Home რუბრიკები პოლიტიკა 7 მიზეზი, რომელთა გამოც ჰილარი კლინტონი აშშ-ის პრეზიდენტობის ღირსი არ არის

7 მიზეზი, რომელთა გამოც ჰილარი კლინტონი აშშ-ის პრეზიდენტობის ღირსი არ არის

868

ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა მასალა, რომელშიც ჩამოთვლილია 7 არაკომპეტენტური გადაწყვეტილება ამერიკის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, რომლებითაცთავი გამოიჩინაჰილარი კლინტონმა.

ავტორები განმარტავენ, რომ ეს ფაქტები ამორჩეულია მსგავსი, მაგრამ ნაკლებ მნიშვნელოვანი სხვა მრავალთა მასივიდან, რომელთა ერთობლიობა საეჭვოს ხდის აღნიშნული ქალბატონის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის მიზანშეწონილობას.

14 ივნისს მოსკოვში გამართულ სრულიად რუსეთის მასშტაბის პრესკონფერენციის _ პირდაპირი ხაზის _ მზადებისა და მიმდინარეობის პროცესში ვლადიმერ პუტინმა ორი მილიონ რვაას ათასზე მეტი შეკითხვა მიიღო. ერთი ჯგუფი ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებზე იყო. მათ შორის ასეთიც: ვინ უფრო კარგი იქნებოდა რუსეთისთვის _ ტრამპი თუ კლინტონი?

ჩვენს მკითხველებს მოეხსენებათ, რომ სწორედ ეს ორი კანდიდატი ლიდერობს წინასაარჩევნო მარათონში.

რუსეთის პრეზიდენტის პასუხის დედაარსი ასეთი იყო: ამერიკაში, პრაქტიკულად, ერთი და იგივე კლანები იბრძვიან პრეზიდენტობისთვის. მაგალითად დაასახელა მამა-შვილი ბუშები, რომლებსაც სხვადასხვა პერიოდში პრეზიდენტის პოსტი ეკავათ და კიდევ ერთი ძმა, რომელიც პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში წელსაც იყო ჩართული; ცხადია, ცოლ-ქმარი კლინტონებიც დაასახელა. ბილი ორჯერ აირჩიეს პრეზიდენტად, ჰილარი ერთხელ უკვე ცდილობდა ქვეყნის პირველ პირობას, ახლა მეორედ შეუდგა.

და ეს მსჯელობა შეაჯამა რუსული ანდაზით, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დიპლომატიური ეთიკის ჩარჩოებს არ გასცდენია, მაგრამ მწარე ქვეტექსტი აშკარად ჰქონდა: “მუჟ ი ჟენა ოდნა სატანა” (“ცოლი და ქმარი ერთი ეშმაკიაო”), რომელსაც პრესკონფერენციის მონაწილე ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, კულტურის, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროების წარმომადგენელთა თავშეკავებული რეაქცია მოჰყვა. ამ “რბილი” იუმორის მინიშნება ყველასთვის გასაგები იყო: პრეზიდენტის არჩევა ამერიკელების საქმეა, რუსეთისთვის კი, ვინც გინდა იყოს, სულერთია, ერთი ეშმაკია.

რას უწუნებენ ჰილარი კლინტონს ამერიკელები?

* როგორც თეთრი სახლის პირველი ლედი, ჰილარი ჩათრეული აღმოჩნდა თავისი ქმრის სექსუალურ სკანდალში, რომელიც ამერიკის ისტორიაში ყველაზე უფრო სამარცხვინო ფაქტი იყო.

* ჰილარი კლინტონმა ისე ჩაფუშა ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სისტემის რეფორმა, რომ შედეგები დღესაც არ არის აღმოფხვრილი.

* ჰილარიმ ერთხელ განაცხადა, თუ რა საფრთხეებს შეიცავს, საერთოდ, ომი და, მათ შორის, ომი ირანთან, მაგრამ თავადვე უღალატა თავის თვალსაზრისს.

* ობამას რომ ეპაექრებოდა საპრეზიდენტო არჩევნებისას, ჰილარის სწორი პოზიცია ეკავა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის რიგ საკითხებში, მაგრამ, სახელმწიფო მდივნის სავარძელში რომ ჩაჯდა, უარი თქვა თავის წინასაარჩევნო დაპირებებზე.

* ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა და დაეცვა კანონმდებლობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხში, ჰილარიმ გამოიყენა კერძო სერვერი თავისი ელექტრონული ფოსტისთვის, შემდეგ კი ეს შეცდომა სხვებს გადააბრალა. მან თავი ვერ გაართვა საკუთარი ელექტრონული წერილების კლასიფიკაციას, რომელთა შორის, სულ ცოტა, ათასი დახურულ კატეგორიას განეკუთვნებოდა, 100 კი _ მკაცრად საიდუმლოს. დღეს ბევრი იზიარებს მოსაზრებას, რომ მას შეხება არ უნდა ჰქონდეს ეროვნული უშიშროების საიდუმლოებებთან.

* ერთ დროს ჰილარი ასახელებდა მიზეზებს, რომელთა გამო ამერიკა უნდა შეჭრილიყო ლიბიაში. მან იცრუა შეჭრის მოტივაციის დასაბუთების საკითხში და დამარცხდა.

* ჰილარიმ არაერთხელ ჩააგდო საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება, არაერთხელ შეკმაზა ორპირობითა და უკადრებელით ისედაც აყროლებული კერძი, რომელიც თვითონ დაამზადა.

იმოქმედებს თუ არა საგრძნობლად აღნიშნული შენიშვნები ჰილარი კლინტონის საარჩევნო რეიტინგზე, მომავალი გვიჩვენებს.

1 COMMENT

  1. ქალიღა აკლდა ამერიკას პრეზიდენტად. ისე ტ ავის ქმარს ვერ მოურა და ქვეყანას მოუვლის?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here