Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი კვირიკაშვილი: გამოვდივართ ინიციატივით, რომ ქორწინება გარანტირებული იყოს ქვეყნის კონსტიტუციის დონეზე

გიორგი კვირიკაშვილი: გამოვდივართ ინიციატივით, რომ ქორწინება გარანტირებული იყოს ქვეყნის კონსტიტუციის დონეზე

554

 “კოალიციაქართული ოცნებისპოლიტსაბჭო მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა”, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 7 მარტს კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

“კოალიცია “ქართული ოცნების” დღევანდელი სხდომის განხილულ საკითხთა შორის უმთავრესი იყო ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების, საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს. პოლიტსაბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების დაწყებას მხარი დაუჭირა. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვადასტურებთ კოალიციის ერთგულებას პრინციპისადმი, რაც გულისხმობს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით მიუღებლობას და აღკვეთას. გამოვდივართ ინიციატივით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვა, როგორიც არის ქორწინება, გარანტირებული იყოს ქვეყნის კონსტიტუციის დონეზე”, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

1 COMMENT

  1. gana am temis aseti gaaktiureba ar gvichvens tu ra mdgomareobashia dges sakartvelo?? visi monobis kvesh gapas suls?? komunistebis dros rom moganatreben martla adamians, tumca ras verchit komunistebs aseti garkvnileba , adaminiebis ase abuchad agdeba sad iko mashin exla rom bevrs gahkvirian es xlisti liberastebi da axalgazrdobas zombebad akceven? komunistebis dros gavizarde da maxsovs kargad im dros rogori mshvidi cxovreba gvkonda, ar iyo simdidre da puli da garyvnileba ase mashtaburi…ikmneboda sauketeso kartuli xelovnebis nimushebi, mecniereba da ra dargi gindat rom ar kvaoda , martlac kvaoabda, ab exla vitardeba sakartveloshi raime?? adamienbi ertmanes da sxvebsac mosaklavad imeteben ise rogor chitebs..es aris cxovreba???? sanagve bunkerebshi rom ikekebian da matxovari bavshvebit tu moxucebit savse rom aris kuchebi??? da kidev ramdeni ubedureba

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here