Home რუბრიკები პოლიტიკა ივანიშვილსა და “ოცნებას”, მიუხედავად პროდასავლური პოლიტიკური კურსისა, წყალი აქვთ შეყენებული

ივანიშვილსა და “ოცნებას”, მიუხედავად პროდასავლური პოლიტიკური კურსისა, წყალი აქვთ შეყენებული

525

ბოლო დღეებია, საქართველოში აქტიურად მსჯელობენენდიაისადააირაისმიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე. ბევრი მასნაციონალური მოძრაობისდაკვეთად მიიჩნევს და სრულ უნდობლობას უცხადებს. საზოგადოების ფართო მასებში კი ამერიკული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა, რბილად რომ ვთქვათ, გაღიზიანება გამოიწვია.

“ენ-დი-აისა” და “აი-რა-ის” მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აღფრთოვანებით მხოლოდ ის პოლიტიკური ორგანიზაციები შეხვდნენ, რომლებიც ყველაზე პროამერიკულად ითვლებიან, რუსეთის მიმართ შეურიგებელი პოზიცია უკავიათ და აგრესიული რიტორიკით გამოირჩევიან. ესენია “ნაციონალური მოძრაობა” და ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები”. ამავე კატეგორიაში შეგვიძლია შევიყვანოთ ბოლო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტად ქცეული შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტული პარტია.

თუ კვლევის შედეგებს არაპროფესიონალის თვალით შევხედავთ, შესაძლოა, იგი “ნაციონალური მოძარობის” დაკვეთადაც მივიჩნიოთ, მაგრამ საკითხის სიღრმისეულად გაანალიზების შემთხვევაში შეძლება იმ პოლიტიკური მიზნის ამოკითხვა, რომელიც საფუძვლად უდევს ამერიკული ორგანიზაციების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მათთვის მისაღები ვერსიის გამოქვეყნებას. აქ უკვე ბრმისთვისაც ნათელია, რომ ეს ვერსია მხოლოდ შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური ინტერესების ამსახველია, ვინაიდან ნებისმიერ პატარა ქვეყანაში, რომელიც ამერიკის გეოპოლიტიკური ინტერესების სფეროშია მოქცეული, საგარეო პოლიტიკა და შიგაპოლიტიკური პროცესები ყოველთვის ურთიერთდაკავშირებულია. აღნიშნული ორგანიზაციების დაკვეთით შესრულებული კვლევები და მისგან მიღებული შედეგები ამერიკის გეოპოლიტიკური ინტერესების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას რომ ემსახურება, ამ ორგანიზაციების სტატუსი და ფუნქციური დატვირთვაც მეტყველებს: “ენ-დი-აი” და “აი-რა-ი” წარმოადგენენ შეერთებული შტატების ორ წამყვან პარტიასთან (დემოკრატიული და რესპუბლიკური) აფილირებულ ორგანიზაციებს, რომლებსაც ამერიკის ფედერალური მთავრობა აფინანსებს, ანუ ორივე ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი პოლიტიკური კლასის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელია. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც ორივე ორგანიზაციამ თითქმის იდენტური შემოგვთავაზა, ამერიკის უმაღლესი სახელისუფლო ეშელონების სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შორის არის კონსენსუსი საქართველოში გარკვეულ სახელისუფლო ცვლილების განხორციელების შესახებ. ამაზე მეტყველებს თუნდაც კვლევის ის პუნქტი, რომელშიც საუბარია საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში მოქმედი პარტიების რეიტინგებზე. სწორედ ამ პუნქტის მიხედვით მარტივია იმ პოლიტიკური სქემის გაშიფრვა, რომლის განხორციელებაც, სავარაუდოდ, აქვთ განზრახული. კერძოდ, მათი გეოპოლიტიკური ინტერესების სრულყოფილად განსახორციელებლად ხელისუფლებაში კოალიციურ რეჟიმში დააბრუნონ “ნაციონალური მოძრაობა” შეერთებული შტატების საელჩოს ტოტალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად.

აი “ენ-დი-აისა” და “აი-რა-ის” კვლევების შედეგების საყურადღებო პუნქტი:

კითხვა _ “რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?”

ენდიაი”:

1. “ქართული ოცნება” _ 16%;

2. “ნაციონალური მოძრაობა” _ 15%;

3. ალასანიასთავისუფალი დემოკრატები” _ 9%;

4. ლეიბორისტული პარტია _ 5%;

5. “პატრიოტთა ალიანსი” _ 5%;

6. სხვა დანარჩენი _ 3%-ზე ნაკლები.

აირა”:

1. “ქართული ოცნება” _ 19%;

2. “ნაციონალური მოძრაობა” _ 18%;

3. ალასანიასთავისუფალი დემოკრატები” _ 11%;

4. ლეიბორისტული პარტია _ 8%;

5. “პატრიოტთა ალიანსი” _ 4%.

რადგან ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევის მიზანი საზოგადოებაში ამა თუ საკითხზე არსებული ტენდენციების გამოვლენაა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ციფრებიც მომავალი არჩევნების წინ იმ ტენდენციის (პოლიტიკური მიზნის) გამოკვეთაა, რომლის მიღწევაც სურთ ამერიკელებს საქართველოში _ ეს არის ნაციონალური მოძრაობისდაბრუნება ხელისუფლებაში.

ზოგს ეს შეიძლება ფანტაზიის ნაყოფად მოეჩვენოს, მაგრამ, თუ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის _ უილიამ რაინერის მიერ შემუშავებული კოალიციური თეორიის მიხედვით გავაანალიზებთ, იგი სრულიად შესაძლებელია. როგორც რაინერი აღნიშნავს, პოლიტიკურ სისტემაში ბევრი პარტიის ფუნქციობის შემთხვევაში პარტიები იმოქმედებენ რაციონალური მოგების მიღების პინციპებიდან გამომდინარე. მისი აზრით, როდესაც პარლამენტში წარმოდგენილია პარტიათა ფართო სპექტრი, თანაც ისე, რომ არც ერთს არ აქვს აბსოლუტური უმრავლესობა, პარტიებს შორის საერთო პოლიტიკური მიზნის გამოკვეთის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია, პირველ ადგილზე გასული პარტია უმცირესობაშიც აღმოჩნდეს.

ახლა ვნახოთ “ენ-დი-აისა” და “აი-რა-ის” კვლევის შედეგები და მათი მონაცემების დაჯამებით მივალთ დასკვნამდე, რომ არ არის გამორიცხული, “ქართულ ოცნებასარჩევნების შემდეგ ხელისუფლების დათმობა მოუწიოს. აქ გასათვალიწინებელია ისიც, რომ “ნაციონალური მოძრაობის”, “თავისუფალი დემოკრატებისა” და ლეიბორისტების უკან დგას ერთი და იგივე ძალა _ შეერთებული შტატები და მისი მითითების შემთხვევაში ზემოჩამოთვლილი პარტიები საკანონმდებლო ორგანოს შიგნით შექმნიან კოალიციას. ამ სცენარით პროცესების განვითარების შემთხვევაში, რაცენდიაისადააირაისკვლევებშიც იკითხება, ადვილი შესაძლებელია, “ნაციონალური მოძრაობის”, “თავისუფალი დემოკრატებისადა ლეიბორისტების კოალიციამ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა შექმნას და მთავრობის ჩამოყალიბების უფლება მიიღოს.

ეს იქნება ხელისუფლების სამართლებრივი, კონსტიტუციური შეცვლა არჩევნების მეშვეობით _ ყველაზე მეტად მისაღები შეერთებული შტატებისთვის. თუ არჩევნების შედეგები და პოლიტიკური პროცესები მიუღებელი იქნება ამერიკელებისთვის, მათ შეუძლიათ ზემოქმედების სხვა ბერკეტები აამუშავონ _ საერთოდ არ აღიარონ მათთვის და მათი სატელიტი პარტიებისთვის მიუღებელი არჩევნების შედეგები. როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერ პატარა სახელმწიფოში არჩევნების საერთაშორისო აღიარება და იურიდიული ძალის მინიჭება დამოკიდებულია შეერთებული შტატების პოლიტიკურ პოზიციაზე, ვინაიდან, ფაქტობრივად, იგია უმრავლეს ქვეყანაში მმართველი ძალის მთავარი ლეგიტიმატორი. არჩევნების არაღიარებისა და გაყალბებულად გამოცხადების შემთხვევაში, როგორ სრულდება მმართველი პოლიტიკური ელიტის მოღვაწეობა, შორს რომ არ წავიდეთ, თუნდაც საქართველოსა და უკრაინის მაგალითებიც კმარა.

როგორც კვლევის შედეგები მოწმობს, “ქართულ ოცნებასა” და განსაკუთრებით _ ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად აღებული პროდასავლური პოლიტიკური კურსისა, წყალი აქვთ შეყენებული შეერთებულ შტატებში და ამერიკელები აუცილებლად შეეცდებიან საქართველოში ხელისუფლების როტაციას. როგორ გამოუვათ, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ირაკლი უბილავა

1 COMMENT

  1. საქართველოში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე პროცესები უფრო ღრმა ანალიზს საჭიროებს.საქართველო, ერთი კონკრეტული ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესების სფეროში რომ იყოს მოქცეული, ასეთი სურათი, რაც გვაქვს, არ გვექნებოდა (დაიკარგა ტერიტორიები, ზნეობა, კულტურა,ტრადიციები. გამეფებულია კლანურობა,არაპროფესიონალიზმი, მრავალერთკაც პარტიულობა და პერმანენტული მზადება არჩევნებისათვის, ტოტალური უმუშევრობა,უწიგნურება, არასახელმწიფოებრივი აზროვნება, უსაქმურობა,აღვირახსნილება და ა.შ.). ინტერესების (ისე როგორც ყველაფრის) საფუძველი ორმხრივი სიყვარული, მეგობრობა უნდა იყოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here