Home რუბრიკები საზოგადოება ვინ აირჩიონ ამერიკელებმა? პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ომის გამჩაღებელია!

ვინ აირჩიონ ამერიკელებმა? პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ომის გამჩაღებელია!

562

მშვიდობის მიღწევა პოლიტიკოსების გარეშეც შეიძლება, _ წერს “ანტივარ.კომ”-ი.

რა მოხდება, თუკი პრეზიდენტობის კანდიდატი პოლიტიკური მიტინგის მოწყობას განიზრახავს, მაგრამ არავინ მივა? რა მოხდება, თუ მთავრობა არჩევნებს დანიშნავს, მაგრამ ხმის მისაცემად არავინ მივა? რა მოხდება, თუ მთავრობა ომს დაიწყებს, მაგრამ მასში მონაწილეობაზე ყველა უარს იტყვის?

ბევრი ადამიანი უფრთხის ჰილარი კლინტონს. განა ამისთვის შეიძლება მათი გაკიცხვა? სახელმწიფო მდივნის რანგში, “ქალის კოსტიუმში გამოწყობილი დიკ ჩეინი”, ბებიაქალი იყო უამრავი კატასტროფისა, რომლებიც დღესაც იწვევს მსოფლიოში ქაოსსა და სისხლისღვრას. ომის მოწინააღმდეგე ბევრი ამომრჩევლის ყურადღება მიპყრობილია ბერნი სანდერსისკენ. სხვები იმაზე ფიქრობენ, როგორ ჩამოართვან ნეოკონსერვატორებს ძალაუფლება. მათ უნდა გავუგოთ. ჩვენი გეოპოლიტიკური უბედურების ფესვები უნდა ვეძებოთ იმ პერიოდში, როცა ბუში-უმცროსის ადმინისტრაციაში მოკალათებულმა ნეოკონსერვატორებმა აამუშავეს ახლო აღმოსავლეთის გადაკეთების გეგმა. დღეს ომის წინააღმდეგ განწყობილი მემარჯვენე თვალსაზრისის მქონე ადამიანებს იმედი აქვთ, რომ დონალდ ტრამპი ნეოკონსერვატორების განადგურებას მოახერხებს, მაგრამ ეს განა საუკეთესო გამოსავალია?

ბერნი სანდერსი ზომიერი ინტერვენციონისტია, რომელიც დიდად არ არის დაინტერესებული საგარეო პოლიტიკით. ნუთუ ჩაურევლობის პოლიტიკის მომხრეებისთვის მისაღები იქნება მისი კანდიდატურა მხოლოდ იმიტომ, რომ დაუპირისპირდეს კლინტონის ჰიპერინტერვენციონისტულ პოლიტიკას?

სინამდვილეში დონალდ ტრამპი ბევრ რესპუბლიკელზე მეტი ქორია, როცა ლაპარაკია წამების გამოყენებაზე, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობაში და ნავთობის საფასურის სისხლით გადახდაზე. ღირს კი ასეთი ადამიანის არჩევა ომის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერად?

არჩევნების დღეს რაც უფრო ნაკლები ადამიანი ჩადგება რიგში იმისთვის, რომ მორჩილად მისცეს ხმა იმპერატორს, რომელიც ასარჩევად მიისწრაფვის, და რაც მეტი ადამიანი დაგმობს იმპერიას, მით უკეთესი იქნება მსოფლიოში მშვიდობის პერსპექტივა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here