Home რუბრიკები ისტორია “სტალინი _ ეს სახელი საუკუნეებს გაუძლებს. ამ ადამიანის საიდუმლოებას თაობები შეისწავლიან!”

“სტალინი _ ეს სახელი საუკუნეებს გაუძლებს. ამ ადამიანის საიდუმლოებას თაობები შეისწავლიან!”

1459

9 მარტი ისევე და, ალბათ, უფრო მეტადაც დაკავშირებულია სტალინთან, ვიდრე მისი დაბადების დღე ან 5 მარტი _ გარდაცვალების დღე, ან თუნდაც 9 მაისი _ სტალინის მიერ ფაშისტური შავი ჭირისაგან მსოფლიოს გათავისუფლებისა და გამარჯვების აღსანიშნავი დღე. ეს იმიტომ, რომ 9 მარტს ჩაესვენა ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და სამართლიანობის მზე, იმედი მომავლისა, რომელსაც ასე ძლიერ გლოვობს მსოფლიოს მოწინავე საზოგადოება, აგერ უკვე 60 წელიწადია.

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში არის თავისი სიდიდითა და მნიშვნელობით მსოფლიოს # 2 მუზეუმი, რომელშიც, ძირითადად, გამოფენილია ეგვიპტის ფარაონის, 22 წლის ტუტანჰამონის (რომელიც მეღორემ თავში კომბლის ჩარტყმით მოკლა) საფლავიდან ამოღებული ყველა ნივთი, რომლებიც მეფის პირად ცხოვრებას ან მეფის სასახლეს ამშვენებდა და ნაპოვნი იქნა პლანეტის ყველაზე დიდ აკროპოლისში _ ტუტანჰამონის სახელზე აშენებული პირამიდის ქვესკნელებში ჩამარხულ საიდუმლო საცავებში. საკვირველია, როგორ შეელია სახელმწიფო თავის განძს _ ბრილიანტს, ოქროს, პლატინას თუ სხვა უძვირფასეს ქვებს, რომლებიც ტახტზე მხოლოდ 3 წლით ნამყოფ და მეღორის მიერ მოკლულ ფარაონს საფლავში ჩააყოლეს.

როდესაც ნიკიტა ხრუშოვის ინიციატივით სტალინის ნეშტი მავზოლეუმიდან გამოასვენეს და ახალ კუბოში ჩაასვენეს, ნიკიტასვე ბრძანებით, გენერალისიმუსის მუნდირს ექვსი დიდი და თორმეტი პატარა ოქროს ღილი ააჭრეს და თუნუქის ღილები დააკერეს, ოქროს სამხრეები და გმირის ოქროს ვარსკვლავიც ბუტაფორიით შეუცვალეს კაცს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ნახევარ მსოფლიოს მართავდა.

1956 წლის 25 თებერვალს, სკკპ XX ყრილობაზე, როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვი სტალინის თანამებრძოლ მარშლებსა და სახალხო კომისრებს, პოლიტბიუროს წევრებს სტალინზე თავის პასკვილს უკითხავდა, მთელი დარბაზი დუმდა _ ახლა კი თავს იმართლებენ და წერენ, რომ იმ დარბაზს კვლავ მოჰყვებოდა სტალინური სუსხი, შიში და ამიტომაც ერთმმართველი ნიკიტას ნათქვამი სიტყვის შეუბრუნებლად მივიღეთო.

შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ახლა, როდესაც სტალინი უკვე 60 წლის გარდაცვლილია და არავითარი სუსხი არ იგრძნობა, როგორ ითმენს დიდი რუსი ხალხი და პოსტკომუნისტური სამყარო იმ ბოდვას, რომელიც ისმის ტელეშოუდან ყბედი ჟირინოვსკის პირით:

“სტალინი უცოდინარი იყო, მას სემინარიაც კი არ ჰქონდა დამთავრებული. მე მეცნიერებათა დოქტორი ვარ. მას არ ჰქონდა სამხედრო ცოდნა და არც შესაბამისი ჩინი, მე კი ნამდვილი სამხედრო პოლკოვნიკი ვარ. მან არ იცოდა არც ერთი უცხო ენა, მე კი რამდენიმე უცხოურ ენას კარგად ვფლობ. მაშ, ვინ არის ეს არამზადა სტალინი, რომ მის სახელს დღესაც მოიხსენიებენ”.

აი ჟირინოვსკის მონოლოგი. ვთქვათ და, ერთი კაცი მართლაც გასულელდა, მაგრამ ერთმა სულელმა, გაურკვეველი წარმომავლობის პარანოიკმა, როგორ უნდა გაასულელოს რუსი საზოგადოების თუნდაც 10 %-?!

ანდა, რა იცის ჟირინოვსკიმ სტალინზე _ წიგნი მას არ წაუკითხავს და სხვისი მოსმენა მან არ იცის. Uუამრავმა მსმენელმა დამირეკა და შემაგულიანა, ვუპასუხო ჟირინოვსკის ამ სისულელეს. ვფიქრობ, სულელს რომ უპასუხო, შენც სულელი უნდა იყო, ამიტომ არ მსურს, პასუხი გავცე მას, მაგრამ გადავწყვიტე, მივმართო დიდ რუს ხალხს, დროზე მოიცილოს გაურკვეველი წარმომავლობის სხვადასხვა მასონურ ლოჟაში გაწევრებული და ოლიგარქებად ქცეული ვაიპოლიტიკოსები.

დღეს ვაქვეყნებ მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანების გამონათქვამებსა და შეფასებებს სტალინზე, რომლებიც, ამასთანავე, 9 მარტს მის საფლავზე წასაკითხი სამგლოვიარო სიტყვებიც იქნება.

უინსტონ ჩერჩილი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი

სტალინთან შეხვედრის შემდეგ ერთერთ გამოსვლაში ჩერჩილი აღნიშნავდა: “მე ჩავედი კრემლში და პირველად შევხვდი დიდ რევოლუციონერ ბელადს, ბრძენ მოღვაწესა და მეომარსმხნედ და იმედიანად დავაბიჯებ ქვეყანაზე იმ ადამიანთან მეგობრობითა და ურთიერთობით გაამაყებული, რომლის დიდებამაც მხოლოდ რუსეთს კი არა, მთელ მსოფლიოს გადაუარა”.

სტალინის დაბადების 80 წლისთავზე, 1959 წლის 21 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში წარმოთქმულ სიტყვაში უინსტონ ჩერჩილმა აღნიშნა:

“ბატონებო! თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ და დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს სათავეში, ჩვენი ვალია, ჯეროვნად შევაფასოთ ჩვენი მტრები, განსაკუთრებით _ გამოჩენილ პიროვნებები. დღეს ასეთად მინდა დავასახელო გენერალისიმუსი სტალინი. რუსეთისათვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ქვეყანას მძიმე განსაცდელის ჟამს სათავეში ჩაუდგა გენიოსი და ურყევი მხედართმთავარი სტალინი. იგი იყო ყველაზე გამოჩენილი პიროვნება, რომელიც შეეფერებოდა ჩვენი ცვალებადი და მკაცრი დროის იმ პერიოდს, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება. სტალინი იყო არაჩვეულებრივად ენერგიული და ერუდირებული, უდრეკი ნებისყოფის, სასტიკი, ულმობელი ადამიანი როგორც საქმეში, ისე საუბრისას, რომელსაც მეც კი, აქ, ბრიტანეთის პარლამენტში აღზრდილი, ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას.

სტალინს, უწინარეს ყოვლისა, იუმორისა და სარკაზმის დიდი გრძნობა და თქმულის ზუსტად აღქმის განსაცვიფრებელი ნიჭი ჰქონდა. თავის სტატიებსა და გამოსვლებს მხოლოდ თვითონ წერდა და მათში ყოველთვის იგრძნობოდა შემსრულებლის ძალა, რომელშიც სტალინში ისე დიდი იყო, რომ ყველა ხალხისა და დროის ქვეყნის ხელმძღვანელთა შორის განუმეორებლად წარმოჩინდებოდა. სტალინი ჩემზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა. ადამიანებზე მის გავლენას ანალოგი არ აქვს… როცა ის იალტის საკონფერენციო დარბაზში შემოდიოდა, ჩვენ თითქოს ბრძანებაზე ვდგებოდით და, რა საოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, რატომღაც ხელები შარვლის ნაკერების გასწვრივ გვქონდა გაჭიმული. ის ღრმა სიბრძნეს ფლობდა. იყო ყველაზე რთული, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლის უბადლო ოსტატი, ყველაზე კრიტიკულ და საზეიმო მომენტებში თანაბრად თავდაჭერილი, არასოდეს აჰყვებოდა ემოციებს და არ ეძლეოდა ილუზიებს. იგი უჩვეულო და რთული პიროვნება იყო. მან შექმნა და დაიქვემდებარა ვეებერთელა იმპერია. ის იყო კაცი, რომელიც თავის მტრებს თავისივე მტრის ხელით ანადგურებდა, გვაიძულებდა ჩვენ, ვისაც იმპერიალისტებს გვიწოდებდა, იმპერიალისტების წინააღმდეგ გვებრძოლა. სტალინი იყო უდიდესი დიქტატორი, რომელსაც მსოფლიოში ტოლი არ ჰყოლია. მან მიიღო ხის კავიანი რუსეთი და დატოვა ატომური იარაღით აღჭურვილი. რაც უნდა თქვან მასზე, ასეთ ადამიანებს ისტორია და ხალხი არ ივიწყებს”.

1942 წელს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ აფრიკაში გადასხმის ოპერაცია “ტორჩის” გეგმის განხილვისას სტალინის გამოსვლამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩერჩილზე, რომელიც თავის ფუნდამენტურ ნაშრომში “მეორე მსოფლიო ომი” წერს:

“.მე ზუსტად განვმარტავდი, ვხსნიდი ოპერაცია “ტორჩს”. როცა ლაპარაკი დავასრულე, სტალინმა დიდი ინტერესი გამოიჩინა. მან, ეტყობა, მაშინვე შეაფასა “ტორჩის” სტრატეგიული უპირატესობები და ჩამოთვალა 4 ძირითადი მათგანი: “ჯერ ერთი _ ეს გენერალ რომელს, გერმანიის ჯარების სარდალს ჩრდილოეთ აფრიკაში, ზურგიდან მიაყენებს დარტყმას; მეორე _ ეს დააფრთხობს ესპანეთს; მესამე _ ეს გამოიწვევს ბრძოლას გერმანელებსა და ფრანგებს შორის საფრანგეთში; მეოთხეც _ ეს იტალიას უშუალო დარტყმის ქვეშ დააყენებს”.

სტალინის ნათქვამმა ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება დატოვა. ჩანდა, რომ რუსი დიქტატორი სწრაფად და სრულად დაეუფლა პრობლემას, რომელსაც ეს-ესაა გაეცნო. ცოცხალ ადამიანთაგან ძალიან ცოტას თუ შეეძლო რამდენიმე წუთში გაეგო მოსაზრებები, რომლებზეც ჩვენ ასე დაჟინებით ვიმტვრევდით თავს თვეების განმავლობაში. მან ყველაფერი ეს ელვის სისწრაფით შეაფასა”.

ფრანკლინ დელანო რუზველტი, აშშის 32- პრეზიდენტი

1942 წლის მაისში ვიაჩესლავ მოლოტოვთან შეხვედრისას ფრანკლინ რუზველტმა განუცხადა მას, რომ მომავლისა და აწმყოს საკითხების განსახილველად სურს, შეხვდეს თანამედროვეობის დიდ ადამიანს _ სტალინს, რაც აქამდე ვერ შეძლო, მაგრამ სჯერა, რომ ისინი მაინც შეხვდებიან ერთმანეთს.

 ფრანკლინ რუზველტი თავის ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნავდა:

“…მასთან (სტალინთან _ გრ. ონიანი) მუშაობა დიდი სიამოვნებაა. ყოველგვარი წილადობილება, წვრილმანები გამორიცხულია. ის აყალიბებს საკითხს, რომლის განხილვაც სურს, და ამ საკითხიდან არც აქეთ იხრება და არც იქით”.

შარლ დე გოლი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი:

“სტალინს კოლოსალური ავტორიტეტი ჰქონდა არა მხოლოდ რუსეთში. მას ძალუძდა, “ესწავლებინა” თავისი მტრებისათვის, რომ დამარცხებისას პანიკას არ მისცემოდნენ და გამარჯვებებით არ ენეტარათ, გამარჯვებები კი მას დამარცხებებზე გაცილებით მეტი ჰქონდა”.

ჩან კაიში, ჩინეთის გომინდანული მთავრობის ხელმძღვანელი:

“სტალინი მოკავშირეთა კოალიციაში თანასწორთა შორის პირველი იყო”.

ავერელ ჰარიმანი, აშშის ყოფილი ელჩი საბჭოთა კავშირში:

ისინი, ვინც სტალინს პირადად არ იცნობენ, მასში მხოლოდ ტირანს ხედავენ. მე კი მეორე მხარეც მაქვს ნანახი _ მისი ჭკუა, დეტალების ფანტასტიკური აღქმის ნიჭი, მისი გამჭრიახობა და განსაცვიფრებელი ადამიანური ყურადღება, რომლის გამოჩენის უნარი მას ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ომის წლებში, ჩემი აზრით, ის უფრო იყო ინფორმირებული, ვიდრე რუზველტი და საქმის ვითარებას უფრო რეალისტურად უყურებდა, ვიდრე ჩერჩილი. გარკვეული თვალსაზრისით, ომის ლიდერებს შორის ის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა”.

ვიაჩესლავ მოლოტოვი, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე:

სტალინი არა მხოლოდ მეოცე საუკუნის, არამედ მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი პიროვნებაა”.

ალექსანდრე კერენსკი, რუსეთის ყოფილი პრემიერმინისტრი:

“სტალინმა რუსეთი ფერფლიდან აღადგინა, დიდ სახელმწიფოდ აქცია, ჰიტლერი გაანადგურა. რუსეთი და კაცობრიობა გადაარჩინა”.

იუჰო პაასიკივი, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი:

“სტალინი ისტორიაში სახელმწიფოს ერთ-ერთი შემოქმედია. გენერალისიმუს სტალინთან მრავალგზის შეხვედრებისა და მოლაპარაკებების საშუალება მქონდა. მე ამ შეხვედრებზე ძალზე სასიამოვნო მოგონებები შემომრჩა”.

ენტონი იდენი, დიდი ბრიტანეთის საგრეო საქმეთა ყოფილი მინისტრი:

“სტალინმა თავდაპირველად შთაბეჭდილება თავისი ნიჭიერებით მოახდინა და მასზე აზრი არ შემცვლია. მასზე ღაღადებდა თვითონ მისი პიროვნება, რომლის შეფასებაც გაზვიადებას არ საჭიროებდა. მას ჰქონდა კარგი ბუნებრივი, ეტყობა, ქართული წარმომავლობის მანერები. სტალინი ღრმად იყო ჩახედული ყველა საკითხში, რომელთანაც შეხება ჰქონდა. ის წინდახედულებითა და ოპერატიულობით გამოირჩეოდა. ყოველივე ამის უკან უეჭველად იდგა ძალა”.

ჯოზეფ დევისი, აშშის ყოფილი ელჩი საბჭოთა კავშირში:

“ი. სტალინი, როგორც ჭეშმარიტად დიდი ადამიანი, მეტად თავმდაბალი და მოკრძალებულია. ის უარყოფს მისდამი გამოთქმულ ყოველგვარ ქება-დიდებას უდიდესი სამრეწველო ობიექტების აშენებისათვის, რომელთა ნახვაც მე მომიწია, და მიაჩნია ისინი ქვეყნის ათასობით ინჟინერ-ტექნიკოსთა, თანამოღვაწეთა და მუშა-მოსამსახურეთა დაძაბული შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგად…. რომ არა მოვლენათა მისეული განჭვრეტა, კეთილგონიერება და დაუოკებელი ნებისყოფა, შეუძლებელი იქნებოდა მძლავრი საბჭოთა შეიარაღებული ძალების შექმნა, რომელმაც საშუალება არ მისცა ჰიტლერს, საბჭოთა კავშირის დამარცხების შემთხვევაში ბატონობა დაემყარებინა ევრაზიაზე, საბოლოოდ, აფრიკასა და მათ მიმდებარე ზღვებზე”.

ანდრეი გრომიკო, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი:

“სტალინის ყურადღება, მეხსიერება, დღევანდელ შედარებას თუ მოვიშველიებთ, ელექტრონულ გამომთვლელ მანქანას მოგაგონებდათ, რომელიც არაფერს გამოტოვებს ხოლმე. მას ნათელი, არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა”.

ჰენრი კისინჯერი, აშშის ყოფილი სახელმწიფო მდივანი:

“სტალინის სიტყვებში გამოსჭვივის აზრისა და მოქმედების მიზანსწრაფული სისასტიკე, რაც კომუნისტური იდეოლოგიის ურყევი ერთგულების შედეგია. სტალინი მგზნებარე რევოლუციონერი, გულმშვიდი, აღუშფოთებელი სტრატეგი იყო. მან რუსეთი მეოცე საუკუნეში ზესახელმწიფოდ აქცია, ისე, როგორც რიშელიემ საფრანგეთი მეჩვიდმეტე საუკუნეში”.

ჰარი ჰოპკინსი, აშშის პრეზიდენტ . რუზველტის მრჩეველი:

“სტალინს რამე რომ დამართნოდა, როგორი შედეგები გვექნებოდა?! ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ შეგვეძლო დავყრდნობოდით მის გონებას, გრძნობას და გაგებას”.

ჯორჯ ქენანი, აშშის ყოფილი ელჩი საბჭოთა კავშირში:

“სტალინს, როგორც ჭეშმარიტ ქართველ გმირს, შეეძლო დიდი და კარგი მეგობარიც ყოფილიყო და შეურიგებელი საშიში მტერიც. მისთვის ძნელი იყო, მეგობარსა და მტერს შორის რაღაც შუალედური ყოფილიყო”.

კორდელ ჰელი, აშშის სახელმწიფო მდივანი ომის წლებში:

“სტალინი გასაოცარი პიროვნებაა. ის დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი ნიჭითა და გონებით. აგრეთვე, პრაქტიკულ საკითხთა არსის წვდომის უნარით. ის, რუზველტთან და ჩერჩილთან ერთად, ერთ-ერთია იმ ლიდერთაგან, რომლებსაც მხრებზე აწვებათ ისეთი პასუხისმგებლობა, რომლის მსგავსი არც ერთ ადამიანს არ დაეკისრება უახლოეს 500 წელიწადში”.

დიმიტრი უსტინოვი, მარშალი, სსრ კავშირის შეიარაღებისა და თავდაცვის ყოფილი მისნისტრი:

“სტალინს უდიდესი, ყოვლისმომცველი, იშვიათი მეხსიერება ჰქონდა, მას დეტალურად ახსოვდა ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო ამა თუ იმ განსახილველ საკითხთან და შემუშავებული გადაწყვეტილებებისა ან შეფასებებისგან არავითარ გადახვევას, გადახრას არ უშვებდა. მან წარმატებით შეძლო მმართველობის ყველა რგოლის შეთანხმებული, გამართული, მოწესრიგებული მუშაობის აწყობა, მიღებული გადაწყვეტილებების უეჭველი შესრულება”.

ნიკოლაი ბაიბაკოვი, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე:

“სტალინი ყველა წვრილმან საკითხშიც კი ღრმად წვდებოდა და ერკვეოდა; შეეძლო, უშეცდომოდ გამოევლინა, ჭეშმარიტად რას ფიქრობდა მასთან მოსაუბრე, ვერ იტანდა ზოგად და მყვირალა ფრაზებს და გამოთქმებს. სტალინთან რომ გელაპარაკა, საჭირო იყო საუბრის თემის ღრმა ცოდნა, უნდა ყოფილიყავი მეტად კონკრეტული და გქონოდა საკუთარი აზრი განსახილველ საკითხზე. თავის შეკითხვებით ის უბიძგებდა მოსაუბრეს, მთელი სისრულით გაეხსნა საკითხის არსი.

არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, სტალინს რომ ხმა აემაღლებინოს და ვინმესთან გაღიზიანებული, უხეში ტონით ესაუბროს. ის არასოდეს დაუშვებდა, რომ მოსაუბრეს თავი უხერხულად ეგრძნო და დაბნეულიყო შიშისაგან”.

 ალექსანდრე გოლოვანოვი, ავიაციის მთავარი მარშალი:

“არ მახსოვს, მას ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს, დაემცირებინოს, ის ფაქტს იმახსოვრებდა _ კარგსაც და ცუდსაც, იმას, რასაც კაცზე ფიქრობდა. პირში თქმის უნარი სტალინის განმასხვავებელი ნიშანი იყო”.

ივანე ბარდინი, აკადემიკოსი:

“სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამხანაგი სტალინი საბჭოთა შავი მეტალურგიის შემქმნელია. …როგორი გენიალური გამჭრიახობით შეარჩევს ხოლმე ამხანაგი სტალინი მომენტს სახელმწიფო ხომალდის საჭირო მიმართულებით შემოსაბრუნებლად, როგორ გაბედულად მიჰყავს მას ქვეყანა პროგრესის გზით! ხალხის აზრის ამოცნობის როგორი უნარი შესწევს! როგორი ენერგიით, როგორი აქტიურობით გამოირჩევა ეს ადამიანი! სტალინი _ ეს სახელი საუკუნეებს გაუძლებს. ამ ადამიანის საიდუმლოებას თაობები შეისწავლიან”.

ალექსეი ბახი, აკადემიკოსი:

“…მითხრა, რაში ვიყავი მართალი და აღნიშნა ჩემი პოზიციის სუსტი მხარეებიც. მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ ცხადყო, რომ იოსებ ბესარიონის ძის გადაწყვეტილება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. რას შეიძლება შევადარო ამხანაგ სტალინთან ჩემი პირველი შეხვედრა და საუბარი, რომელიც 45 წუთს გაგრძელდა? ჩემი ხანგრძლივი და შეხვედრებით მდიდარი ცხოვრების განმავლობაში ასეთი საუბარი არასოდეს მქონია, მსგავსი არაფერი მახსოვს, აზრის სიცხადის, საქმის არსში ღრმა წვდომის თვალსაზრისით”.

პავლე ერმოლინი, გენერალი, სტალინის თანაშემწე სამხედრო საკითხებში:

“მე, როგორც სამხედრო სპეციალისტს, სტალინში მაცვიფრებდა ის, რომ ფორმალურად სამოქალაქო კაცი, გენიალურად, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით (მე არ მეშინია ამ სიტყვის თქმის, რომელიც სტალინს ყველაზე ზუსტად ახასიათებს), ერკვეოდა სამხედრო საკითხებში. სტალინი ღრმად და მასშტაბურად იცნობდა სამხედრო ეკონომიკის, სტრატეგიისა და ტაქტიკის სფეროებსაც და ყველას აოცებდა განსახილველი ამოცანების დასმისა და ახსნის მკაფიოობით”.

ჰენრი არნოლდი, გენერალი, აშშის დელეგაციის წევრი პოტსდამის კონფერენციაზე:

“სტალინმა გამაკვირვა ჩვენი თვითმფრინავების ცოდნით. იგი მათ თავისებურებებს, შეიარაღებისა და ჯავშნის დეტალებს უფრო უკეთ იცნობდა, ვიდრე ჩვენი საჰაერო ძალების ბევრი დაწინაურებული ოფიცერი. სტალინი ჭეშმარიტად ფოლადის ადამიანი იყო, უშიშარი, ბრწყინვალე გონების, სწრაფი აზროვნებისა და რეაქციის, შეუბრალებელი, დიდი ლიდერი და გაბედული”.

ალექსანდრე ზინოვიევი, ყოფილი დისიდენტი, პროფესორი:

“დიდ სამამულო ომში გამარჯვება მხოლოდ კომუნისტური სისტემის წყალობით შეგვეძლო, მე ხომ ომში პირველივე დღეებიდან ვმონაწილეობდი, მთელი ომი გამოვიარე, ვიცი, რა და როგორ იყო. სტალინი, სტალინური ხელმძღვანელობა რომ არ ყოფილიყო, ჩვენ უკვე 1941 წელს გაგვანადგურებდნენ”.

პიტერ უსტინოვი, ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი:

“სტალინის გარდა, ალბათ, არავის შეეძლო ომში გაეკეთებინა ის, რაც მან გააკეთა ისეთი ულმობლობით, ისე მოქნილად და ისე მიზანსწრაფულად, როგორც ამას მოითხოვდა არაადამიანურ მასშტაბებში ომის ასე წარმატებით წარმართვა”.

ადოლფ ჰიტლერი, გერმანიის კანცლერი:

“უდავოდ გვმართებს, სტალინს ჯეროვანი პატივისცემით მოვეკიდოთ, ის გენიალური ტიპია”.

იოახიმ რიბენტროპი, ფაშისტური გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი:

“ჩვენი მთავარი მტერი საბჭოთა კავშირია, სტალინი კი, როგორც სტრატეგი და სახელმწიფო მოღვაწე, უფრო ნიჭიერია, ვიდრე ჩერჩილი და რუზველტი, ორივე ერთად აღებული”.

ჰაინრიხ მიულერი, ფაშისტური გერმანიის გესტაპოს შეფი:

“მხოლოდ იმაზე დავფიქრდეთ, რისი გადატანა მოუხდა, მის (სტალინის _ გრ. ონიანი) სისტემას ბოლო 2 წლის მანძილზე. არადა, როგორი ავტორიტეტით სარგებლობს ის ხალხის თვალში. სტალინი ახლა სულ სხვა მხრივ წარმომიდგება, ის დასავლეთის სახელმწიფოების ყველა ლიდერზე განუზომლად მაღლა დგას”.

პაბლო პიკასო, მხატვარი:

“მასში იყო სახელმწიფო კაცის _ იულიუს კეისრის ჭკუა და მარკუს ოქტავიუსის ეშმაკობა, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრული გენიალურობა, ციცერონის ორატორული დამარწმუნებულობა და ლაკონურობა, მაგრამ ის მათზე მაღლაა, გაცილებით მაღლა. მასში ისინი, ყველანი, იყვნენ… და, თუ მსოფლიოს ისტორიაში სამი-ოთხი ადამიანი დარჩება, ერთი მათგანი უეჭველად სტალინი იქნება”.

მკითხველი, ალბათ, ნათლად წარმოიდგენს იმ ჯაშუშური ქსელისა და რუსეთში ჩათესლილი მეხუთე კოლონის მიზანმიმართულ ბრძოლას სტალინის წინააღმდეგ, რომლებმაც ბრძოლის წინა ხაზზე წამოსწიეს დოლარებს დახარბებული ტროცკისტი მენშევიკების ნაძირალა ნაშიერები, რომლებიც არად აგდებდნენ თავიანთი ქვეყნის შემქმნელისა და აღმშენებლის დიად სახელს.

გრიგოლ ონიანი

6 COMMENTS

  1. ჩვენი დღევანდელი საზოგადოების უბედურებაისაა, ჯეროვან ადგილს რომ ვერ უჩენთ
    ამ ისტორიულ პიროვნებას.

  2. დიდებულია,გმადლობთ,ბატონო გრიგოლ.ნეტა ვინმემ წააკითხოს ეს იმ უვიცებს სხვა და სხვა საიტებზე რომ ლანძგავენ გენიოსს.

  3. სტალინის ლანძღვა მოდაშია,ამით გვიმტკიცებენ რომ,თვითონ უფრო ჭკვიანები არიან,ჩანს კიდეც რა ქვეყანა ააშენა სტალინმა და რად გადააქციეს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here