Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

527

ბრიტანეთის განათლების სამინისტრომ 13 წლის ბავშვების სექსინორმადაღიარა

ბრიტანეთის განათლების სამინისტროს ინსტრუქციამ, რომლის თანახმადაც, 13 წლის მოზარდისთვის სექსიუსაფრთხოდ, ჯანმრთელად და ზრდასრულობის ნაწილადუნდა ჩაითვალოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების აღშფოთება გამოიწვია.

როგორც გაირკვა, მთავრობის მიერ ბრიტანელებისთვის შეთავაზებული პროგრამის მიხედვით, 13 წლის მოზარდისთვის, ურთიერთთანხმობის შემთხვევაში, სექსი დასაშვებია.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/britanetis-ganatlebis-samin.jpg

13-17 წლის მოზარდების ქცევები, საგზაო მოძრაობის წესების მსგავსად, აღწერილია პროგრამა “შუქნიშანის” ქვეთავებში _ “წითელი”, “ყვითელი”, “მწვანე,” რომლებიც ბავშვებს მასწავლებლებმა უნდა აუხსნან.

13-17 წლის ბრიტანელი ბავშვებისთვის ნორმალურ საქციელად ითვლება პორნოფილმებით დაინტერესება, სექსზე საუბარი, მათ შორის, ინტერნეტშიც, აგრეთვე, ორალური და ჩვეულებრივი სექსი მისივე ან საწინააღმდეგო სქესის პარტნიორთან, თუ ისიც თანახმაა. ე.წ. მწვანე საქციელი უნდა შეესაბამებოდეს “უსაფრთხო და ჯანმრთელ სქესობრივ განვითარებას”.

9-დან 13 წლის ბავშვებისთვის “მწვანე საქციელი” გულისხმობს “მასტურბაციას” და საუბარს სექსზე.

განათლების საკითხების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის _ გრემ სტიუარტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის მოზარდებში სექსუალური ურთიერთობა შეიძლება ჩვეულებრივ ამბად ჩაითვალოს, ეს იდეა (განათლების სამინისტროს ახალი ინსტრუქცია _ ს.კ.) მავნე და სახიფათოა, რადგან საფუძველს უყრის პრაქტიკას, რომელიც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ახალგაზრდებისთვის.

ოჯახური განათლების საკითხების საზოგადოების წარმომადგენელმა სარა კარტერმა განაცხადა, რომ 13 წლის მოზარდების სექსუალური ურთიერთობა ურთიერთანხმობით, რომელიც ინსტრუქციაში მოხსენიებულია, როგორც “ნორმალური”, არღვევს ქვეყნის კანონს, რომელიც 16 წლამდე ადამიანს უკრძალავს სექსუალურ ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ამისთვის მომწიფებული. პროგრამა “შუქნიშნის” შემქმნელი ჯო ჰეიმანი კი ამტკიცებს, რომ “ამ საგნის სწავლება გამოწვეულია იმ რეალობით, რომელშიც ბავშვებს უწევთ ცხოვრება და ამიტომ მათ კარგად მომზადებულმა მასწავლებლებმა უნდა ასწავლონ”.

ინგლისსა და უელსში ქალების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სარეკორდი რაოდენობა აღინიშნა

გაერთიანებული სამეფოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წელს ინგლისსა და უელსში გაასამართლეს 78 773 პირი, რომლებმაც ქალებზე იძალადეს. სულ განხილული იყო 107100 საქმე, რომლებიც ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობას ეხებოდა _ 18,3 პროცენტით მეტი წინა წელთან შედარებით. ბრალდებულთა უმრავლესობა 25-დან 59 წლამდე მამაკაცია (59%), 18-დან 24 წლამდე მამაკაცების მიერ ჩადენილია დანაშაულთა 21%, 56 მსჯავრდებული კი 10-13 წლის ბავშვია.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/eltom-joni-da-devid-fernish.jpg

სერ ელტონ ჯონს ქმარი ღალატობს

68 წლის ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი და 53 წლის კანადელი რეჟისორი დევიდ ფერნიში, უკვე 20 წელია, ერთად ცხოვრობენ. 2005 წელს წყვილმა დიდი ზარზეიმით აღნიშნა სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაცია, ხოლო ორი წლის წინათ ქორწილიც გადაიხადა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/devid-fernishi-da-misi-axa-.jpg

ჰომოსექსუალი წყვილი სუროგატი დედის მიერ გაჩენილ ორ შვილს ზრდის. რამდენიმე დღის წინათ ბრიტანელმა გამოცემა “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ლაპარაკია დევით ფერნიშის ახალ რომანზე ფიტნესის მწვრთნელთან, რომელსაც ელტონ ჯონის ფულით ინახავს.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ელტონ ჯონის ქმარმა, რეჟისორმა ფერნიშმა მუსიკოსი “ცოლის” ფულით ლონდონში ბინა უყიდა თავის 33 წლის საყვარელს, ფიტნესის მწვრთნელ დენი უილიამსს. ჰომოსექსუალმა სერმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ წყნარი ოჯახური ცხოვრება სურს და ამის გამო აპირებს, კარიერა შეწყვიტოს. მომღერალმა ხაზი გაუსვა, მას სურს, ბავშვები _ 5 წლის ზაქარია და 3 წლის ელაიჯი შოუბიზნესს არ გააკაროს და მათი ნორმალური ბავშვობა უზრუნველყოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here