Home რუბრიკები პოლიტიკა ანჯელადან ნადეჟდამდე

ანჯელადან ნადეჟდამდე

716

თავისუფლება ანჯელა დევისს! უუფ, ნადეჟდა სავჩენკო უნდა მეთქვა. ანჯელა დევისი პოლიტპატიმარი იყო გასული საუკუნის 70-იანი წლების ამერიკაში. “ჩვენინადეჟდა სავჩენკოცპოლიტპატიმარია”, ოღონდ თანამედროვე რუსეთში

მკითხველი, ალბათ, მიხვდა, რომ წერილის საწყისი პასაჟი პერიფრაზია ერთი ეპიზოდისა მშვენიერი ქართული ფილმიდან “სინათლე ჩვენს ფანჯრებში” _ სწორედ გერასიმე-ბელაფონტე გამახსენდა, როდესაც რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი საპროტესტო აქციის კადრებს ვუყურებდი, რომელიც სუხიშვილების  ხორუმით დასრულდა. ხორუმით, რომელმაც, ჩემს სიცოცხლეში პირველად, აღტაცების ნაცვლად, სირცხვილი განმაცდევინა _ ვის იცავ, ვისგან იცავ, რატომ და რისთვის, შვილო, რა გესავჩენკოება, ქვეყანა თავზე გვენგრევა?!

აჯელა დევისი და ჩემი ჯეელობა განუყოფელია _ ყოველი დღე ანჯელა დევისის გათავისუფლების მოთხოვნით იწყებოდა და ამითვე მთავრდებოდა.

ეს უაღრესად განათლებული ქალბატონი, სოციოლოგი, პუბლიცისტი, პირველ რიგში, რასობრივ დისკრიმინაციას ებრძოდა, შავკანიანთა უფლებებს იცავდა, სეგრეგაციის წინააღმდეგ ილაშქრებდა (დიახ, იმ ქვეყანაში, ახლა დემოკრატიას რომ ასწავლის მსოფლიოს, სულ რაღაც, 50-60 წლის წინათ ჯიშიან ძაღლებს უფრო მეტი პატივით ეპყრობოდნენ, ვიდრეუჯიშოაფროამერიკელებს) და ამიტომაც ჩასვეს ციხეში ანჯელა დევისი, რომელიც არა მხოლოდ საბჭოეთმა, არამედ ცივილიზებულმა სამყარომ პოლიტპატიმრად აღიარა.

იგი ლეონიდ ბრეჟნევმა ლენინური პრემიით დააჯილდოვა.

ანჯელა დევისის გახსენება, რომელსაც ახლახან 70 წელი შეუსრულდა, მხოლოდ ნადეჟდა სავჩენკოს კონტექსტში დამჭირდა…

ნადეჟდა სავჩენკოს შემთხვევაში აშკარაა ხელოვნურობა, მანკიერი კოლექტივიზმი და ვის დასაცავად? _ უკეთეს შემთხვევაში, სინდისის უსინდისო პატიმრის, რეალურად კი უკრაინელი ფაშისტისა, რომელსაც ბრალი კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში ედება _ რუსი ჟურნალისტების მკვლელობების ორგანიზებაში, რომლისთვისაც რუსეთის სასამართლომ “პოლიტპატიმარ” ალქაჯს (სასამართლოს დარბაზში მისი ქმედებიდან გამომდინარე, სხვას ვერაფერს უწოდებ), უკაცრავად და, 22 წელი მიარჭო!

პუტინის პირადი პატიმარი” _ ასე მონათლეს სააკაშვილის ნაცებმა მკვლელი დედაკაცი და ამ მორიგ შანტაჟს დაემორჩილა ქოცების ხელისუფლება. დიახ, მორიგს, რადგანაც 4 წელიწადია, სააკაშვილის ნაცები აშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილის უნიათო ქოცებს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ნაცების სცენარით იმართება!

პუტინის “პირად პატიმარზე” ის ნაცები მოთქვამენ, რომლებსაც ლამის საქართველოს მოსახლეობის მესამედი პირად პატიმრად ჰყავდათ.

თავი დავანებოთ ზნეობრივ-მორალურ კატეგორიებს და რამდენიმე კითხვა დავსვათ:

დავუშვათ, ნადეჟდა სავჩენკო უმანკო კრავია, აშშის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ვერ გაბედა პუტინის წინაშე ნადეჟდა სავჩენკოზე ისეთი კატეგორიული ტონით ლაპარაკი, როგორითაც ჩვენ, ქართველები, ვმართავთ საპროტესტო აქციებს რუსეთის საელჩოსთან და რისი და ვისი იმედით _ ამერიკის შეშფოთებული შტატების აღშფოთების?

ისე, ჯონ კერის ბოლო ვიზიტი მოსკოვში ცალკე საუბრის თემაა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სტატუსით მხოლოდ მისი რუსი კოლეგა, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, უნდა შეხვედროდა, მაგრამ, როგორც გაირკვა, ბარაკ ობამამ დაურეკა და სთხოვა პუტინის, ჯონ კერის შეხვედროდა. შეხვდა კიდეც. დახურულ კარს მიღმა 4(!) საათი ისაუბრეს და, როგორ გგონიათ, რაზე _ სავჩენკოს დასაცავად საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციაზე?

თუ გავიხსენებთ ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ნათქვამის შინაარსს, როცა კერიმ მხოლოდ წაიკნავლა  ყირიმის თემაზე (სავჩენკო საერთოდ არ უხსენებია) და იმასაც, რომ, მისივე განცხადებით, თურმე ახლა აშშ-ს უკეთ ესმის პუტინის მოქმედებებისა სირიაში _ ასეა _ აშშ მხოლოდ ძალას სცემს პატივს და მხოლოდ ძალის დემონსტრირების შედეგად ეხსნება უკეთ სასმენი ორგანო.

ევროპაამერიკის ლიდერები, რომლებიც ცოტა ხნის წინათ ვლადიმერ პუტინთან ხელის ჩამორთმევას გაურბოდნენ, ახლა ერთმანეთს ეჯიბრებიან კრემლში აუდიენციის მიღებაში. ეს იმიტომ, რომ მსოფლიო გეოპოლიტიკა, თუ თავიდან ბოლომდე რუსეთის სცენარით არა, დიდწილად მაინც, ადრე სტალინთან შეთანხმებით იმართებოდა, ახლა კი _ ვლადიმერ პუტინთან.

ზემორე თქმულიდან გამომდინარე, კვლავ ვიმეორებ:

რა გინდა, შვილო, რას და ვის სასარგებლოდ აპროტესტებ? დაგავიწყდა, რომ დასავლეთში პუტინის პირად პატიმრებს ეძახდნენ იმ კახპების როკ-ანსამბლსაც, რომლის წევრებმაც მართლმადიდებელი ეკლესიის საკურთხეველი წაბილწეს მოსკოვში?

ან ეს რას ჰგავს, რომ ადგებით ჩვენი ეს პოლიტიკოსებად წოდებული პოლიტიკანები და ერთხმად შესჩივით აშშ-ის საელჩოს, _ არიქა, კარასინი დაგვემუქრა, გვიშველეთო?!

ვისთან მიდიხართ საჩივლელად, ვისგანაც იმართება ეს ყველაფერი? ვერ ხვდებით, თვითონ ვერაფერს უბედავენ ძლევამოსილებისა და პოპულარობის (და არა მხოლოდ რუსეთში) ზენიტში მყოფ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ გვაქეზებენ?

არანაირი სახელმწიფოებრივი ინტერესი, ყოველთვის აშშის დაკრულზე ცეკვა, ამჯერად პირდაპირი მნიშვნელობით _ რუსეთის საელჩოსთან ხორუმის როკვით! _ ეს არის ჩვენისიბრძნე”?

მუდმივ ისტორიულ მტრად ერთმორწმუნე რუსეთი შევრაცხეთ, ხოლო მუდმივ ისტორიულ მეგობრად _ ჩვენი ისტორიულად დაუძინებელი მტერი და სარწმუნოების ამომგდები თურქეთი! თურქეთი, რომლის პრეზიდენტსაც ისლამური სახალიფოს ტახტი სათავისოდ ეგულებოდა, მაგრამ ამ ოცნებას რუსეთის ავიაკოსმოსურმა ძალებმა მოუღო ბოლო სირიაში!

კვლავ მინდა განვაცხადო, რომ, თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კვლავ ნეოლიბერალ ხლისტებს დარჩებათ ბურთი და მოედანი, საქართველო დაიღუპება!

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ერთი ამიხსენით, სად სავჩენკო და სად ხორუმი? ან რა ჩენი საქმეა? ისე, ერთი კითხვა
    მინდა დავუსვა ამ დამცველებს, ის მკვდარი ჟურნალისტები და მათი ახლობლები ცოდონი არ არიან?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here