Home რუბრიკები პოლიტიკა “სუ-27”-მა ბალტიის ზღვის თავზე ამერიკული მზვერავ თვითმფრინავს უჩვენა, როგორ უნდა გაკეთდეს “კასრი”

“სუ-27”-მა ბალტიის ზღვის თავზე ამერიკული მზვერავ თვითმფრინავს უჩვენა, როგორ უნდა გაკეთდეს “კასრი”

526

რუსულმა “სუ-27”-მა ამერიკულ “ერ-ეს-135”-ს 15 მეტრში ჩაუფრინა და ე.წ. კასრი (უმაღლესი პილოტაჟის ფიგურა) შეასრულა _ ამერიკულ თვითმფრინავს მარცხენა ფრთის მხრიდან მიუახლოვდა და მანევრი მარჯვენა ფრთის ბოლოს დაასრულა. 

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელმა “სუ-27”-მა ბალტიის ზღვის თავზე აშშ-ის თვითმფრინავი “ერ-ეს-135” გამოიჭირა. ინციდენტი ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე მოხდა.

აშშ-ის სამხედრო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა დენი ერნანდესმა დაადასტურა ინფორმაცია ბალტიის ზღვის თავზე მომხდარის შესახებ. ერნანდესის თქმით, 14 აპრილს აშშ-ის მზვერავი თვითმფრინავი ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე ფრენდა და რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში არ შესულა. ამ მომენტში მას დაედევნა რუსული გამანადგურებელი, რომელიც “უწესრიგო და აგრესიულ მანევრებს ასრულებდა”. “სუ-27”-მა ამერიკულ “ერ-ეს-135”-ს 15 მეტრში ჩაუფრინა და ე.წ. კასრი (უმაღლესი პილოტაჟის ფიგურა) შეასრულა _ ამერიკულ თვითმფრინავს მარცხენა ფრთის მხრიდან მიუახლოვდა და მანევრი მარჯვენა ფრთის ბოლოს დაასრულა.

ამერიკელებმა, ისევე, როგორც ხომალდ “დონალდ კუკის” შემთხვევაში, პროტესტი გამოთქვეს რუსული თვითმფრინავების მანევრების გამო, მაგრამ საკითხავია, რას აპროტესტებენ ამერიკელები? _ განა რუსეთისთვის აკრძალულია თავიანთი სახელმწიფო საზღვრებიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სივრცეში ფრენა, ხოლო ამერიკელებს აქვთ ამის უფლება იმ ტერიტორიაზე, რომელიც აშშ-დან 5000 კმ-ით არის დაშორებული?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here