Home რუბრიკები საზოგადოება “რა პაატა ბურჭულაძე, რის პაატა ბურჭულაძე… უმი კვერცხი ყლაპოს უზმოზე”

“რა პაატა ბურჭულაძე, რის პაატა ბურჭულაძე… უმი კვერცხი ყლაპოს უზმოზე”

592

მწერალი მერაბ შათირიშვილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენას სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა

“რა პაატა ბურჭულაძე, რის პაატა ბურჭულაძე, რა რეიტინგი, რის რეიტინგი, ბოლოს და ბოლოს, მომღერალია და, თუ ხმა გაუფუჭდა, დილდილობით უმი კვერცხი ყლაპოს უზმოზე. რომელი პოლიტიკოსი ეგ მყავს ან რა რეიტინგობის ჭია შეუჩნდა?! ხელი მოითბო ფარისევლური “ქველმოქმედებით” _ ფული იშოვა და ხელისუფლება მოუნდა?.. სად იყო მაშინ, მიშას დესპოტიზმი უკანალებს რომ აზანზარებდა, საკუთარ უკანალს გაუფრთხილდა?.. ეს ქვეყანაა თუ “სბროდია”, ვერ გამიგია, გიჟები ვართ თუ უკვე შიზოფრენიის ზღვარს გავეცალეთ და პათოლოგიური პოლიტიკომანიით შეპყრობა გვჭირს?.. ვის ეკითხებიან და სად ატარებენ გამოკითხვას. მე მკითხონ, ვინ არის ეს ოპერმუშაკი _ ერთი ჯიბიდან გავარდნილი ფასიანი პატრიოტია და, მოდი, ჩავაბაროთ ქვეყანა პაატა ბურჭულაძეს, მერე ვიმღეროთ და ვიმღეროთ არიები.…ვაი, ჩვენს გათხელებულ პატრონს, უბედურს!” 

1 COMMENT

  1. თუ მღერი, იმღერე თუ არა და ერთი ადგილის თამაშს თავი გაანებოს, კაცს პროფესია ჰქონდეს და პოლიტიკაში ეტენებოდეს? თანაც ქართულში? ალბათ მასზეც კომპრომატები აქვთ.ისე მივმართავ მას: ბატონო პაატავ! იმღერეთ რა და ჩვენ თავი გაგვანებეთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here