Home რუბრიკები პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეამ კვლავ გამოსცადა ბალისტიკური რაკეტები

ჩრდილოეთ კორეამ კვლავ გამოსცადა ბალისტიკური რაკეტები

513

ჩრდილოეთ კორეამ კვლავ გამოსცადა ბალისტიკური რაკეტები. ინფორმაციას ახალი ცდების შესახებ სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ. სეულის მონაცემებით, ხუთი რაკეტა 200 კილომეტრის  მანძილზე გაუშვეს.

18 მარტს ფხენიანმა საშუალო რადიუსის მოქმედების ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით. გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბირთვული ცდების გაგრძელების განკარგულება გასცა.

ფხენიანის ქმედებები მკაცრად დაგმო გაეროს უშიშროების საბჭომ. საბჭოს წევრების მიერ ერთხმად მიღებულ განცხადებაში ნათქამია, რომ ფხენიანი “გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს”. ორი კვირის წინათ უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები ჩრდილოეთ კორეიდან რამდენიმე სახეობის ძვირფასი ლითონის იმპორტს კრძალავს და ქვეყანში შეტანამდე ყველა ტვირთის შემოწმებას ითვალისწინებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here