Home რუბრიკები საზოგადოება მთიან ყარაბაღში 33 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა

მთიან ყარაბაღში 33 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა

560

33 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში განახლებული დაპირისპირების შედეგად. იუწყება გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი იტყობინება

 “სომხეთსა და აზერბაიჯანში, სულ მცირე, 30 სამხედრო და სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რაც შეეხება დაჭრილთა  რაოდენობას, არაოფიციალური წყაროების ცნობით, მათი რაოდენობა 200-ს აღემატება”, _ წერია გაეროს ოფისის განცხადებაში.

იმ სოფლებში, რომლებშიც შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს, 14 ათას 400 ადამიანი ცხოვრობს. ამასთანავე, როგორც გაეროს წარმომადგენლები ამბობენ, მათ არ აქვთ ინფორმაცია დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ.

“აზერბაიჯანის მთავრობა აცხადებს, რომ დაპირისპირების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები არ არიან, სომხური მხარე კი ამბობს, რომ მათ ერევანში 50 ადამიანისგან მიიღეს დროებითი თავშესაფრის მიღების შესახებ თხოვნა. ორივე მხარე ამბობს, რომ არ საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას”, _ წერია გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here