Home რუბრიკები პოლიტიკა უილიამ ლაჰიუ: ნატოს 28 ქვეყანას საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე კონსენსუსის მიღწევა გაუჭირდება

უილიამ ლაჰიუ: ნატოს 28 ქვეყანას საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე კონსენსუსის მიღწევა გაუჭირდება

580

მაპი წინა ხელისუფლების პერიოდში პოლიტიზებულ საკითხად იქცა, რის გამოც ნატოს წევრ 28 ქვეყანას საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე კონსენსუსის მიღწევა გაუჭირდება, _ ამის შესახებ საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ განაცხადა. მისივე განმარტებით, ნატოში ინტეგრაციის მთავარი ინსტრუმენტი და ასპექტი საქართველოში რეფორმების გატარებაა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს.

 “რეფორმები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი მოკავშირე ქვეყნებისთვის, თუ როდის მიიწვიონ საქართველო წევრობისთვის. ბუქარესტის სამიტიდან გამომდინარე, სულ ისმის, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუმცა მთავარი კითხვა აქ არის _ როდის? ეს არის თემა პოლიტიკისა და ტექნიკური საკითხების კომბინაციისა, რომელიც ნატოს მოკავშირეებს აწუხებთ. მოკავშირეები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს რეფორმების უწყვეტობას. მათ აინტერესებთ საქართველოს პოზიცია. ჩვენ ასევე ყველაზე მეტად ვაკვირდებით უსაფრთხოების პოზიციებს”, _ განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

ამასთანავე, როგორც ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მართალია, ალიანსის წევრობა არ იძლევა განათლების, ეკონომიკური განვითარების და სხვა საზოგადოებრივი ასპექტების განვითარების გარანტიებს, მაგრამ “თავისთავად უსაფრთხოების გარანტია იქნება ქვეყნის აყვავების გარანტი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here