Home რუბრიკები პოლიტიკა რას მალავს თავდაცვის მინისტრი?

რას მალავს თავდაცვის მინისტრი?

1716

დღეს თავდაცვის სამინისტრო აღარ არსებობს, ის რესპუბლიკური პარტიის შტაბბინად გადაიქცა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ამა წლის იანვარში თავდაცვის მინისტრმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. საქმე საერთაშორისო სკანდალს უკავშირდებოდა. კერძოდ კი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ანგარიშს, რომლის თანახმადაც, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მცირეწლოვანი გოგონების მიმართ სექსუალურ ძალადობაში, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსაც ედებოდათ ბრალი. საერთაშორისო მისიების კოორდინატორი და, შესაბამისად, ჯარისკაცების საქციელზე პასუხისმგებელი პირი სწორედ რომან ჯოხაძე გახლდათ და თავდაცვის მინისტრმა ის გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გადააყენა. გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე საგანგებო განცხადებითაც გამოვიდა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებიდან ჩამოცილებულია რომან ჯოხაძე და ყველა ის პირი, რომელთა ვალდებულებასაც ფაქტების გამოძიება და სიმართლის გარკვევა შეადგენდა. თუმცა ხმაურიანი გათავისუფლებიდან, სულ რაღაც, ორიოდე თვეში, გაეროს მისიის გამოძიების დასრულებამდე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რომან ჯოხაძე თინა ხიდაშელის ბრძანებით კვლავ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეა. აქვე ვაქვეყნებთ თავდაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილ, ამა წლის 30 მარტით დათარიღებულ ბრძანებას, რომელიც რომან ჯოხაძის თანამდებობაზე დაბრუნებას ადასტურებს.

 ინფორმაცია რომან ჯოხაძის დანიშვნის თაობაზე სამინისტროს არ გაუვრცელებია და არც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულა. ჯოხაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და, როგორც ჩვენი წყარო ამბობს (რომელიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია, მაგრამ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაობის გამხელა არ ისურვა), ბიუჯეტის ხარჯზე, თავდაცვის მინისტრმა ის კოლეჯში სასწავლებლად გაუშვა. როგორც ჩანს, სამინისტრო ამ ამბავს საგულდაგულოდ მალავს.

 როგორც ჩვენი წყარო ამბობს, რომან ჯოხაძენაციონალური მოძრაობისმმართველობის დროს დაზვერვის სამსახურში მუშაობდა და ირაკლი ბათიაშვილს უსმენდა, ხოლო ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს დაზვერვის სამმართველოს უფროსად მუშაობდა და მის დაქვემდებარებაში იყომასტერასმოადგილე ლევან გაბუნია, რომელსაც ჯოხაძე კბილებით იცავდა. ასევე მის დაქვემდებარებაში იყო ალასანიას პირველი მოადგილე, რომელიც ახლა გენშტაბის უფროსის მრჩეველია. ასე რომ, მეგობრები და მფარველები მას ახლაც ბევრი ჰყავს სამინისტროში”.

რომან ჯოხაძის თანამდებობაზე ფარული დანიშვნის შესახებ ინფორმაცია აქვს გენერალ ტრისტან წითელაშვილსაც:

_ რომან ჯოხაძე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე იყო. ის გახლდათ პასუხისმგებელი იმ პერიოდში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებზე. შესაბამისად, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია აფრიკაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ, ჯოხაძის პირდაპირი მოვალეობა იყო, მიემართა თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისთვის, რათა ამ ინფორმაციის საფუძველზე მოკვლევა დაეწყოთ, მაგრამ მან ეს ფაქტები დამალა. რომან ჯოხაძემ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული დაფარა, რის გამოც მის წინააღმდეგ უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ასე არ მოხდა

_ რომან ჯოხაძემ ხომ დატოვა თანამდებობა?

_ დიახ, ჯოხაძე გადააყენეს თანამდებობიდან, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქმისშეფუთვისმიზნით ის ამერიკაში, ომის კოლეჯში გაუშვა სასწავლებლად. ამ ინფორმაციის შეტყობის შემდეგ ოფიციალურად მივმართე თავდაცვის მინისტრს, რომ პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ასეთ სერიოზულ დანაშაულში, არ უნდა დარჩენილიყო თანამდებობაზე. არანაირი უფლება არ ჰქონდა ხიდაშელს, რეაგირება არ მოეხდინა. ის მხოლოდ ჩემი მიმართვის შემდეგ შეიქნა იძულებული, დაეწერა ბრძანება ჯოხაძის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. მაგრამ დღეს რომან ჯოხაძე კვლავ დაინიშნა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ და, ამასთანავე, დართეს ნება, ამერიკაში, ომის კოლეჯში ისწავლოს.

_ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ეს ინფორმაცია არ დევს. გამოდის, თავდაცვის სამინისტრო მალავს ამ ინფორმაციას?

_ რა თქმა უნდა, მალავენ, რადგან არ სურთ, ამის გახმაურება და რომ სამხედრო ექსპერტებს ამაზე რეაგირება ჰქონდეთ, მაგრამ ეს ინფორმაცია ჩვენ მაინც შევიტყვეთ. სიმართლის დასამტკიცებლად ოფიციალური დოკუმენტებიც მაქვს. დამნაშავეა თუ არა რომან ჯოხაძე, ამას გამოძიება დაადგენს, ქალბატონი თინა ხიდაშელი კი თავხედია, რადგან გაეროს მისიას ჯერ მოკვლევა არ დაუმთავრებია, გამოძიება მიმდინარეობს, მან კი დაასწრო გაეროს სპეციალურ სამსახურს. გამოდის, რომ მას მართავენ დაყურებით ჰყავთ დაჭერილი”.

_ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, რომან ჯოხაძეს კომპრომატები ჰქონდეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებზე?

_ დიახ, მაქვს ინფორმაცია, რომ რომან ჯოხაძეს გარკვეული კომპრომატები აქვს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ და მათ სათავისოდ იყენებს. გამოდის, რომ გენერალურ შტაბსაც და თავდაცვის სამინისტროსაც, თინა ხიდაშელი კი არა, რომან ჯოხაძე მართავს.

 ამას გარდა, რომან ჯოხაძე არაერთხელ გამოიყენეს არჩევნების გაყალბებაში, მაგალითად, მუხროვანის არჩევნების გაყალბებაში. მას აქვს ამის გამოცდილება და ახლაც ხიდაშელი და რესპუბლიკური პარტია, ბუნებრივია, შეეცდებიან, არჩევნები კვლავ გააყალბონ და ხმათა უმრავლესობით მოვიდნენ პარლამენტში. რესპუბლიკური პარტია და თავდაცვის სამინისტრო ამჟამად ამ საკითხზე არიან გადართულნი. ამ ყველაფერს კი ორგანიზებას უწევენ და უზრუნველყოფენ დასავლური სპეცსამსახურები.

დღეს თავდაცვის სამინისტრო აღარ არსებობს, ის რესპუბლიკური პარტიის შტაბ-ბინად გადაიქცა, სამინისტროს თანამშრომლები კი მათი პოლიტიკური ამოცანების შესრულებაზე არიან გადართულნი. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ დღეს თავდაცვის სამინისტრო მკვდარი და ბრძოლისუუნაროა. ის ახლა უფრო პოლიტიზებულია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში იყო. იქ ძალადობა, მშობლების შეურაცხყოფა, ნეპოტიზმი, “ობშიაკებიჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამ ყველაფრის დამალვა სურდათ. ოფიცერმა დავით ნემსაძემ მოახერხა და ეს ინფორმაცია სიცოცხლის რისკის ფასად გარეთ გამოიტანა. სწორედ დავით ნემსაძე იყო ის პირი, რომელმაც ამხილა “ნაციონალური მოძრაობის” კორუფცირებული თანამშრომლები, ფულის ამკრებები, მოძალადეები, მაგრამ იმის მაგივრად, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები მხარში ამოსდგომოდნენ და მისი ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროში დაეწყოთ კორუფციაში ჩაფლული ოფიცრების წმენდა, პირიქით _ ეს ზონდერ-ოფიცრები შეინარჩუნეს, დავით ნემსაძე და მისი თანამებრძოლები კი გაათავისუფლეს, მაგრამ ამას ასე არ დავტოვებთ. ბავშვებზე ძალადობა ყოვლად მიუღებელია.

მე შევისწავლე ახლახან მომხდარი ფაქტები. ისეთი ტექნოლოგიებით, როგორითაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ბავშვებს მოექცნენ, _ შეიტყუეს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე და აწამეს, _ თავის დროზე, როცა დეპარტამენტს ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა, ჩვენ გვაწამებდნენ ხოლმე. წყალში თავს გვაყოფინებდნენ, მერეკოკაკოლასბოთლებს კისერში გვირტყამდნენ. სხვათა შორის, სწორედ ასე ექცეოდნენ ამერიკელები გუანტანამოს ციხეში ტყვეებს და სწორედ ასეთიამერიკული ტექნოლოგიითაწამეს ეს ბავშვები სამხედრო ბაზაზე.

თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ომარ ბეგოიძე, იმის მაგივრად, რომ მხარში ამოუდგეს, იმ ოფიცრებს დევნის, რომლებსაც მართლა საქმის კეთება უნდათ. ვფიქრობ, მას ვიღაც მართავს. მის დეკლარაციას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ძალიან საეჭვო შემოსავლები აქვს.

_ პოლკოვნიკ ილარიონ ლუტიძის შესახებ რის თქმა შეგიძლიათ _ ის ამ ყველაფრის საქმის კურსშია?

_ მე ვესაუბრე ილარიონ ლუტიძეს ამ საკითხებზე და ვიტყვი, რომ ლუტიძე სწორედ ჯოხაძის, ბეგოიძისა და თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების ზეწოლისა და შანტაჟის მსხვერპლია, ვინაიდან მათ არ უნდათ ოფიცრები, რომლებსაც მართლაც საქმის კეთება სურთ და ამ ზონდერ-ოფიცრებს ამხელენ.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

P.S. ჩვენი მიზანი არ არის, გავარკვიოთ, არიან თუ არა დამნაშავენი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მცირეწლოვანი გოგონების მიმართ სექსუალურ ძალდობაში დადანაშაულებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, ვინაიდან ამ ყველაფერს შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები იძიებენ და, იმედია, სიმართლესაც დაადგენენ, მაგრამ გვაინტერესებს, რატომ არღვევს კანონს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი უწყების მინისტრი და ყველასგან მალულად გამოძიების დასრულებამდე რატომ ნიშნავს თანამდებობაზე გენერალური შტაბის უფროსის გათავისუფლებულ მოადგილეს?!

1 COMMENT

  1. თინას როდორც ადამიანს, ღირსება და თავმოყვარეობა აკლია, რა ქნას ასეთი დაიბადა. ეს არის თავგასული პროვინციელის მენტალობა. ასეთი უვიცი თავდაცვის მინისტრი აქართველოს არასდროს ყოლია, ეს იგივეა, ქობალია რომ დანიშნა რეგვენმა \\\”მიშამ\\\” ეკონომიკის მინისტრათ, ეკონომიკა არ სჭირდებოდათ და \\\”გიჟი მარინაც\\\” ივარგებდა მინისტრად. უბედური საქართველო.

  2. ეგენი ყველა ყურიტ არიან დაჭერილები, კომპრომატები აქვ ალბატ და იმიტომ.
    მე რომ მკიტხო ჯარი საერტოდ არა გვყავს, მიდის დიდი ფულის კეტება.

  3. ბტონ ლუტიძეს ვინც იცნობს სამწუხაროდ იცის რომ ის ერთერთი ,,ნეხვში ფეხჩადგმულია\\\” ჯარისკაცის ულუფის ჭამელის ხელზე დახვევა კი არარის მაინდამაინც დიდი სირთულე მეტადრე დაზვერვის სამსახურებისთვის…
    უწყების ცოდვა სწორედ იმაშია რომ ლუტიძის ნაირ წურბელებს უფლება მისცა ბაზებზე ბუნაგები მოეწყოთ ესაა ან კორუფციის ან სისტემური დანაშაული კლასიკური მაგალითი და ლუტიძეც მარადიული უწყებრივი სახეა რომელიც ყველა მთავრობის დროს ფონს გადის

  4. ლუტიძეს კარგად ვიცნობ:)))) ბაზაიდან ხალხი გაყარა და მისი ნათესავები და მეგიბრები მოიყვანა :)))) ნათლი მირონობა აქვს ზემდგომ ხელმძღვანელოვასთან და უპრავებენ პასტუპკებს:))))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here