Home რუბრიკები საზოგადოება აქცია ნატოსთან თანამშრომლობის წინააღმდეგ

აქცია ნატოსთან თანამშრომლობის წინააღმდეგ

534

27 მარტს ბელგრადში გაიმართა სერბეთის ნატოსთან დაახლოების საპროტესტო აქცია, რომელშიც დაახლოებით 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეებმა მიტინგი გამართეს რესპუბლიკის მოედანზე და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს. მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით: “წინააღმდეგობა ოკუპაციას”, “სერბეთი კოლონია არ არის”, აგრეთვე, _ სერბეთისა და რუსეთის დროშები.

პირველი მოწოდება ნატოსთან თანამშრომლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ 20 თებერვალს ბელგრადში გამართულ მიტინგზე გაისმა, როდესაც ცნობილი შეიქნა, რომ სერბეთის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა ხელი მოაწერა კანონს სერბეთისა და ნატოს ურთიერთობის დამტკიცების შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here