Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკოლა სარკოზი: პუტინი ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ მის გარეშე “ისლამურ სახელმწიფოს”...

ნიკოლა სარკოზი: პუტინი ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ მის გარეშე “ისლამურ სახელმწიფოს” ვერ დავამარცხებთ

530

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად  რესპუბლიკელების პარტიის ლიდერმა ნიკოლა სარკოზიმ ფრანგულ ტელეკომპანიააიტელისთვისმიცემულ ინტერვიუში სინანულით აღნიშნა, რომ მსოფლიომ ვერ შეძლო გაერთიანებაისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ ბრძოლაში. მისი აზრით, დასავლეთმა დაუშვა ტრაგიკული შეცდომა, როდესაც გააფუჭა ურთიერთობა რუსეთთან, რადგან ამ ქვეყნის გარეშე სირიაში მშვიდობის დამყარება შეუძლებელია.

“4-5 წელია, სირია ქაოსშია. ჩნდება კითხვა: რას ელოდებიან დიდი სახელმწიფოები, რატომ არ უზრუნველყოფენ მინიმალურად აუცილებელ მშვიდობას ამ გატანჯულ ქვეყანაში? ჩვენ ტრაგიკული შეცდომა დავუშვით, როცა რუსებს წავეჩხუბეთ, მიუხედავად იმისა, მშვენივრად ვიცით, რომ ისინი ძალიან გვჭირდება გამარჯვების მისაღწევად. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს არც “ისლამური სახელმწიფო” არსებობდა და არც მილიონობით სირიელი ლტოლვილი. დღეს კი ამ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ევროპაში თურქეთის გავლით მიდის. ეს ყველაფერი დასავლეთის უმოქმედობის ბრალია…

პუტინი ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ მის გარეშე სირიის კრიზისს ვერ მოვაგვარებთ. ევროპამ და რუსეთმა უნდა ითანამშრომლონ”, _ განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here