Home რუბრიკები პოლიტიკა ტერაქტების სერია ბრიუსელში _ ევროკავშირის დასჯა

ტერაქტების სერია ბრიუსელში _ ევროკავშირის დასჯა

520

22 მარტს, დილით, ევროკავშირს პირდაპირ გულში, უფრო ზუსტად, თავში დაარტყეს ტერორისტული აქტით. აფეთქებების სერიის მსხვერპლი ამჯერად ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი აღმოჩნდა. თვითმკვლელმა ტერორისტებმა ჯერ ორი აფეთქება მოაწყვეს ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტზავენტემში”, მოგვიანებით ასაფეთქებელი მოწყობილობები ამუშავდა ბრიუსელის მეტროპოლიტენის, სულ ცოტა, სამ სადგურში.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 34 ადამიანი, დაიჭრა _ 130, მათგან ბევრი მძიმე მდგომარეობაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაიკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ”.

“ევროპა იმავე ცეცხლში იწვის, რომელშიც სირია და ახლო აღმოსავლეთია გახვეული”, _ განაცხადეს ტერორისტებმა.

ბრიუსელი, უკვე დიდი ხანია, მიჰყვება პროამერიკული პოლიტიკის ვექტორს, რომელიც, როგორც ცხოვრება გვიჩვენებს, ევროპაში მძლავრ რყევებს იწვევს. ექსპერტთა აზრით, ევროკავშირისა და ამერიკის მიერ ახლო აღმოსავლეთში დაშვებულმა შეცდომებმა დიდი გავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთის რადიკალურად განწყობილი მოქალაქეების გონებაზე. სწორედ ამ შეცდომებმა გამოიწვია უკონტროლო სიძულვილი, რომელიც შურისძიებაში გადაიზარდა. შედეგიც სავალალოა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here