Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპა მავთულხლართებში, ანუ ევროპის მომავალი რკინის ფარდის მიღმა

ევროპა მავთულხლართებში, ანუ ევროპის მომავალი რკინის ფარდის მიღმა

514

ევროკავშირის შემაშფოთებელი მდგომარეობა აიხსნება არა მხოლოდ მიგრანტებით, ეკონომიკური კრიზისითა და ომებით, არამედ ეს გაერთიანება საფუძველშივე იყო არადემოკრატიული და ხალხებისთვის მავნე”.

“ევროკავშირი თავიდანვე იყო ჰაერში მოფარფატე ტაძარი, რომელსაც სახალხო საძირკველი არ ჰქონდა”, _ ამბობს ორჰურის (დანია) უნივერსიტეტის პროფესორი უფე ესტერგორდი გაზეთ “ვიკენდავისენისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

უფე ესტერგორდმა, რომელიც ევროპული ცივილიზაციისა და ინტეგრაციის შესწავლის საკითხებით იყო დაკავებული, გულწრფელად აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და უნივერსიტეტის პროფესურა ჟან მონეს გადააბარა.

ფრანგი ჟან მონე ევროკავშირის არქიტექტორად ითვლება, თვითონ ესტერგორდიც მრავალი წლის განმავლობაში თავგამოდებით უჭერდა მხარს ევროკავშირს, მაგრამ ორჰუსის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი ამბობს, რომ ევროკავშირი აუხდენელი ოცნებების ნანგრევებად იქცევა.

ევროკავშირის შემაშფოთებელი მდგომარეობა აიხსნება არა მხოლოდ მიგრანტებით, ეკონომიკური კრიზისითა და ომებით, არამედ ეს გაერთიანება საფუძველშივე იყო არადემოკრატიული და ხალხებისთვის მავნე. ესტერგორდი განმარტავს, რომ ჟან მონეს არ სჯეროდა ხალხის და დაინტერესებული იყო მხოლოდ იმით, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისა ჰქონოდათ შესაძლებლობა, ნებისმიერი გზით გაეტანათ პროექტი “ევროპა”.

“შორიდან ისე ჩანდა, რომ წინ პატარა ნაბიჯებით მიიწევდნენ, მაგრამ სინამდვილეში უზარმაზარი ცვლილებები ხდებოდა.

მაგალითად, სახელწოდება ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება აღიქმებოდა, როგორც მხოლოდ ქვანახშირსა და ფოლადთან დაკავშირებულთან. სინამდვილეში კი ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ქვანახშირისა და ფოლადის გამოყენება მხოლოდ საომრად შეიძლებოდა. ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას შიგა ბაზარზეც, სადაც ხორციელდებოდა სამუშაო ძალის თავისუფლად გადაადგილება, მაგრამ იქ იურიდიული უპირატესობა ჰქონდა ევროკავშირის სასამართლოს.

შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა, ეს მხოლოდ დანიის სახალხო პარტიის პროფკავშირულმა მოძრაობამ შეამჩნია.

დანიის სახალხო პარტიას ადანაშაულებენ, რომ მისი წევრები წარსულში ჩარჩენილი მეოცნებეები არიან, რომლებსაც არაფერი გაეგებათ ევროკავშირის პოლიტიკის. არადა, ეს პარტია ევროკავშირის პოლიტიკაში რეალიზმის შეტანის მოთხოვნით გამოდის. ევროკავშირის მშენებლები კი პირიქით _ მეოცნებენი არიან, რომლებიც აშენებენ თავიანთ დიდებულ ტაძარს, მაღალი სართულებით, კოშკის საათებით, ჰიმნებითა და მორთულობებით, თუმცა საძირკველი ჯერ ჩაყრილი არ არის. შენგენის ზონა საერთო სასაზღვრო პოლიტიკის გარეშეა, საერთო მონეტა საერთო ეკონომიური პოლიტიკის გარეშე და კეთილდღეობის მიღწევაც ერთობლივი პოლიტიკის გარეშე.

მეთოდი, რომლითაც ევროპის შესახებ გადაწყვეტილებების მიმღები ელიტური მოღვაწეები ევროპის მოსახლეობის მხარდაჭერას მოიპოვებენ, მხოლოდ ევროპის ჩაკეტილი ციხესიმაგრის აშენებაა და მეტი არაფერი.

რკინის ფარდით, მავთულხლართებით, პროჟექტორებითა და საგუშაგო კოშკებით, მრავალრიცხოვანი პოსტებით, ზღვაზე სასაზღვრო ხომალდებით, რომლებიც ლტოლვილებს შეაგროვებენ და გადაიყვანენ იმ ნაპირზე, რომლიდანაც მოვიდნენ”, _ აი ეს განაცხადა ადამიანმა, რომელსაც სწამდა ევროკავშირის და რომელმაც ნებისმიერზე მეტი იცის ევროპის ისტორიის შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here