Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

585

სკანდალი _ ლიონის არქიეპისკოპოსი პედოფილ მღვდელმსახურთა დანაშაულების დამალვაშია ბრალდებული

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა მანუელ ვალსმა ლიონის არქიეპისკოპოსს, კარდინალ ბარბარენს, მიმართა და მოუწოდა, მას დაქვემდებარებულ მღვდელმსახურ პედოფილთა საქციელის გამო პასუხისმგებლობა დაიკისროს.

საქმე პედოფილი მღვდლებისა, რომლებიც 1980-იან წლებში მსახურობდნენ ლიონისა და მისი შემოგარენის ეკლესიებში, ახალი ფაქტებით შეივსო. დაზარალებულთა ჯგუფმა რომის პაპსაც კი მიმართა, განეხილა და დაეგმო არა მხოლოდ მღვდელმსახურთა, არამედ კარდინალ ფილიპ ბარბარენის საქციელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მალავდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებს.

2016 წლის 27 იანვარს მამა ბერნარ პრეინის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. მხოლოდ ამის შემდეგ გაბედა რამდენიმე მსხვერპლმა, სასამართლოსთვის მიემართა. მათი თქმით, 1970-1991 წლებში ლიონის დასავლეთ გარეუბანში მდებარე ეკლესიაში მღვდელმსახურებას ეწეოდა მამა ბერნარ პრეინი, რომელმაც სენლუკას სკაუტების სკოლის ბიჭები გააუპატიურა. გამოძიების პროცესში მღვდელმსახურმა აღიარა, რომ სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა 13 მოზარდთან, მათ შორის 3 გააუპატიურა.

როგორც ეს უკვე 70 წელს მიღწეული სასულიერო პირი ამბობს, უშუალო უფროსებმა 1991 წლიდან უკვე ყველაფერი იცოდნენ მისი საქციელის შესახებ, მაგრამ არაფერი მოუმოქმედებიათ. სინამდვილეში, როდესაც ერთ-ერთმა ოჯახმა ლიონის ეპარქიას მიმართა, ბერნარ პრეინი სკაუტებს კი ჩამოაშორეს, მაგრამ მან კვლავ განაგრძობდა კატეხიზმოს სწავლება სკოლაში. რამდენიმე მსხვერპლმა სწორედ ამიტომ მისწერა რომის პაპს წერილი და პედოფილ მღვდელთან ერთად კარდინალის დასჯაც მოითხოვა.

რამდენიმე დღის წინათ კი ლიონის პროკურატურამ კიდევ ერთი საჩივარი მიიღო პედოფილის საქმეზე, მაგრამ უკვე სხვა მღვდელმსახურის მიმართ და ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, ახლაც ლიონის არქიეპისკოპოსია დადანაშაულებული სექსუალური ძალადობის ფაქტების წინასწარგანზრახვით დამალვაში.

მღვდელმსახურს უჩივლა 42 წლის მამაკაცმა, რომელსაც ამჟამად საკმაოდ მაღალი თანამდებობა უკავია საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში. მისი თქმით, მამა ჟერომ ბიიუ, რომელიც ლიონის კრუა-რუსის ეკლესიაში მსახურობდა, ორჯერ შეეცადა მის გაუპატიურებას, როცა წმინდა ადგილებში მოსალოცად გაემგზავრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იმხანად 16 წლის იყო. მამაკაცი ამტკიცებს, რომ კარდინალმა ბარბარენმა მშვენივრად იცოდა, რაც ხდებოდა მის ეპარქიაში, მაგრამ ჩუმად იყო.

ფრანგმა სამართალდამცველებმა კარდინალ ბარბარენის წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. მას დანაშაულის დამალვაში ადანაშაულებენ, საქმეში კიდევ 6 მღვდელმსახური ფიგურირებს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/gei-mgvdelmsaxuri-(-marjvni.jpg

გეი მღვდელმსახური ანგლოკანური ეკლესიის სინოდში აირჩიეს

ლონდონის ჩრდილოეთში მდებარე ეკლესიის ვიკარიუსი (ეპარქიის ეპისკოპოსის თანაშემწე), გეი მღვდელმსახური ენდრიუ კეინი, რომელმაც თავის პარტნიორზე ორი წლის წინათ იქორწინა, ანგლიკანური ეკლესიის სინოდის წევრად აირჩიეს”, _ იუწყება ბრიტანული გამოცემადეილი ტელეგრაფი”.

“ეს არის იმედი იმისა, რომ ეკლესია უფრო კეთილი და გულმოწყალე გახდება”, _ დაწერა სოციალურ ქსელში ენდრიუ კეინმა, რომლის არჩევასაც შეშფოთებით შეხვდნენ ტრადიციონალისტები და მოითხოვეს, გეი მღვდელმსახური სასწრაფოდ ჩამოეშორებინათ ეკლესიის ხელმძღვანელობისგან. ერთ-ერთი კონსერვატიული ჯგუფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მღვდელმსახურმა თავისივე სქესის წარმომადგენელზე დაქორწინებით ეკლესიის საფუძვლები შეარყია. “ენდრიუ კეინმა თავისივე სქესის წარმომადგენელზე დაქორწინებით უგულებელყო ბიბლიური სწავლება და ეპისკოპოსთა პალატის მკაფიო ინსტრუქციები. მისი მოქმედება ძირს უთხრის ეკლესიასა და მის სწავლებას ქორწინების შესახებ. კეინის არჩევა სინოდში დაუშვებელია და ის აუცილებლად უნდა გაირიცხოს ეკლესიის ხელმძღვანელობიდან”, _ განაცხადა კონსერვატიული ჯგუფის წარმომადგენელმა ანდრეა უილიამსმა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/briuselis-policiis-komisari.jpg

ბრიუსელის პოლიციის კომისარი _ გეი და ტრანსვესტიტი

ალან ვანდერპურტი მთავარი პასუხისმგებელია წესრიგზე ბელგიის დედაქალაქში. ის ბრიუსელის პოლიციის კომისარია, ამასთანავე, ტოლერანტობის განსახიერებაა ამ სიტყვის ევროპული გაგებით. ალან ვანდერპუტი ჰომოსექსუალია, თავისუფალი აზროვნების ქალი თუ კაცი, რომლის მხოლოდ გარეგნობა ადგილზე გააშეშებს კანონის დამრღვევს, პოლიციის კომისარი ხშირად ჩნდება საზოგადოებაში ქალის ტრუსით, შლაპით, ქვედა კაბითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით

და, თუ ალან ვანდერპურტის გარეგნობას, მისწრაფებებსა და “ტოლერანტობას” გავითვალისწინებთ, გასაგები იქნება, რატომ მოახერხეს ასე იოლად ტერორისტებმა ბრიუსელის ავროპორტისა და მეტროპოლიტენის სადგურების აფეთქება.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here