Home რუბრიკები საზოგადოება სკანდალური კანონი _ ცნობილ პირებს სექსი მხოლოდ მუზარადებით ექნებათ

სკანდალური კანონი _ ცნობილ პირებს სექსი მხოლოდ მუზარადებით ექნებათ

624

სექსსკანდალების შემდეგ პარლამენტის შემადგენლობა სერიოზულად დაფიქრდა და გადაწყვეტილებაც უმალ მიიღო. მართალია, სექსზე უარს ვერავინ იტყვის, მაგრამ მისი ფარულად გადაღების შემთხვევაში აქტში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება ვეღარ მოხდება. როგორც ჩვენმა ანონიმმა წყარომ გვაცნობა, კანონპროექტზე მუშაობა სწრაფად მიმდინარეობს და საკანონმდებლო ორგანო მას უახლოეს დღეებში მიიღებს.

ახლა კი წარმოგიდგენთ დოკუმენტის სამუშაო ვერსიას, რომელიც ჩვენს ინფორმატორს იმ მომენტში ჩაუვარდა ხელში, როდესაც მისი ავტორი საპირფარეშოში შევიდა, ფურცელი კი მაგიდაზე დარჩა.

საქართველოს პარლამენტში მალე შეიქმნება ინტიმური ცხოვრებისა და სექსუალური პროცედურების დაცვის საკითხთა კომიტეტი”.

ამ კომიტეტის უშუალო ინიციატივით კი პარლამენტარებს განსახილველად წარედგინებათ კანონპროექტი ცნობილი პირების ოჯახგარეთა ინტიმურსექსუალური ქცევების დარეგულირების შესახებ”. როგორც ამბობენ, ამ კანონპროექტში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული პირობები იმისათვის, რომ მოხდეს საჯარო პირთა სექსუალური ცხოვრების პრევენცია და, თუ სექსუალური ფაქტები მაინც მოხდა, მაქსიმალურად იყოს გამორიცხული მასში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება.

კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ პუნქტებსაც:

2016 წლის 31 მარტიდან ნებისმიერ საჯარო პირს, რომელიც ერთხელ მაინც გამოჩენილა ნებისმიერ მედიასაშუალებაში, სექსუალური ცხოვრების მეთოდები კანონის შესაბამისად შეეზღუდოს. კერძოდ, თუ მოქალაქემ დაგეგმა სექსუალური აქტი მეორე პირთან (სქესის მიუხედავად) და ის წარმოადგენს საჯარო თანამდებობის ან ცნობილ პირს, ვალდებულია, დაიცვას ინტიმური აქტის რამდენიმე ძირითადი პრინციპი:

1. ვალდებულია, სქესობრივი აქტისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე (ბინა, სასტუმრო, საუნა ან სხვა მოფარებული ადგილი) გამოიყენოს სპეცნიღაბი, პლასტმასის მუზარადი ან სხვა ნებისმიერი საშუალება, რომლითაც მისი იდენტიფიცირება შეუძლებელი იქნება;

2. აეკრძალოს სქესობრივ აქტში მონაწილე პირს ემოციური ხმების გამოცემა (მაგალითად: კვნესა, ოხვრა და სიმულაცია), რათა მისი ფარული გადაღების შემთხვევაში არ მოხდეს რომელიმე პირის უნებლიე იდენტიფიცირება, რამაც შესაძლოა რომელიმე მხარეს პრობლემა შეუქმნას.

*ამ კანონპროექტს სასტიკ წინააღმდეგობას უწევენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და იმუქრებიან, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის გაუქმდება.

* კანონპროექტს იწონებენ ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის, გლდანი-ნაძალადევის, ისან-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთისა და ორხევი-ლილოს რაიონების ბოზები.

მათ მხარს უბამენ ინტელექტის არმქონე ტელებოზები _ პროფილელი დიანა, ნანუკელი სილვა და ჯაჯანიძელი ინა.

ფრიდომ პირადია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here