Home რუბრიკები პოლიტიკა ჰილარი კლინტონის გაპრეზიდენტება კატასტროფა იქნება არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც

ჰილარი კლინტონის გაპრეზიდენტება კატასტროფა იქნება არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც

565

კლინტონი პოლიტიკური მეძავი და განსაკუთრებული ინტერესების მქონე ჯგუფის მარიონეტია. 2013 წლიდან დღემდე მან, სულ ცოტა, 21,7 მლნ მიიღო 92 გამოსვლისთვის კერძო ორგანიზაციებისა და ჯგუფების წინაშე. მათ შორის არისდოიჩე ბანკი”; “ბანკ ოფ ამერიკა”, “მორგან სტენლიდა სხვ.

გამოცემა “გლობალ რისერჩი” წერს ამერიკული პოლიტიკური სისტემის კორუფცირებულობასა და ჩაფლავებაზე, რომლის მტკიცებულებაც, გამოცემის აზრით, ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო ამბიციებია:

“ჰილარი კლინტონი დაკავშირებულია ლობისტურ ინტერესებთან, გარეულია აშშ-ის მიერ მსოფლიოში ჩადენილ დანაშაულებში, ინახავდა საიდუმლო ინფორმაციას ელექტრონული ფოსტის დაუცველ სერვერზე, გამუდმებით ცრუობს (როგორც პოლიტიკოსთა უმრავლესობა) და დაქორწინებულია კაცზე, რომელსაც რამდენიმე ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. თვითონ ის ფაქტი, რომ ის შეიძლება გახდეს აშშ-ის პრეზიდენტი, ამერიკული პოლიტიკური სისტემის კორუფცირებულობისა და ჩაფლავების სიმპტომია.

კლინტონი პოლიტიკური მეძავი და განსაკუთრებული ინტერესების მქონე ჯგუფის მარიონეტია. 2013 წლიდან დღემდე მან, სულ ცოტა, 21,7 მლნ მიიღო 92 გამოსვლისთვის კერძო ორგანიზაციებისა და ჯგუფების წინაშე. მათ შორის არის “დოიჩე ბანკი”; “ბანკ ოფ ამერიკა”, “მორგან სტენლი” და სხვ.

სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას, 2009 წლის იანვრიდან 2013 წლის თებერვლამდე, ჰილარი კლინტონი აშშ-ის მიერ ჩადენილ მრავალრიცხოვან დანაშაულსა და მხეცობაში იყო გარეული. მათგან ყველაზე ნათელი მაგალითია ომი ლიბიაში 2011 წელს, როცა, სახელდობრ, კლინტონმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, ნატო ლიბიის საშინაო საქმეებში ჩარეულიყო. შედეგად დაემხო მუამარ კადაფის რეჟიმი, ქვეყანა კი ქაოსსა და “ჰუმანიტარულ ტანჯვაში” ჩაიძირა.

ნატო არაერთხელ უმხელიათ ლიბიაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში, მაგალითად, სამოქალაქო ობიექტების წინასწარგანზრახვით დაბომბვაში, მათ შორის, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სისტემის, თუმცა ლიბიაში ინტერვენცია ჰილარი კლინტონისთვის ტრიუმფი აღმოჩნდა. “ჩვენ მივედით, ჩვენ ვნახეთ, ის მოკვდა”.,_ ეს მისი ცნობილი ფრაზაა კადაფის სიკვდილზე.

კლინტონი სახელმწიფო მდივანი იყო 2012 წელს, როდესაც “ბოევიკები” თავს დაესხნენ ამერიკის საკონსულოს ბენღაზიში. შედეგად დაიღუპა სახელმწიფო დეპარტამენტის 4 თანამშრომელი, მათ შორის, ელჩი კრისტოფერ სტივენსი. ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა ვერ დაიცვეს ამერიკის წარმომადგენლობა. მრავალრიცხოვანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ეს საკონსულო საკვანძო ფორპოსტი იყო საიდუმლო ოპერაციისა, რომლის მიხედვითაც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან მებრძოლი ოპოზიცია იარაღით უნდა მოემარაგებინათ. ბევრ მოხსენებაში პირდაპირ დაადანაშაულეს აშშ და მისი მოკავშირეები ამ ჩრდილოაფრიკული ქვეყნიდან სირიაში იარაღის გადატანაში.

ჰილარი იყო მხარდამჭერი სირიაში ოპოზიციის შეიარაღების უაზრო და საზიზღარი სტრატეგიისა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სამხედრო დაზვერვამ ჯერ კიდევ 2012 წლის აგვისტოში აცნობა, რომ “სირიელი ამბოხებულების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ სალაფატები, “ძმები-მუსლიმები” და ერაყული “ალ ქაიდა”.

ძნელია, იპოვო კიდევ ერთი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც ბოლო წლებში ამდენ სკანდალში იყო გახვეული. თუ ჩრდილოვანი ელიტა ჰილარი კლინტონს პრეზიდენტის სავარძელში ჩასვამს, ეს იქნება კატასტროფა არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ მთელი პლანეტისთვის”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here