო კრების“, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყრილობის დელეგატები…

მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს „ მამულიშვილთა კავშირი“ თავისი ქართული პოზიციისათვის ისევე მიუღებელია ხელისუფლებისათვის, ვის მოყვანაშიც, ღირსეული მომავლის იმედით, სისხლი გვაქვს დაღვრილი, როგორც მიუღებელი ვიყავით სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმის დროს. უფრო მეტიც, მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით ზეწოლა, არის მცდელობა მამულიშვილთა გუნდის დაშლისა, რომელსაც აჭარაში, და არა მარტო აჭარაში, ათასობით მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი ჰყავს…

ჩვენს მიერ განვლილი სუფთა გზა გვაძლევს იმის მორალურ უფლებას, გვაკისრებს პასუხისმგებლობას გამოვეხმაუროდ აღნიშნულ საგანგაშო მდგომარეობას და ვიზრუნოთ გამოსავალი გზების ძიებაზე.

აქედან გამომდინარე, ვაგრძელებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არჩებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, ვინაიდან ჩვენ ვართ საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

დღეს ხშირად გავიგონებთ: ხალხი დაიღალა, არჩევნებზე აღარ მივა, ქუჩაში აღარ გამოვა. ვეთანხმებით, რადგანაც ამის თქმის სრული საფუძველია, ჩვენც დავიღალეთ. მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანა დღითი დღე ხელიდან გვეცლება, თავისუფლების მოყვარე, ამაყი ქართველი ერი სხვისი მონა მსახური ხდება, ჩვენი წმინდა ქალაქები უცხოელთა სავაჭრო ობიექტებად, გასართობ, გარყვნილების და აზარტულ ცენტრებად ყალიბდება, სადაც ირყვნება, იბილწება ქართველი ერის ღირსება და მომავალი, ასეთ დროს არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი ამაყი ქართველი თანამემამულე, თანაქალაქელი, თნასოფლელი დაიღალა, არ გვრჩება ამის მორალური უფლება, თუ ღირსეული ადამიანობა და ნამდვილი ერობა გვსურს.

გამოსავალი ერთია:

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რათა არ დავუშვათ შემთხვევითი ადამიანების მოხვედრა საკანონმდებლო ორგანოებში.

დავამთავროთ უმსგავსო მეთოდებით, პარტიულ სიებში და მაჟორიტარ კანდიდატებად მოხვედრილი ადამიანების მხარდაჭერა.

უპირველესად ყურადღება გავამახვილოთ ადამიანის ბიოგრაფიაზე, მის მიერ განვლილ გზაზე, რაც საფუძველია, სარკეა მისი მომავალი მოღვაწეობისა. ამის შესახებაა რომ უფალი იესო ბრძანებს:“ საქმემ შენმა გამოგაჩინოს შენ“.

თუ ჩვენი ახლობელი, ნათესავი ღირსეული კანდიდატია, მაშინ მხარიც უნდა დავუჭიროთ და ვიამაყოთ კიდეც რომ ასეთი ახლობელი გვყავს, რომელიც ჭირდება ჩვენ ხალხს, ქვეყანას. მასთან ერთად ბრძოლა გამარჯვებისათვის პატივიცაა და პასუხისმგებლობაც ქვეყნის წინაშე…

ჩვენმა მოსახლეობამ ყველაფერი დაინახა იმისათვის, რომ სიბრძნისეული დასკვნები გააკეთოს: სააკაშვილის რეჟიმმა კიდევ უფრო გააღატაკა, გარყვნა და წაბილწა ერი, რომ მილიარდერები და მილიონერები ფულს არ არიგებენ და ა.შ.

გამოსავალი, ქვეყნის გადარჩენა და ღირსეული მომავალი მხოლოდ და მხოლოდ მოაზროვნე, მართალი, ქვეყნის გულშემატკივვარი ადამიანების გამოვლენაში და მათ მხარდაჭერაშია.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობა სწორ ანალიზს გააკეთებს, ინტელიგენცია გამოეხმაურება ერისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს. იმ ღონისძიებებსა და მეთოდეზე, რა გზებით იქნება შესაძლებელი არ დავუშვათ შემთხევითი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოებში, ამის შესახებ ჩვენეულ მოსაზრებებს დამატებით მივაწვდით მოსახლეობას.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ რთულ, მაგრამ საღვთო და საერო გზაზე!

ნიაზ ბოლქვაძე,
აჭარის მამულიშვილთა კავშირი თავმჯდომარე,
საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი,
საქართველოს ეროვნული აკადემიის
საპატიო აკადემიკოსი.

1 COMMENT

  1. გაიხარე ქარტველო ვაჯკაცო , ღმერტმა გვიმრავლოს თქვენისტანა ადამიანები

  2. მთლიანად ვეთანხმები თქვენი ღია წერილის პათოსს, შინაარს და სულისკვეთებას, ნამდვილად მეტ მონაწილეობას უნდა ვიღებდეთ იმ კანდიდატების შერჩევაში, ვისაც შემდგო არჩევნებზე ვანდობთ ქვეყნის ბედს. ნამდვილად მისაბაძია აჭარის მამულიშვილთა კავშირის ინციატივა და ვისურვებდი მთელს საქართველოს მიებაძოს ჩვენი ქვეყნის ერთერთ მოწინავე და მნიშვნელოვანი კუთხის მამულიშვილთა ინიციატივისათვის და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ საშვილიშვილო საქმეში!ექსტი

  3. saqartvelos dges schirdeba mxolod erovnulad mazrovne mtavroba, parlamentshi cheshmariti mamulishvilebi brdzeni adamianebi, da ara mosulelo elementebi tavisi achemebuli nato.evrokavshirit.

    sakartvelos dges chirdeba cheshmaritad erovnuli mtavroba, brdzeni adamianebit dakomplektebuli parlamenti da ara ojaxebi carmodgenili parlamentshi,amas damatebuli zogi mosulelo elementi.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here