Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოში წყალგაყვანილობის ახალი კომპანია შემოდის

საქართველოში წყალგაყვანილობის ახალი კომპანია შემოდის

770

2016 წლის 28 მარტს სასტუმროჰოლიდეი ინ”-ში თურქული კომპანიაატინაკისპრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მასპინძელი გახლდათ LCHL ის აღმასრულებელი დირექტორი, “ატინაკის”, მსოფლიო რეპუტაციის მქონე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში _ ირაკლი კერესელიძე.

ამ პრეზენტაციით კომპანიის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ბიზნესმენებისთვის გაეცნოთ “ატინაკის” განვლილი გზა და გაწეული სამუშაო.

შეხვედრას ესწრებოდნენ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

კომპანია “ატინაკის” პროფესიული მიმართულებაა წყალგაყვანილობის სისტემების დამონტაჟება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელები ამბობენ, მათ არაერთი წარმატებული პროექტი განუხორციელებიათ.

“ატინაკი” არის კომპანია, რომელიც გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით. მან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა მსოფლიოს მასშტაბით. უდიდესი სამუშაოები აქვს ჩატარებული აფრიკაში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, თურქეთში. კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები უნაკლოა და ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.

კომპანია “ატინაკი” ამჟამად საქართველოში მუშაობას აპირებს. ვცდილობთ, სახელმწიფოს გვერდით დავუდგეთ ისეთი პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც დიდი ხანია, მოსახლეობას აწუხებს. “ატინაკი” ცდილობს, დამკვიდრდეს ქართულ ბაზარზე და ტენდერებში მონაწილეობა მიიღოს.

გეგმაშია ქალაქ ფოთში წყლის სისტემის მოწესრიგება და არა მხოლოდ ფოთში. ჩვენი მიზანია, საქართველოს მასშტაბით მოხდეს წყლის სისტემის მოწესრიგება, აღდგენა და დამონტაჟება.

კომპანია საქართველოში ახლა იწყებს შემოსვლას, თუმცა 22 წელიწადია, მსოფლიოს ბაზარზე გამოჩნდა და დიდი წარმატებით მუშაობს. კომპანია აპირებს, იყოს ყველგან, სადაც პრობლემა გაჩნდება. “ატინაკს” სხვადასხვა ქვეყანაში ასობით მილიონი დოლარის სამუშაოები აქვს შესრულებული. გეგმაშია რამდენიმე მილიონი დოლარის დახარჯვა ქალაქ ფოთის წყალ-კანალიზაციის გაყვანა-მოწესრიგება-აღდგენაზე. მთავარია, რომ კომპანიისთვის პროექტის სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს, ვიმუშავებთ ყველან, სადაც პრობლემაა”, _ განუმარტა დამსწრე საზოგადოებას “ატინაკის” საქართველოს მხარის წარმომადგენელმა ირაკლი კერესელიძემ.

“ატინაკის” ქართული მხარის წარმომადგენელს შეკითხვები ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმაც დაუსვა. ის დაინტერესდა, რა ურთიერთობები ექნებათ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან”, რაზეც მას უპასუხეს, რომ კომპანია აბსოლუტურად კეთილი ზრახვებით შემოდის ქართულ ბაზარზე, აქვს თავისი პროფილი, არ ეშინია ახლებური ხედვების. კომპანიის წარმომადგენლები ამაყობენ იმით, რომ მათ მიერ შესრულებული ყველა სამუშაო მაღალ შეფასებას იმსახურებს, ამიტომ არ ფიქრობენ, რომ საქართველოში უკვე არსებულ რომელიმე კომპანიას პრობლემებს შეუქმნიან.

ასევე აღინიშნა, რომ “ატინაკი” ყველა სამუშაოს ასრულებს დაკვირვებით, ისე, რომ არ დააზიანოს გარემო, დიდ ყურადღებას ანიჭებს ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალას, არ აზიანებს მწვანე საფარს. წყალსაქაჩებზე მუშაობისას შემუშავებული აქვთ ისეთი მეთოდი, რომელიც ელექტროენერგიას ზოგავს. რაც მთავარია, ყველაფერს გარემოს დაცვის სამსახურთან ერთად აკეთებს.

“თუ საქართველოს ხელისუფლება მოგვცემს საშუალებას, სრულად ჩავერთოთ საქართველოში არსებული წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოებში, ნახავენ მთავრობის წევრებიცა და მოსახლეობაც, როგორი მაღალი დონის შესრულებული იქნება ყველა პროექტი”, _ განაცხადა “ატინაკის” პროექტების ხელმძღვანელმა გოჰან ნოგაიმ.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here