Home რუბრიკები საზოგადოება სომხები ლვოვისთვის არიუცის დარქმევას ითხოვენ

სომხები ლვოვისთვის არიუცის დარქმევას ითხოვენ

649

ლვოვში მცხოვრები სომხური თემი დასავლეთის უკრაინის ყველაზე დიდი ქალაქისთვის სახელის გადარქმევას ითხოვენ.

ლვოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატის _ ვარდკეს არზუმანიანი ლვოვში მცხოვრები 6 ათასი სომხის სახელით ამბობს, რომ ქალაქის ადმინისტრაციას გაეგზავნება წინადადება ლვოვისთვის სახელის შეცვლისა და მისთვის არიუცის დარქმევის შესახებ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი იქნება “ჯეროვანი დაფასება იმ სომხებისა, რომლებმაც ეს ქალაქი დააარსეს, აგრეთვე, სხვა ლვოველი სომხებისა, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქალაქის განვითარებაში. თანაც, არიუცი უკრაინულადაც და სომხურადაც ლამაზად გამოითქმის”.

ისტორიულ წყაროებში ლვოვი პირველად მოხსენიებულია 1256 წელს. ქალაქი დააარსა თავადმა დანიილ გალიცკიმ და მას შვილის _ ლევ დანიილის ძის პატივსაცემად ლვოვი უწოდა.

ლვოვში, სადაც ამჟამად 900 ათასი კაცი ცხოვრობს, ბევრი არქიტექტურული ძეგლია, მათ შორის, სომხური ეკლესია, რომელიც სომეხი ვაჭრების სახსრებით ააშენეს 1363 წელს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here