Home რუბრიკები პოლიტიკა ბრიუსელის ტრაგედია შეცვლის თამაშის წესებს და გეოპოლიტიკური მოძრაობის კანონზომიერებას

ბრიუსელის ტრაგედია შეცვლის თამაშის წესებს და გეოპოლიტიკური მოძრაობის კანონზომიერებას

586

2016 წლის 22 მარტს ევროპის შუაგულში, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ტერაქტების სერია განხორციელდა. აეროპორტის აფეთქებიდან დაახლოებით ერთ საათში ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროპოლიტენის ორ სადგურში ამოქმედდა, რომლებიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს. 

ბელგიელმა ძალოვანებმა ქვეყნის ტერიტორიაზე განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადეს და შინაგანი ჯარი სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს. სრული მზადყოფნა საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმაც გამოაცხადეს და ქვეყნის ყველა შესასვლელგამოსასვლელთან კონტროლი გააძლიერეს. არის თუ არა ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები მზად ტერორიზმთან საბრძოლველად და აქვს თუ არა ქვეყანას შემუშავებული თავდაცვის მეთოდები? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სამხედრო ექსპერტს _ ვახტანგ მაისაიას ვესაუბრეთ:

_ ბრიუსელი ყველაზე სუსტი რგოლი იყო იმ ჯაჭვში, რომელსაც ანტიტერორისტული კოალიცია ჰქვია. ტერორისტებმა ბრიუსელი სხვადასხვა მიზეზით აირჩიეს. ბრიუსელზე დარტყმა გლობალური ჯიჰადის გამოცხადება იყო. მოგეხსენებათ, ბრიუსელი მართლაც არის ევროპის დედაქალაქი. იქ მდებარეობს მნიშვნელოვანი ორგანიზაციების შტაბ-ბინები _ ევროკავშირისა და ნატოს, აგრეთვე, ევროპარლამენტი. შესაბამისად, ბრიუსელზე განხორციელებული თავდასხმა აღიქმებოდა, როგორც სრულიად ევროპაზე თავდასხმა, რომელსაც, პრინციპში, “ისლამური სახელმწიფოს” მესვეურებმა მიაღწიეს კიდეც.

ანალოგიური რამ ჰქონდათ ჩაფიქრებული რუსეთსა და ამერიკაშიც, უბრალოდ, ამ ქვეყნებში შესაბამისმა სამსახურებმა გამოავლინეს დივერსიული, ტერორისტული ჯგუფების მისწრაფებები და სასწრაფოდ გაანეიტრალეს.

ბრიუსელის ტრაგედია შეცვლის თამაშის წესებს და გეოპოლიტიკური მოძრაობის კანონზომიერებას.

უნდა ვაღიაროთ, რომ გამოჩნდა სერიოზული აქტორი _ “ისლამური სახელმწიფო” და ამ ტერორისტულ დაჯგუფებასთან ერთად “ალ ქაიდამაც” განახორციელა მალის დედაქალაქ ბამაკოში ევროკავშირის მისიაზე თავდასხმა. მიუხედავად იმისა, რომ “ისლამური სახელმწიფო” და “ალ ქაიდა”, ფაქტობრივად, მოწინააღმდეგეები არიან, ერთნაირ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დგანან და სტრატეგიული მოკავშირეები არიან. ეს დაადასტურა ტერაქტების სერიებმა. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაიწყება ახალი ბრძოლა. დასავლეთი, რუსეთი და კვაზისახელმწიფოებრივი სტრუქტურები, რომლებსაცისლამური სახელმწიფოდაალ ქაიდაწარმოადგენენ, იქნებიან დაპირისპირებული მხარეები, დასავლეთაღმოსავლეთისა და ჩრდილოეთსამხრეთის გეოპოლიტიკური ვექტორის ფორმით. ეს ვერსია რეალურია. არ არის გამორიცხული და დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი დაპირისპირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მაგრამ შესაძლებელია, აქცენტი გაკეთდეს ჩრდილოეთსამხრეთის დაპირისპირებაზე და განხორციელდეს კიდეც.

_ რატომ ვერ მოახერხა ბრიუსელმა თავის დაცვა?

_ არავის ეგონა, თუ მსგავსი რამ მოხდებოდა. ევროკავშირის ლიდერები საფრანგეთის ტარაქტის შემდეგ თვლიდნენ, რომ ადეკვატური ღინისძიებები გატარებული ჰქონდათ, ეგონათ, რომ ტერაქტისგან დაცულები იყვნენ და თავიდან აირიდებდნენ.

ბიუსელი არ იყო ასეთი ტერაქტისთვის მზად, არ იყვნენ მზად ინსტიტუტები, რომელთაც პრევენციული ზომები უნდა მიეღოთ. ბოლო პერიოდში სპაცსამსახურები ხშირად მოწოდების სიმაღლეზე არ არიან. ბრიუსელშიც შესაბამისი სამსახურები არ აღმოჩნდნენ მზად, ასეთი სიმძლავრის ტარაქტისგან თავი დაეცვათ, მაგრამ მთავარია, ევროპელ პოლიტიკოსებს ასეთი ტერაქტის მოლოდინი არ ჰქონდათ.

_ თუ ბრიუსელმა ვერ მოახერხა თავისი მოქალაქეები დაეცვა, ჩვენ საქართველოში დაცულები ვართ? ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ, შესაბამის სამსახურებთან ერთად, დაიწყო პრევენციული ზომების გატარება. გაძლიერებულია დაცვა ყველა საბაჟოსთან, იცავენ ყველა შემოსასვლელსა თუ გასასვლელს. როგორ ფიქრობთ, ზომები, რომლებსაც ჩვენი სპეცსამსახურები ატარებენ, საკმარისიაისლამური სახელმწიფოსგანთავის დასაცავად?

_ საზოგადოებას ინფორმაციაზე წვდომა არ აქვს, ყველაფერი ტაბუდადებულია. ხელისუფლება მზად არ არის და არც სურვილი აქვს, რომ ითანამშრომლოს იმ ადამიანებთან, რომლებსაც ცოდნა და გამოცდილება აქვს. სპეცსამსახურები ჩაკეტილნი არიან, მათ “სააკაშვილის სინდრომი” სჭირთ. საქართველოს სპეცსამსახური “მინითალიბანს” ჰგავს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სპეცსამსახურის ფულს ჩვენი ჯიბიდან ვიხდით, თავს ვალდებულად არ თვლიან, მოსახლეობას რაიმე აუხსნან.

აუცილებელია, ტაქტიკურ დონეზე ჩვენმა ხელისუფლებამ ღონისძიებები ჩაატაროს, მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენად ესმით მოსალოდნელი საფრთხის სიმძაფრე. კონცეფციურად, დოკუმენტების დონეზე, საქართველო ტერორიზმთან გასამკლავებლად მზად არ არის, უფრო მეტიც, ტერორისტულ საფრთხეებთან ბრძოლის თვალსაზრისით, სრული კატასტროფა გვაქვს.

აქამდე არ შეგვიმუშავებია ტერორიზმთან ბრძოლის კონცეფცია და სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ტერორიზმთან ბრძოლის ასპექტებს. არ ვიცით, როგორ ხედავს ჩვენი მთავრობა ტერორიზმს, ანუ რა ფენომენია ტერორიზმი, როგორი ტიპის ტერორიზმს განიხილავს საქართველო, როგორ და რა ფორმით შეიძლება ჩვენ წინააღმდეგ იმოქმედონ ტერორისტებმა და რა პრევენციული ზომები უნდა გატარდეს. როგორ დაგვიცავენ ან, თუ ვერ დაგვიცვეს, როგორ მოხდება ტერორიზმის შედეგების აღმოფხვრა. ეს არ ჩანს. ჩვენი მდგომარეობა გაურკვეველია ასევე, ინსტიტუციონალურადაც. ჩვენ გააზრებული არ გვაქვს, ტერორიზმი პოლიტიკური თუ სამხედრო გამოწვევა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან, თუ სამხედრო გამოწვევაა, მაშინ სულ სხვა კუთხით სჭირდება განხილვა. ის, რაც ბრიუსელში მოხდა, იყო სამხედრო ტიპის გამოწვევა. იქ სამხედრო დივერსია მოხდა, იგივე იყო საფრანგეთშიც.

აი, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები არ აქვს შემუშავებული ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებს და, სიმართლე გითხრათ, რა პრევენციული ზომების გატარებას ცდილობენ, არ ვიცი.

ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების არა ერთი წარმომადგენელი არ გამოსულა და თავისი აზრი მომხდარზე არ გამოუთქვამს.

_ იქნებ მიზანშეწონილი არ არის, რომ ხმამაღლა ისაუბრონ იმაზე, როგორ აპირებენ თავდაცვას?

_ კარგი რა, ეს არის “ზღაპარი სულელებისთვის”. ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდები არ არის ჩაკეტილი სფერო, ის არ არის მხოლოდ სპეცსამსახურებისთვის, ეს საზოგადოებრივი პრობლემაა და ადამიანებს სჭირდებათ ინფორმაცია, როგორ არიან დაცულები მოსალოდნელი საფრთხისგან. არ ვლაპარაკობ აგენტურასა და ტაქტიკის გამჟღავნებაზე, რომელიც ნამდვილად საიდუმლო უნდა იყოს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია ვისთვისაც საიდუმლო უნდა იყოს, სწორედ მათთვის არის ხელმისაწვდომი, თუკი, ქვეყანას რაიმე ამგვარი აქვს. მტერმა ჩვენ შესახებ იმდენი იცის, რომ თავისუფლად შეძლებს ჩვენს გაცურებას, ჩაჩოჩებასა და გადაგდებას. საქართველოს უსაფრთხოება ფუტლარების ხელშია.

_ ვდგავართ თუ არა რეალური საფრთხის წინაშე?

_ რა თქმა უნდა, საფრთხე რეალურია, რადგან დაიწყო გლობალური ჯიჰადი. ბრიუსელში მოწყობილმა ტერაქტებმა ყველაფერი ნათლად დაგვანახვა და შეცვალა კიდეც. იმედია, ჩვენი სპეცსამსახურები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და ითანამშრომლებენ შესაბამისი დონის სპეცსამსახურებთან, გააცნობიერებენ საფრთხის მოცულობას და საზოგადოებას გააცნობენ, როგორ აპირებენ ქვეყნის დაცვას. ის მაინც გვითხრან, რომ ვითარებას აკონტროლებენ და ხალხი დამშვიდდება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. სუს-ი უვიცების ხელშია და რას მოელით. ისევ ის არამზადა იდიოტები მუშაობენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here