Home რუბრიკები საზოგადოება “მუსლიმანები ცეკვავდნენ, როდესაც ტერაქტების შესახებ შეიტყვეს”

“მუსლიმანები ცეკვავდნენ, როდესაც ტერაქტების შესახებ შეიტყვეს”

534

ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნაციონალისტური პარტია ახალი ფლამანდური ალიანსის” წარმომადგენელმა იან იამბონმა პოლიტკორექტულობა დაივიწყა და განაცხადა, რომ ქვეყანაში უცხოელთა ინტეგრაციის პოლიტიკა ჩაფლავდა.

ფლამანდიური გაზეთ “დე სტანდაარდს” მოჰყავს მინისტრის ციტატა: “მუსლიმანთა თემის მნიშვნელოვანი ნაწილი ცეკვავდა, როცა ტერაქტების შესახებ შეიტყო, ხოლო როდესაც სალაჰ აბდუსლამს აპატიმრებდნენ, პოლიციელებსა და ჟურნალისტებს ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ”.

ეს ის აბდუსლამია, რომელიც 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მოწყობილი ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

“შეიძლება დააპატიმრო, საზოგადოებას მოაშორო ტერორისტი, _ მსჯელობდა მინისტრი, _ მაგრამ ისინი მხოლოდ ჩირქგროვაა, მის ქვეშ კი სიმსივნური წარმონაქმნია, რომლის მკურნალობა გაცილებით რთულია. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ არა რამდენიმე დღეში… ეს დიდი პრობლემაა”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here