Home რუბრიკები პოლიტიკა პენტაგონი: თარხან ბათირაშვილი მკვდარია

პენტაგონი: თარხან ბათირაშვილი მკვდარია

518

ბიბისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ისლამური სახელწიფოსერთერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი მკვდარია. ბიბისი იუწყება, რომ ეს ინფორმაცია პენტაგონმა დაადასტურა.

 “აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების განცხადებით, ომარ ალ შიშანი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 მარტს განხორციელებული საჰაერო დარტყმებისას მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ალ შიშანი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია თარხან ბათირაშვილი, დაიჭრა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა”, _ წერს ბი-ბი-სი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here