Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ის ფინანსური ელიტა ჰილარი კლინტონს არჩევნებში დამარცხებით ემუქრება

აშშ-ის ფინანსური ელიტა ჰილარი კლინტონს არჩევნებში დამარცხებით ემუქრება

527

ამერიკის ფინანსურმა ელიტამ აშშის პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონს  მკაფიოდ მიანიშნა, რომ მისი პოლიტიკური პროგრამა მიუღებელია. ფინანსური ელიტის რუპორის როლი მილიარდერმა ჩარლზ კოხმა დაიკისრა.

კოხის აზრით, ჰილარი კლინტონის მოქმედება და რიტორიკა მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ აღებული კურსისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნებში დამარცხდება. ორიენტირად კი ჰილარის ქმარი, ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი დაასახელა, რომელიც “რა თქმა უნდა, მისაბაძი არ იყო, მაგრამ არა _ დანახარჯების თვალსაზრისით”.

მოკლედ, ფინანსურმა ელიტამ მკაფიოდ მიანიშნა, რომ ქალბატონ ჰილარის ეკონომიის აუცილებლობაზე _ ფულის მჭრელი დაზგა უნდა გაჩერდეს, სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპანსიური პოლიტიკა კი შენელდეს, ანუ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა მის ბიუჯეტს უნდა შეესაბამებოდეს.

კლინტონის წინააღმდეგ ამოქმედდა საინფორმაციო კამპანიაც. “ნიუ იორკ თაიმსმა” რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა სტატია. მასში კლინტონი მოხსენიებულია, როგორც აგრესიული ქორი, რომელსაც შეუძლია დიდი ომი გააჩაღოს.

დიდი ტრანსნაციონალური კორპორაციების წარმომადგენლები წინააღმდეგნი არიან კლინტონის აგრესიული ხაზის, რადგან მიიჩნევენ, რომ “ბიზნესი სიწყნარეს ითხოვს და არა ატომურ ომს”, რომლისკენაც მიისწრაფვის ჰილარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here