Home რუბრიკები საზოგადოება “რექტორი უნდა წავიდეს!” “ეს ყველაფერი ლადო პაპავას თაოსნობით დაიწყო”

“რექტორი უნდა წავიდეს!” “ეს ყველაფერი ლადო პაპავას თაოსნობით დაიწყო”

516

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშისტუდენტური თვითმმართველობისადააუდიტორია 155”-ის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დღემდე ბევრმა არ იცის, რა იყო ამის მიზეზი, მათ შორის, სტუდენტებმაც. რა მოხდა სინამდვილეში, რას აპროტესტებდნენ სტუდენტები _ ამ საკითხზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, სტუდენტური თვითმმართველობის წევრი _ ეკატერინე დვალიშვილი.

_ როგორც ვიცი, სტუდენტური თვითმართველობა ლადო პაპავას გათავისუფლებას მოითხოვდა.

_ როდესაც სტუდენტთა ჯგუფმა, რომელიც თავს უწოდებსაუდიტორია 115”-, სენატი აღარ შეუშვა კაბინეტში, ხოლო რექტორმა არაფერი გააკეთა ამ სიტუაციის განსამუხტავად, ყველას დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ რექტორს ხელს აძლევდა ეს სიტუაცია და მისგან იყო პროვოცირებული. პაპავას არც დაუმალავს, რომ არ უნდოდა, გიორგი გაფრინდაშვილი აერჩიათ. შემდეგ თვითმმართველობამ დაიწყო კონტრაქცია, თუ ისინი ითხოვენ გაფრინდაშვილის გადადგომას, ჩვენ მოვითხოვთ, მან არ მოხსნას თავის კანდიდატურაო. შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცის _ ფიზიკური დაპირისპირება და ა.შ.

მაგრამ გიორგი გაფრინდაშვილმა მაინც მოხსნა თავისი კადიდატურა და განცხადა, რომ არ უნდოდა, დაპირისპირების მიზეზი გამხდარიყო. შემდეგ “აუდიტორია 115”-ის სტუდენტებმა მოითხოვეს, აკადემიურ საბჭოს შეწყვიტა არსებობა და თანამდებობა დაეტოვებინა რექტორს. თვითმმართველობა კი ჯერ რექტორის წასვლას ითხოვდა, შემდეგ აკადემიური საბჭოს გაუქმებას. მგონია, რომ ეს არის, უბრალოდ, ბავშვური დაპირისპირება. აუდიტორია 155”-ის წევრებმა იციან, რომ რექტორი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, იციან, რომ რექტორისთვის ცნობილიაოდეერისარსებობის შესახებ, იციან, რომ რექტორის თანხმობით იყო გიორგი გაფრინდაშვილი კანცლერობის კანდიდატი, იციან, რომ რექტორმა მოუწერა ხელი თვითმმართველობას ზემოაღნიშნულ თანხაზე, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც დაუჭირეს მხარი რექტორს, დაუპირისპირდნენ სტუდენტურ თვითმმართველობას და ჩაუდგნენ ჯიბრში. ვუშვებ, რომ ეს ყველაფერი იყო ლადო პაპავას თაოსნობით დაწყებული.

_ სტუდენტების გარდა ლექტორებიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს?

_ დიახ. ზოგი ამბობდა, პაპავა არ უნდა წავიდესო, ზოგი კი, რომ წავიდეს არაფერი დაშავდებაო. რამდენიმე ლექტორმა გამოაცხადა შიმშილობა, _ არ გადადგეს რექტორიო. აი პაპავასთან შეხვედრაზე კი რაც მოხდა, ნამდვილად სამარცხვინო იყო. მე, როგორც თსუ სტუდენტი, ვფიქრობ, რომ ესენი არიან თსუისთვის სამარცხვინო პროფესორები. როგორ შეიძლება, ლექტორმა დაყო შენი სტუდენტები, ერთი ნაწილი ლანძღო, ყველაფერი დააბრალო _ მილიონის ჭამა და რა აღარ; მეორეს კი მოეფერო, _ ჩემო საყვარლებო, თქვენ ხართ ნამდვილი სტუდენტები და თქვენ ხელში თუ ვიქნებით, გადავრჩებითო! რომელ რექტორს ან ლექტორს აქვს ამის უფლება?! ლექტორებიც გაიყვნენ და მათაც არ იცოდნენ, მგონი, რა უნდოდათ, მაგრამ მათ, ვინც ამბობდა, რომ დიდი პრობლემა არ შეიქმნება ლადო პაპავას წასვლითო, ვეთანხმები. ამდენი დავიდარაბის შემდეგ პაპავას ერთადერთი არგუმენტი კითხვაზე _ რატომ არ მიდიხარ? _ იყო ის, რომ უნივერსიტეტი ჩიხშია შესული და მისი წასვლა სიტუაციას გაამძაფრებდა. მაგრამ დამიჯერეთ, სამი წლის წინათ რომ წასულიყო ეს კაცი და ვინმე მისი შემცვლელი მოეყვანათ, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა უნივერსიტეტი, რადგან ჩიხიდან კი არ გამოვსულვართ, უფრო უარეს ჩიხში შევდივართ. სასაცილოა, რომ პაპავა პასუხისმგებლობას არ იღებს არაფერზე. ჩვენს უნივერსიტეტში ისეთი ტიპები მუშაობენ, რომლებიც ადრე უშიშროებაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე იყვნენ. არავინ იცის, სად აქვთ მათ კაბინეტი, უნივერსიტეტში მათ სახეზეც კი ვერავინ ცნობს. ასე რომ, ამდენი წლის განმავლობაში ტყუილად იღებენ ხელფასს. რაღაცის წამყვანი და პირველი პირი რომ ხარ, სჯობს, როდესაც კითხვას დაგისვამენ, რაც უნდა ცუდი იყოს, უნდა უპასუხო, ვიდრე თქვა, რომ არ ვიცოდიო, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ უვიცი ხარ და არ გაქვს ინფორმაცია დაქვემდებარებულ ობიექტზე. როგორ შეიძლება, სამსახურში იღებდე ისეთ ადამიანებს, რომლებიც, არ იცი, ვინ არიან, უნიშნავდე ხელფასს და უშვებდე მივლინებებში?! თანაც, ეს ყველასთვის უცხო ტიპები საფინანსო განყოფილებაში მუშაობენ და, ფინანსებზე რამე შეკითხვა და დახმარება რომ დაგვჭირდეს, ამ ადამიანებთან ვერ მივალთ იმიტომ, რომ სახეზეც კი არ ვიცნობთ. ვლადიმერ პაპავა აკადემიკოსია, მაგრამ არ აქვს ლიდერობის უნარი, ვერ მართავს უნივერსიტეტს. ის კარგი მეცნიერია და ჯობს, მეცნიერებაში იღვაწოს, რექტორობას კი თავი დაანებოს.

გულსატკენია ისიც, რომ ამდენი ადამიანი იდგა ამ აქციებზე და, მათგან ხუთი კაცი რომ გამოგეყვანა და გეკითხა, აქ რატომ ხარო, ოთხი გეტყოდა, რა ვიცი, ბავშვები იყვნენ შეკრებილი და მეც მოვედიო. ერთმაც კი არ იცოდა, გაფრინდაშვილი კანცლერობაზე რომ იყო წარდგენილი და ხან გიორგის ეძახდა, ხან _ ლევანს. ყველა ადამიანი, რომელიც ერკვეოდა ამ სიტუაციაში, იჭერდა ნეიტრალურ პოზიციას, მათ შორის, მეც. ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებს არაფერი გვაქვს ერთმანეთში გასაყოფი, ყველას გვინდა კარგი კედლები და სამართლიანი გარემო.

_ დასასრულ, რა ბედი ელის რექტორს _ ვლადიმერ პაპავას?

_ მე მრცხვენია იმ რექტორის გამო, რომელიც პასუხისმგებლობას არ იღებს ამ სიტუაციაზე. შემირცხვენია ის რექტორი, რომელსაც არანაირი ბერკეტი არ აქვს არც ერთი მხარის დასამორჩილებლად და რომელიც თავისი სკამისა და 3600 ლარის შესანარჩუნებლად, მზად არის, სტუდენტები დაუპირისპიროს ერთმანეთს. როგორც ვიცი, თვითონ არ აპირებს გადადგომას. აკადემიურმა საბჭომ აღძრა მისი გადაყენების საკითხი იმპიჩმენტის წესით, მათ აღნიშნეს, რომ გონივრულ ვადაში გამოვიტანთ გადაწყვეტილებასო. სამწუხაროდ, არავინ იცის, რამდენია ეს გონივრული ვადა.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here