Home რუბრიკები პოლიტიკა მულტიკულტურალიზმის პოლიტიკის კრახი და ფაშიზმის მისტრალი ევროპაში

მულტიკულტურალიზმის პოლიტიკის კრახი და ფაშიზმის მისტრალი ევროპაში

726

ქართველი პოლიტიკოსის კიდევ ერთი პროგნოზი, რომელიც ზედმიწევნით ახდა

XXI საუკუნეში 2016 წლის 22 მარტი ყველაზე საშინელი დღეა ბელგიის ისტორიაში. ყველაფერი კი ბრიუსელის აეროპორტ ზავენტემში ორი აფეთქებით დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ მეტროპოლიტენის სადგურმალბეკთანმატარებლის ვაგონი აფეთქდა _ ევროკომისიისა და ევროპარლამენტის შენობებთან ახლოს. ბოლო მონაცემებით, ტერორის მსხვერპლი 35 ადამიანია, 300-მდე _ დაჭრილი.

იყო კი ეს ტერორისტული აქტი მოულოდნელი? _ რა თქმა უნდა, არა, რადგან არათუ თვეების, წლების განმავლობაში მიდიოდა ამისკენ საქმე.

2015 წლის ნოემბერში, როდესაც სამართალდამცველებმა პარიზის ტერაქტის კვალს ბრიუსელში მიაგნეს, ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან ჟამბონმა აღიარა, რომ მისი ქვეყანა მზად არ არის, სრულფასოვანი წინააღმდეგობა გაუწიოს ტერორიზმს. მას შემდეგ ტერორისტული საფრთხის მაღალი დონის გამო ბრიუსელის რაიონ მოლენბეკ-სენ-ჟანში მრავალჯერ მოაწყვეს ჩასაფრება და ჩხრეკა, მაგრამ ამან ბრიუსელი ტერორისგან ვერ იხსნა.

ბრიუსელის ტრაგედიამ ნათლად წარმოაჩინა .. მულტიკულტურალიზმის ევროპული პოლიტიკის კრახი, ამასთანავე, ბელგია ამ კრახის ქრესტომათიული მაგალითია. ამ აფეთქებებს ევროპას შესეული მიგრანტების დიდ ტალღას ვერავინ მიაწერს, რადგან ბრიუსელის ტერაქტის ყველა მონაწილე ბრიუსელის მკვიდრია, ბელგიის პასპორტის მფლობელი, თუმცა ამ გარემოების გამო ევროპელებად არ ქცეულან. ისინი ცხოვრობდნენ მოლებენკში და სულაც არ შეუსისხლხორცებიათ ევროპული ქცევისა და ზნეობის ნორმები, როგორც ამას ვარაუდობდნენ მულტიკულტურალიზმის იდეების მქადაგებლები.

აღსანიშნავია, რომ ბელგიის ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხები ირიცხება შეიარაღებაზე ნატოს ბიუჯეტში. ეს თანხები იმ საფრთხის გასანეიტრალებლად უნდა დახარჯულიყო, რომელიც თითქოს რუსეთიდან მოდის, ამიტომ ძალებიც, საშუალებებიც და ყურადღებაც მიმართული იყო მითოური საფრთხისკენ, ნამდვილი საფრთხე კი მხედველობიდან გამორჩათ, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში ტერაქტის მოწყობის დიდ ალბათობაზე ყველა ლაპარაკობდა, ვისაც არ ეზარებოდა.

ტერაქტებს ელოდნენ, მაგრამ წინ ვერ აღუდგნენ.

ბოლოს და ბოლოს, სწორედ ბრიუსელშია ევროკავშირისა და ნატოს შტაბ-ბინები და ქალაქის უსაფრთხოება საერთო ევროპული ძალისხმევით უნდა დაეცვათ, მაგრამ საჭირო ზომები არავის მიუღია, არადა, ტერორისტული საფრთხის შესახებ სიგნალი საკმარისზე მეტი იყო.

ჰუმანურიმიდგომა პატიმრებისადმი ციხეებში, უსაფრთხოების ზომებისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება, იმიგრანტული გეტოს შექმნის შესაძლებლობის მიცემა, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და რელიგიური ღირებულებების, საზოგადოდ, ეკლესიის როლის დაკნინება _ აი მულტიკულტურალიზმის კრახის ძირითადი მიზეზები ევროპაში, რომლებსაც ექსპერტები ვარაუდობდნენ.

აი, რას ამბობდა, 2012 წლის მაისში, ცნობილი პოლიტიკოსი ალექსანდრე ჭაჭია გაზეთსაქართველო და მსოფლიოსთვისმიცემულ ინტერვიუში:

ევროპული ერები, ფაქტობრივად, მთავარი ზნეობრივი ორიენტირის _ ქრისტიანული მორალის გარეშე დარჩნენ. სურთ რა, არ დაკარგონ ადამიანური სახე, არ გადაიქცნენ პირუტყვებად, ბევრი იღებს დღეს ისლამს. მასობრივად გადადიან ისლამზე ეთნიკური ინგლისელები, ფრანგები, ჰოლანდიელები, გერმანელები. მათ ამ რელიგიაში იზიდავს სექსუალური გარყვნილებების კატეგორიული უარყოფა, ოჯახის კულტი, ტრადიციების პატივისცემა, ბავშვების მაღალზნეობრივი აღზრდა. როგორც ჩანს, ნორმალური ადამიანები ხვდებიან, რომ მხოლოდ ასეთ ღირებულებებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი ადამიანის, ოჯახის, ერის შენარჩუნება”.

მულტიკულტურალიზმის კრახი და ქრისტიანული, საზოგადოდ, ადამიანური ღირებულებების დევალვაცია ევროპაში ულტრანაციონალური, ფაშისტური იდეოლოგიის აღმოცენებას გამოიწვევს.

არის კიდეც ამის ნიშნები _ მაგალითად, გერმანიაში ახალი წლის ღამეს მიგრანტების მხრიდან ქალებზე სექსუალური ძალადობით გამწარებულმა ნაციონალისტებმა ლტოლვილთა ბანაკებს ცეცხლი წაუკიდეს, ბანაკის ღობეზე კი ღორის თავები ჩამოაცვეს.

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.

ამონარიდი ალექსანდრე ჭიჭიას იმავე ინტერვიუდან:

თუ ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობა, პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა არ მიაქცევენ სათანადო ყურადღებას საკუთარი ერების მზარდ უკმაყოფილებას, არ დააბრუნებენ თავიანთი ქვეყნების განვითარებას ეროვნულ კალაპოტში, მაშინ შედეგი უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე, უბრალოდ, ევროკავშირის დაშლაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა ფაშიზმის სამშობლოა. ფაშისტური და ნახევრადფაშისტური რეჟიმები გასული საუკუნის 30-იან წლებში თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში იყო, სრულიად ევროპა დაავადდა ფაშიზმით. და დღეს დაუკმაყოფილებელი ეროვნული მოთხოვნები შეიძლება რეალურ ფაშისტურ განწყობილებებში გადაიზარდოს. ამ ტრანსფორმაციის პროვოცირება ნებისმიერ მსხვილ კატაკლიზმს ძალუძს _ ფინანსურეკონომიკურ კრიზისს, ტექნოგენურ კატასტროფას, მსხვილ მოწინააღმდეგესთან, მაგალითად, ირანთან ომს”.

ევროპის დეგრადაციის მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ ევროპული სახელმწიფოები აღარ არიან დამოუკიდებელნი თავიანთი ეროვნული ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, ზნეობრივი ნორმებით. ისინი ისევე, როგორც საქართველო, დიდად არიან დამოკიდებულნი აშშ-ის იმ ძალებზე, რომლებსაც საკუთარი კეთილდღეობის გარდა არაფერი ადარდებთ.

ან რა ზნეობასა და დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, მას შემდეგ, რაც ამერიკაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს, მსოფლიოს ყველა ქვეყანას დაემუქრა, ანალოგიური რამ თქვენთანაც ლეგალიზებული უნდა იყოსო.

სწორედ ამას პროგნოზირებდა ბატონი ალექსანდრე ჭაჭია “საქართველო და მსოფლიოსთვის” 3 წლის წინათ მიცემულ ინტერვიუში:

დღეს ევროპაში არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ანუ ისეთი სახელმწიფო, რომელიც ატარებს პოლიტიკას თავისი ქვეყნის ინტერესებში ან თუნდაც ევროპის ინტერესებში. მეტიც, მსოფლიოში დამოუკიდებელი სახელმწიფოები შეიძლება ერთი ხელის თითებზე ჩამოვთვალოთ. თუ გამოჩნდება სახელმწიფო, რომელსაც სურს, საკუთარი რესურსები გამოიყენოს თავისი ხალხის და არა საერთაშორისო კაპიტალის სასარგებლოდ, იქ მაშინვე ამერიკული ბომბდამშენები მიფრინავენ”…

თანამედროვე ევროპელების დამოკიდებულებამ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ გაუკუღმართებული სახე მიიღო. არადა, მორალური, რელიგიური და, უბრალოდ, ადამიანური პრინციპების უარყოფას ადამიანი ბოროტების მონობისკენ მიჰყავს და არა თავისუფლებისკენ. აი ასეთ თვალსაზრისს ავითარებს ცნობილი პოლიტიკოსი იმავე ინტერვიუში:

ადამიანური მორალი იწყება იქ, სადაც ყალიბდება აკრძალვები. მორალი არის პრაქტიკულად აკრძალვათა სისტემა. ადამიანი ათასწლეულების წინათ მიხვდა, რომ იგი ვერ შექმნის საზოგადოებას, ტომს, ერს, ანუ ვერ გადარჩება, თუ არ შეზღუდავს თავისუფლებას. თავისუფლება შეზღუდვების გარეშე არის გზა პირუტყვობისკენ. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში პლატონი ამბობდა, რომ აბსოლუტური თავისუფლებისგან ყოველთვის წარმოიშობა უდიდესი და უსასტიკესი მონობა. იცით, როგორ გეგმავდა ჰიტლერი დაპყრობილი ერების მორჩილებაში ყოლას, მათი გამრავლებისა და გონებრივი განვითარების არდაშვებას? ხალხის უმრავლესობას კინოფილმების გავლენით შეექმნა შთაბეჭდილება, რომ იგი აპირებდა მკაცრი დისციპლინის დამყარებას, ერების მუდმივ შიშში ყოლას, მათთვის ყველანაირი თავისუფლების შეზღუდვასმაგრამ იყო აბსოლუტურად პირიქით! ჰიტლერი საჭიროდ თვლიდა დაპყრობილი ერებისთვის ინდივიდუალური თავისუფლებების მაქსიმუმის მინიჭებას, მათზე სახელმწიფო კონტროლის ყოველგვარი ფორმის გაუქმებას და სწორედ ამ გზით იმის მიღწევას, რომ ეს ერები ინტელექტუალური და ზნეობრივი განვითარების ყველაზე დაბალ დონეზე აღმოჩნდებოდნენ. სიტყვასიტყვით მოგიყვანთ ჰიტლერის ფრაზას: “რაც უფრო პრიმიტიულია ხალხი, მით მეტად აღიქვამს თავისუფლების შეზღუდვას, როგორც ძალადობას მის მიმართ!” იგი თვლიდა, რომ ამ ერებს უნდა მინიჭებოდა სრული სექსუალური თავისუფლება, ნებადართული ყოფილიყო ყველანაირი რელიგიური სექტა, სახელმწიფომ არ უნდა დააძალოს სწავლა, მკურნალობა; ყველანაირად უნდა წაახალისოს უდარდელი ცხოვრებისკენ, რომლისთვისაც ყველა ქალაქსა და სოფელში უნდა დაეყენებინათ რეპროდუქტორები, რომლებიდანაც დღე და ღამე ისმის მხიარული მუსიკა. ცხოვრების მთავარი სტიმული ამ ერებისთვის უნდა ყოფილიყო სამრეწველო პროდუქციის შეძენა, მაგრამ ამ ერებს გერმანელებისგან ცალკე უნდა ეცხოვრათ. გერმანელები უნდა ყოფილიყვნენ ვალდებულნი, დაეცვათ მკაცრი მორალური ნორმები, ეროვნული ტრადიციები, განევითარებინათ ეროვნული კულტურა, ბეჯითად ესწავლათ, დაუფლებოდნენ მაღალტექნოლოგიურ პროფესიებს, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უმკურნალოს ყველა გერმანელს, შეუქმნას მას ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისთვის საჭირო პირობები, არ დაუშვას რელიგიური სექტების ჩამოყალიბება. დისციპლინა და ვალდებულებები _ მხოლოდ გერმანელებისთვის, ყველა დანარჩენს _ სრული თავისუფლება. როგორც ხედავთ, ალენ დალესი საბჭოთა კავშირის დაშლის თავისი ცნობილი დოქტრინით, უბრალოდ, ჰიტლერის მოსწავლეა. ახლა კი შეადარეთ ის თავისუფლებები, რომლებიც ჰიტლერს უნდოდა ჩვენთვის მოენიჭებინა ჩვენივე დეგრადაციისთვის, იმ თავისუფლებებს, რომლებსაც ჩვენი საზოგადოების ლიბერალური ნაწილი და მათი დასავლური კურატორები ითხოვენ. ერთი და იგივე არ არის?!”

საქართველოს გზა კი ზნეობრიობაზე, მართლმადიდებელ ქრისტიანულ მორალზე უნდა გადიოდეს, გზაზე, რომელმაც გადაგვარჩინა და აქამდე მოგვიყვანა. თუმცა ახლა ამ ღირებულებებს გააფთრებით უტევს დასავლეთის ზნედაცემული ძალებისგან გულუხვად დაფინანსებული მეხუთე კოლონა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რიგი პოლიტიკოსების სახით.

ევროპა ჩიხში მოექცა და ევროპელი ინტელექტუალები დაბნეულად აღიარებენ, რომ არსებული საზოგადოებრივი სისტემა ვერ გამოიყვანს მათ ამ ჩიხიდან. სავარაუდოდ, საქმე ფაშიზმით დამთავრდება, ევროპას სხვა გამოცდილება არ აქვს. ისლამური სამყარო კატეგორიულად არ იღებს დასავლურ დემოკრატიას, აქტიურად ეწინააღმდეგება მის შემოტევას და ამის გამო ღვრის ზღვა სისხლს. მსოფლიო მრავალფეროვანია, ერთგვაროვანი მიდგომები, პრინციპები და წესები შეუძლებელია და არ იმოქმედებს. უცხოს, მიუღებელს კი მხოლოდ დანგრევა შეუძლია, ამიტომ დღეს მსოფლიოს ინტელექტუალური ელიტები განვითარების ახალი გზების, ახალი ფორმების ძიებით არიან დაკავებულები. ამაზე უნდა იფიქრონ პატარა ქვეყნებმაც, მათ შორის საქართველომ, საკუთარ ისტორიულ გამოცდილებაზე, ეროვნულ სპეციფიკასა და კულტურულ თავისებურებებზე დაყრდნობით”, _ ამბობს ალექსანდრე ჭაჭია კიდევ ერთ ინტერვიუში (2013 წლის აგვისტო).

როგორც ხედავთ, “ევროკავშირისა და ნატოს დედაქალაქის” გადაქცევას ჩირქოვან ფურუნკულად, რომელიც ახლახან გასკდა, ღრმა ფესვები აქვს, ამიტომ ჩვენ, პატარა ერის შვილები, ისევე, როგორც ევროპელები, კარგად უნდა დავფიქრდეთ, საით მივისწრაფვით _ ზნეობისგან დაცლილ, ქრისტიანულ ღირებულებებზე უარისმთქმელ საზოგადოებად ჩამოყალიბებისკენ, რომელმაც ბრიუსელისა და პარიზის მსგავსი ტერაქტების შიშით უნდა იცხოვროს, თუ ისეთ საზოგადოებად ჩამოყალიბებისკენ, რომელიც თავისი ისტორიულ გამოცდილების, ეროვნული სპეციფიკისა და რელიგიურ-კულტურული თავისებურებების გათვალიწინებით განვითარდება…

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. ევროპის გადაშენება მეცხრამეტე საუკუნეში იწინასწარმერყველა მეცნიერმა მაქს ნორდაუმ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here