Home რუბრიკები საზოგადოება “გამოგაგდეს თბილისიდან _ გაგაძევებთ ოდესიდან!”

“გამოგაგდეს თბილისიდან _ გაგაძევებთ ოდესიდან!”

583

ოდესელები სააკაშვილის გაძევების მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდნენ

11 მარტს ოდესაში ოლქის გუბერნატორის _ მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.

ქალაქში დადიოდა შავი მიკროავტობუსი, რომლის გვერდებზეც დახატული იყო სააკაშვილის შარჟი წარწერით: “გამოგაგდეს თბილისიდან _ გაგაძევებთ ოდესიდან”. აქტივისტები ოდესელებს ავტომობილიდან მეგაფონით მოუწოდებდნენ, ხელი მოეწერათ გუბერნატორის გადადგომის პეტიციაზე.

“სააკაშვილი საბაჟოზე კონტრაბანდას მფარველობს. ის ქალაქის ყველა მეწარმისგან 20 მლნ გრივნას ითხოვს. ოდესაში ქართულ ბანდას ქმნის უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად. ოდესელებო, კანონიერი ქურდის _ მიხო სააკაშვილის გადადგომას ხელი მოაწერეთ. გავაგდოთ ბანდიტი სააკაშვილი ჩვენი ქალაქიდან!” _ ისმოდა მიკროავტობუსზე მიმაგრებული მეგაფონიდან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის ორგანიზატორი იყო დეპუტატი დიმიტრი გოლუბევი.

ოდესელებმა რამდენიმე ათასი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს. უკრაინის პრეზიდენტისთვის ელექტრონული პეტიციის გასაგზავნად 25 ათასი ხელმოწერაა საჭირო.

P.S. 14 მარტს ერთერთმა უკრაინულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორის პოსტიდან გაათავისუფლა, მაგრამ ეს ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა უარყო.

1 COMMENT

  1. კანონიერი ქურდი კი არა , ვირთხა და შაკალია, საკუთარი სამშობლო გაძარცვა და ახლა
    უკრაინას მიადგა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here