Home რუბრიკები საზოგადოება მაია ნადირაძის “საკომისიო შემოსავალი” _ მილიონ-ნახევარი ლარი 6 წელიწადში

მაია ნადირაძის “საკომისიო შემოსავალი” _ მილიონ-ნახევარი ლარი 6 წელიწადში

2441

2003 წელსვარდების რევოლუციისშედეგადნაციონალური მოძრაობისწევრები ხელისუფლების სათავეში, რომ იტყვიან, “ცალცალი კალოშითმოვიდნენ, მაგრამ გავიდა წლები და მაღალხელფასიან თანამდებობებზე მოკალათებულმა სააკაშვილის გარემოცვის თითოეულმა წევრმა მილიონები დააგროვა ქართველი ხალხის ძარცვით.

ამას მოწმობს საინფორმაციო პორტალ “ფაკტ 2”-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთი წევრის, ყოფილი პარლამენტარის, შემდგომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი წევრის _ მაია ნადირაძის ქონებრივი დეკლარაციებია გაანალიზებული. მაია ნადირაძე 2015 წლიდან აღარ არის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, მაგრამ ამ საქმიანობამ მას 6 წლის განმავლობაში მილიონ-ნახევრამდე ლარის  შემოსავალი მოუტანა.

მაია ნადირაძე 1961 წელს დაიბადა თბილისში. უმაღლესი განათლება თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მიიღო (1983 წელს დაამთავრა). მისი შრომითი საქმიანობა 1984 წელს დაიწყო ტექნიკური ესთეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1985 წელს გადავიდა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, სადაც უფროს ლაბორანტად 1987 წლამდე იმუშავა. პარალელურად, 1986-1990 წლებში, 53-ე სკოლის პედაგოგიც იყო. 1991-1999 წლებში გახლდათ განათლების სამინისტროს გამოყენებითი ფსიქოლოგიის რესპუბლიკური სამეცნიერო ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი, აგრეთვე, “ტრადიციონალისტთა კავშირის“ პრესმდივანი. 1999-დან 2008 წლის ჩათვლით ორი მოწვევის პარლამენტის წევრობაც მოასწრო: შევიდა საარჩევნო ბლოკ „აღორძინების“ პარტიული სიით, დეპუტატობა კი დაასრულა  „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. იყო „ნაციონალური“ უმრავლესობის ლიდერი. შემდეგ მარეგულირებელი კომისიის წევრად დაინიშნა და 6 წლის განმავლობაში ფრიად ტკბილად და უცხო თვალისგან მოშორებით შეირგო მარეგულირებლის წევრის მშვიდი და ფრიად ჯიბესავსე ცხოვრება.

1 COMMENT

  1. კიდევ ერთი კრეტინი \\\”ნაცმოძრაობის სახე\\\”. სანამ ჩვენ ვართ რასაც გვინდა იმას ვაკეთებთო, თქვენ რომ მოხვალთ ხელისუფლებაში თქვენც გააკეტეტ რაც გინდათო. აი ასეტი \\\”გენიოსები\\\” გვყავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here