Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

1301

5. რატომ მოკლეს პრეზიდენტი ჯონ კენედი, ხოლო პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი _ არა

ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, თორემ უეჭველად სათითაოდ ჩამოგვახრჩობენ

ბენჯამინ ფრანკლინი

სამწუხაროდ, ფსს დამოუკიდებლობა არ არის ურყევი. საოპერაციო კომიტეტის მოქმედებათა თავისუფლება ღია ბაზარზე გარანტირებულია კანონით და შეიძლება შეიზღუდოს სხვა კანონით.

ალან გრინსპენი, ფსს თავმჯდომარე

პრეზიდენტი, ტეხასის შტატის გუბერნატორი და მათი მეუღლეები ღიმილით ხელს უქნევდნენ მათ შესახვედრად გამოსულ ამერიკელებს. მზიანი დღე, მშვენიერი ამინდი. ოტელ “ლინკოლნ კონტინენტალიდან” მშვენიერი ხედი იშლებოდა. შეიძლებოდა კარგი კადრების გადაღება, ამიტომ ნელა მიმავალ კორტეჟს ათობით ფოტოგრაფი და ოპერატორი იღებდა, რომელთა შორის ბევრი იყო მოყვარული. ავტომანქანის უკანა სავარძელზე _ პრეზიდენტი და მისი მეუღლე, წინა გადმოსაწევ სავარძლებზე _ გუბერნატორი მეუღლითურთ. შესანიშნავი განწყობა, დალასი სადღესასწაულოდაა მორთული. ხმაური, მისალმებები. სწორედ ამიტომ ვერ გაიგონა ჟაკლინ კენედიმ მშრალი, ავტომობილის გამონაბოლქვის მსგავსი ხმა. ყურადღება ხალხზე გადაიტანა, ხელს იქნევდა და მხოლოდ სალონის მხარეს შემობრუნებისას დაინახა, რომ მეუღლის სხეული მისი მხარისკენ ვარდებოდა. პრეზიდენტს სახე დაემანჭა, მარჯვენა ხელი კისერზე იტაცა, რომლიდანაც სისხლი მოჩქეფდა.

ღმერთო ჩემო, რა ჩაიდინეს? _ განწირული ყვიროდა ჟაკლინი. _ ღმერთო ჩემო, ჯეკი მოკლეს! ჩემი ქმარი მოკლეს! ჯეკ! ჯეკ!

უცნობმა, რომელიც სარეკლამო აბრის წინ იდგა, ის წუთია, თავისი ქოლგა გახსნა. ცაში ღრუბელიც კი არ ჩანს, 20 გრადუსი სითბოა, ანუ არ ცხელა. რისთვის გახსნა მან ქოლგა? რატომ აკეთებს ქოლგით გაუგებარ მოძრაობებს? ამის შესახებ იმ მომენტში არავის უფიქრია

წინ ცოლის ხელებზე დაეცა გუბერნატორი ჯონ კანელი: სისხლიანი ლაქა მის ტანსაცმელზე იზრდებოდა. კარგ დროს დაეცა! მეორე ტყვიამ აშშ-ის პრეზიდენტი განგმირა. ჟაკლინ კენედიმ დაინახა, რომ მისი ქმრის თავის ქალის ნაწილი უკან, “ლინკოლნის” წაგრძელებულ ბამპერზე დავარდა. იმის გაუცნობიერებლად, რას აკეთებდა, პრეზიდენტის ცოლმა მომაკვდავი ქმარი მიატოვა და მანქანის საბარგულზე გადავიდა ქმრის სისხლიანი თავის ქალის ნაწილის ასაღებად…

სასიკვდილოდ დაჭრილი პრეზიდენტი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც იგი თავდასხმიდან 35 წუთის შემდეგ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა…

1963 წლის 22 ნოემბერი, 12 საათი და 35 წუთი, ქალაქი დალასი, შტატი ტეხასი, პრეზიდენტ კენედის მკვლელობა. ალბათ, ყველაზე ცნობილი და ყველაზე საიდუმლოებით მოცული. 45 წელზე მეტი გავიდა და დღემდე არ არის პასუხი კითხვაზე: ვინ მოკლა თეთრი სახლის 35- მეთაური?

არსებობს ოფიციალური ვერსია, რომლის მიხედვით ჯონ კენედი იტალიური წარმოების “მანლიჰერ-კარკანოს” სნაიპერული შაშხანით მოკლა ლი ჰარვი ოსვალდმა, მარტოხელა მკვლელმა. ქილერმა გაისროლა სკოლის წიგნსაცავის მეექვსე სართულიდან, სადაც იგი მუშაობდა. რადგან გამოცანათა რაოდენობა ამ ისტორიაში ყველა საზღვარს სცდება, ამერიკელთა უმრავლესობას თავისი პრეზიდენტის სიკვდილის ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამისთვის საფუძველიც აქვთ.

უცნაურობები ტრაგედიის კვალზევე დაიწყო. პოლიციამ ალყა შემოარტყა მკვლელობის ადგილს და მაშინვე მიხვდა, რომ სნაიპერმა სწორედ წიგნსაცავის შენობიდან ისროლა, სადაც პოლიციელებმა ღია ფანჯარასთან სამი მასრა და შაშხანა იპოვეს, რომელიც ლი ჰარვი ოსვალდის სახელზე იყო რეგისტრირებული. მოგვიანებით გაირკვა, რომ თოფზე მისი თითის ანაბეჭდებიც კი იყო. კენედის სიკვდილიდან 40 წუთში პოლიციამ შეიტყო სავარაუდო მკვლელის სახელი, გარეგნული ნიშნები და საცხოვრებელი ადგილი. არანაირი სირთულე საუკუნის დანაშაულის გახსნისას არ ყოფილა. მკვლელს არ შეუცვლია გარეგნობა, არ დამალულა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ იცოდა ოსვალდის სახლის მისამართი, რატომღაც არ გაგზავნა მის ბინაში აგენტები. ოსვალდი დაინახეს ქუჩაში. პოლიციის სერჟანტმა ჯონ ტიპიტმა შეამჩნია აღწერილობით მსგავსი ადამიანი და მისი დაკავება სცადა. ოსვალდმა ამოიღო პისტოლეტი, პოლიციელს ესროლა და მოკლა. დალასის საპოლიციო წესების დარღვევა გამაოგნებელია: პოლიციის მანქანაში ორი პოლიციელი უნდა ყოფილიყო, არადა, ტიპიტი მარტო იყო. შემდეგ კინოთეატრ “ტეხასის” შენობას, რომელშიც ლი ჰარვი ოსვალდი იმალებოდა, პოლიციამ ალყა შემოარტყა, იგი დააპატიმრეს, მაგრამ უკვე სროლების გარეშე: ოფიციალური ვერსიით, ოსვალდის პისტოლეტმა არ გაისროლა. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. არსებობს მკვლელობის მომენტის ამსახველი 26-წამიანი სამოყვარულო კინოფირი, რომელიც აბრაჰამ ზაპრუდერმა გადაიღო და რომლის წყალობითაც კენედის სიკვდილის სცენა გამოწვლილვით შეისწავლეს. ოფიციალური ვერსიით, სამი ტყვია გაისროლეს (პირველი _ აცილება, მეორე _ პრეზიდენტის კისერში, რიკოშეტით _ გუბერნატორის მკერდში, მაჯასა და მენჯში, მესამე კი კენედის თავში მოხვდა). ფირზე აშკარად ჩანს, რომ პრეზიდენტის სხეული მეორე გასროლის მომენტში უკან ვარდება. ხოლო წიგნსაცავი კორტეჟის უკან მდებარეობდა და ტყვიას, რომელიც იქიდან გაისროლეს, სხეული წინ უნდა გადაეგდო. ეს ფიზიკის კანონებია და მათი გაუქმება პრეზიდენტების გამოც კი შეუძლებელია.

ზაპრუდერის ფირის ანალიზისას კიდევ უფრო უხერხული კითხვები ჩნდება. გამოდის, რომ ყველა გასროლაზე მკვლელს დაახლოებით ხუთი წამი დასჭირდა. ნახევრადავტომატური ტელესკოპური სამიზნის მქონე შაშხანისთვის ეს სრულიად შეუძლებელია, რადგან ყოველი გასროლის შემდეგ იარაღის გადატენვაა საჭირო. სამი გასროლის განსახორციელებლად მინიმალური დრო ოსვალდისნორმატივსაღემატება. სპეციალურად მოწვეულმა სნაიპერებმაც კი ვერ შეძლეს ხუთ წამში სამი ტყვიის გასროლა. ეს შედეგი გინესის რეკორდების წიგნს იმსახურებს. მოძრავ სამიზნეში სროლა ამგვარი სისწრაფითა და სიზუსტით ნებისმიერ ოსტატს შეშურდებოდა, მაგრამ ყველა, ვინც ოსვალდს იცნობდა, ამბობდა, რომ, მიუხედავად საზღვაო ქვეითებში ნამსახურობისა, იგი ცუდი მსროლელი იყო.

მაგრამ რა ექნა გამოძიებას, თუ წიგნსაცავში სამი მასრა იყო? ამ უცნაურ შეუსაბამობაზე თვალი დახუჭეს, როგორც ბევრ სხვაზე. ჩვენ ხშირად მოგვისმენია “ფარაონის წყევლის” შესახებ, რომლის წყალობითაც ყველა, ვინც ტუტანჰამონის აკლდამის აღმოჩენაში მონაწილეობდა, სწრაფად და იდუმალებით მოცულ ვითარებაში დაიხოცა. ჯონ ფიცჯერალდ კენედის არ ჰქონია აკლდამა, მაგრამ ყველა, ვისაც არ გაუმართლა და ტერაქტთან ჰქონდა შეხება, საკმაოდ უცნაურ გარემოებაში დაიხოცა. ერთმა ცნობისმოყვარე მეცნიერმა გამოთვალა, რომ გარდაცვალებათა ამ ჯაჭვის მათემატიკური ალბათობა შეადგენდა 1/100 ათას ტრილიონზე. ეს კი ნიშნავს, რომ მომხდარი ფაქტი მოვლენათა ბუნებრივი განვითარების შედეგი ვერ იქნებოდა.

კენედის წყევლისპირველი მსხვერპლი მისიოფიციალურიმკვლელი ლი ჰარვი ოსვალდი გახდა. ცხელ კვალზე დაკავებული უარყოფდა თითქოსდა აშკარა მტკიცებულებებს.

“მე არ მომიკლავს პრეზიდენტი კენედი. მე არავინ მომიკლავს. არ ვიცი, ეს ყველაფერი რას ნიშნავს…” _ ამბობდა იგი. ადვოკატის გამოძახების უფლება მას არ მისცეს. ოსვალდმა კენედის მკვლელობა არ აღიარა, ხოლო პრეზიდენტის სიკვდილიდან ორ დღეში, ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანისას, ოსვალდი მოკლეს, მკვლელი იყო ჯეკ რუბინშტეინი (ჯეკ რუბი).

დაფიქრდით: ადამიანთან, რომელიც პრეზიდენტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, მიუშვეს ქუჩიდან მოსული პირი, რომელმაც იგი მოკლა!

ესროლა ახლოდან: 38-ე კალიბრის რევოლვერი ნეკნებქვეშ მიადო. და ეს მოხდა გამოძიების საწყის ეტაპზე, ქვეყანაში, სადაც მკვლელობის მოწმის ან თავად მკვლელის დაცვის მკაცრი წესებია დადგენილი.

არარეალურია, წარმოუდგენელი, მაგრამ ნამდვილად ასე მოხდა.

ლი ჰარვი ოსვალდი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა სასწრაფოდ გადაიყვანეს ციხეში. საიდუმლო სამსახურის მთავარმა აგენტმა ფორესტ სორელზმა დაინახა სისხლში მცურავ ოსვალდთანუცნობი პოლიციელი სამოქალაქო ტანსაცმელში”, რომელიც მუხლებზე იდგა. იგი დაზარალებულს ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა. აგენტი სორელზი არ იცნობდა ამ ადამიანს. ხელოვნური სუნთქვის რამდენიმე მცდელობის შემდეგ დაჭრილის მუცლიდან სისხლმა იფეთქა, რამაც ლეტალული შედეგი დააჩქარა. ლი ჰარვი გარდაიცვალა

იქნებ აშშში არასდროს მოუკლავთ პრეზიდენტი?

შესაძლოა, ეკონომიკასა და პოლიტიკაში უმძლავრეს ზესახელმწიფოს მნიშვნელოვანი პერსონების დაცვასა და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა?

არა! შეერთებული შტატების ისტორია სავსეა სამწუხარო თარიღებით. ჯონ კენედი აშშ-ის მეოთხე პრეზიდენტია, რომელიც მკვლელის ხელმა იმსხვერპლა. კენედიმდე მოკლეს აბრაჰამ ლინკოლნი, ჯეიმს გარფილდი და უილიამ მაკკინლი. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა პრეზიდენტის დაცვა რომ ვერ შეძლეს, მის ხელთ ჩავარდნილი ეჭვმიტანილის სიცოცხლეს თვალის ჩინივით უნდა გაფრთხილებოდა.

თუმცა საშინელი სასწაულები ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდა. ორი წლის განმავლობაში უცანურმა გარემოებებმა სამოცდაორი მნიშვნელოვანი მოწმის სიცოცხლე შეიწირა _ იმ ადამიანებისა, რომლებსაც ამ საქმის გარშემო ბევრი რამის თქმა შეეძლოთ.

აი, მხოლოდ ზოგიერთი ფაქტი:

* ჯეკ ჰანტერი, პოლიციელი, რომელიც ოსვალდის მკვლელობისთანავე მის ბინაში მივიდა, მოკლულია პოლიციის განყოფილებაში. პოლიციელს თითქოს შემთხვევით გაუვარდა იარაღი.

* ჯემ კოსერი, ჟურნალისტი, რომელმაც ჰანტერთან ერთად ოსვალდის ბინა დაათვალიერა, საკუთარ სახლში მოკლეს.

* ტაქსისტი, რომელმაც ოსვალდი პრეზიდენტის მკვლელობის დღეს წიგნსაცავიდან სახლამდე მიიყვანა, ერთი კვირის შემდეგ ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

* საკვანძო მოწმე ლი ბაუერსი, რომელმაც დაინახა, როგორ გაისროლა ღობის მეორე მხრიდან “ორმა მამაკაცმა”, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

* მეძავი როუზ შერამი, რომელმაც ღამე მთვრალ ცსს-ის აგენტთან გაატარა და რომელმაც მას აუწყა, რომ “ორ დღეში პრეზიდენტ კენედის მოკლავენ”, ასევე ავარიაში მოყვა; მძღოლი, რომელიც მას დაეჯახა, ვერ იპოვეს.

* ქირურგი, რომელმაც პრეზიდენტის გვამი გაკვეთა და ეს ოპერაცია ფირზე გადაიღო, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ცაცია ექიმ-თვითმკვლელს იარაღი მარჯვენა ხელში ედო. ჩანაწერიანი ფირი გაქრა.

საუბედუროდ, ბედისწერას ვერც ოსვალდის მკვლელი ჯეკ რუბინშტეინი გაექცა. კენედის გარდაცვალებიდან ოთხ თვეში, 1964 წლის 14 მარტს, მას სიკვდილით დასჯა შეუფარდეს, მაგრამ მან სააპელაციო სარჩელი შეიტანა და სასამართლო მოიგო. 1967 წლის დეკემბერში, როდესაც რუბი ახალი სასამართლოს თარიღის დანიშვნას ელოდებოდა, უეცრად კიბო აღმოუჩინეს. 1967 წლის 3 იანვარს იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯეკ რუბის სიკვდილთან ერთად საეჭვო უცნაურობებისა და წარმოუდგენელი დამთხვევების გორგალის გახსნის შესაძლებლობაც გაქრა.

ხოლო “სასწაულები” სრული სვლით გრძელდებოდა.

* გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ჯეკ რუბენშტეინმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ დოროთი კალოგენს. პირისპირ საუბარი საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, მაგრამ კალოგენმა რატომღაც არ გამოაქვეყნა ინტერვიუ, თუმცა ეს ასპროცენტიანი სენსაცია იქნებოდა. თვითონ იგი უეცრად დაიღუპა ნარკოტიკული საშუალებების გადაჭარბებული დოზის მიღებისგან, თუმცა მანამდე ნარკოტიკები არასოდეს მოუხმარია.

* ნელი კონელიმ, ტეხასის გუბერნატორის ცოლმა, საკუთარი თვალით იხილა, რომ ტყვია, რომელიც კენედის მანქანაში მის მეუღლეს მოხვდა, “სრულიად სხვა მხრიდან” იყო ნასროლი. მისი ჩვენება არც კი ჩაწერეს.

* ამ “მეორე” ტყვიის ფრენის ტრაექტორია გამოძიებამ ისე ჩახლართულად დახატა, რომ პრესაში მას “ჯადოსნური ტყვია” შეარქვეს. თავად განსაჯეთ: პრეზიდენტის კისერში მოხვედრის შემდეგ, ტყვია რიკოშეტით გუბენატორს მკერდში, მაჯასა და ბარძაყში მოხვდა.

* კენედის სიკვდილის მოწმეთა სამი მეოთხედი _ ქალაქის მცხოვრებნი, პოლიციელები, ექიმები _ ყველა ამტკიცებდა: გასროლა სამზე მეტი იყო, სროლები ხორციელდებოდა წინიდან და არა უკნიდან, როგორც ჩანს, სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა მიმართულებიდან ისროდა, მაგრამ გამოძიება ჯიუტად ეჭიდებოდა მარტო ოსვალდის სამი გასროლის ვერსიას.

* ფირებზე, რომლებზეც მკვლელობის მომენტია ასახული, ჩანს, რომ კორტეჟის მოტოციკლისტები სროლის ხმის გაგონებისთანავე გაეშურნენ არა უკან, სადაც ის წიგნსაცავია, საიდანაც, გამოძიების მტკიცებით, ოსვალდი ისროდა, არამედ წინ, ხიდისკენ, სადაც დაინახეს (ან გაიგონეს) მთავარი საშიშროება.

* ექიმმა რობერტ მაკლილანდმა, რომელმაც პირველმა დაათვალიერა კენედის სხეული, ჩაწერა: “ტყვია მოხვდა კისერში, გამომავალი ხვრელი _ კეფაზე”. გფბ-სთან საუბრის შემდეგ მან განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა.

* კენედის ტვინი, რომელიც ერთ ხანს შენახული იყო და რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა დადგენა, საიდან მოფრინდა ტყვიები, უცნაურად გაქრა.

* ასევე უცნაურად გაქრა ტყვიებიც, რომლებითაც მოკლეს აშშ-ის პრეზიდენტი. სისხლის სამართლის საქმეში არაფერი იყო. როგორც ხელისუფლების პრესსამსახური ამტკიცებდა, ტყვიები… “პრეზიდენტის სხეულში გაიწოვა”. ეს სრული სერიოზულობით ითქვა, თითქოს მოკლული კენედი ტერმინატორი იყო და არა ჩვეულებრივი მოკვდავი.

1963 წლის 29 ნოემბერს მეთაურად ავტომატურად გამოცხადებულ ვიცეპრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის ბრძანებით, შეიქმნა პრეზიდენტ კენედის მკვლელობის გარემოებების საგანგებო საგამოძიებო კომისია. შვიდწევრიანი კომისიის (ორი სენატორი, წარმომადგენელთა პალატის ორი წევრი, ცსს-ს ყოფილი ხელმძღვანელი ალენ დალასი და ბანკირი ჯონ მაკლოი) ხელმძღვანელად აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ერლ უორენი დაინიშნა. კომისიამ 550 მოწმე დაკითხა, მიიღო სასამართლო და სამართალდამცველი ორგანოებისგან სამი ათასზე მეტი ანგარიში, რომლებმაც, თავის მხრივ, დაახლოებით ოცდაექვსი ათასი გასაუბრება ჩაატარეს. მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ოცდაექვს ტომს შეადგენდა. მაგრამ ანგარიში, რომელსაც ნათელი უნდა მოეფინა “საუკუნის დანაშაულის” საიდუმლო გარემოებებისთვის, მხოლოდ მკვეთრად აკრიტიკებდა ცსს-ს, გფბ-სა და დალასის პოლიციას იმის გამო, რომ მათ ვერ მოახერხეს პრეზიდენტის დაღუპვის თავიდან აცილება, რომელიც მარტოხელა მკვლელმა ლი ჰარვი ოსვალდმა სისტემა “კატკანოს” ტიპის შაშხანიდან განხორციელებული სამი გასროლით მოკლა…

თუმცა საკითხი ამით არ დაიხურა. გამოძიების დასკვნების აშკარა უცნაურობა, უამრავი ფაქტის უგულებელყოფა, თითქმის ყველა მოწმის სიკვდილი ისე აღმაშფოთებელი იყო, რომ 1979 წელს აშშ-ის კონგრესმა კენედის საქმეზე ახალი სპეციალური კომისია შექმნა. მან გამოიტანა ვერდიქტი: “კენედი შეთქმულების შედეგად დაიღუპა”. კიდევ სამი წლის შემდეგ ამ გამოძიების შედეგები გაუქმდა _ სპეცსამსახურების მოთხოვნით, ისინი “არაკომპეტენტურად” გამოცხადდა.

1997 წელს კომისიის ბოლო ცოცხლად დარჩენილმა წევრმა უორენ ჯერალდ ფორდმა აღიარა, რომ კომისიის მიერ განგებ იქნა შეტანილი არასწორი მონაცემები გვამის გაკვეთის ანგარიშში. “შესწორებულ” იქნა ტყვიის ფრენის ტრაქეტორიაც. ცსს და გფბ საზეიმოდ დებენ ფიცს, “კენედის დოსიეს” მოხსნან გრიფი საიდუმლო 2003 წელს.

დანაშაულის გამოძიება დედუქციაა. დედუქცია _ ლოგიკა. ეს ეჭვმიტანილთა, ნივთმტკიცებათა და მოტივების ძიებაა. მთავარი ნივთმტკიცება კენედის მკვლელობის საქმეში თვით გამოძიებაა, მისი დასკვნები, არაკომპეტენტურობა და აჩქარება. და თანაც, მარტოხელა მოხუცი ქალი ხომ არ მოუკლავთ, მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის პრეზიდენტი მოკლეს. მოკლულის ძმა კი იმ მომენტში აშშ-ის გენერალური პროკურორი (იუსტიციის მინისტრი) იყო. მისი ძალაუფლებაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, სრულყოფილი და პატიოსანი გამოძიება რომ უზრუნველეყო. არადა, ის, რაც ჩვენთვის, საქმის თუნდაც ზედაპირული შესწავლის შემდეგ, ერთმნიშვნელოვანია, გასაგები იყო მოკლული პრეზიდენტის ოჯახისთვისაც: ბინძური საქმეა. ჩვეულებრივი ამერიკელებისთვის შეიძლება ყველაფრის ჩვენება და მოყოლა, მაგრამ მეუღლემ, ჟაკლინ კენედიმ თვითონ დაინახა, როგორ გახეთქა მკვლელის ტყვიამ ქმრის თავის ქალა. მან დაინახა, რომ ტყვია წინიდან მოფრინდა და არა უკნიდან, სადაც, პოლიციის ვერსიის თანახმად, ოსვალდი იმყოფებოდა.

კენედის ოჯახს ვერ მოატყუებდნენ. სწორედ რობერტ კენედის ჩარევის ეშინოდათ პრეზიდენტის მკვლელობის ორგანიზატორებს, რომლებმაც ასე სასწრაფოდ გაიმეტეს ტყვიისთვის ლი ჰარვი ოსვალდი. პრეზიდენტის ძმამ ჩარევა ვერ მოასწრო, მას გამოძიების მსვლელობის შეცვლის შანსი რომ არ დარჩენოდა, მთავარი ეჭვმიტანილი “ხელოვნური სუნთქვის” წყალობით საიქიოს გაისტუმრეს.

რას ნიშნავს ეს? მხოლოდ იმას, რომ პრეზიდენტის მკვლელობის ორგანიზატორები არ იყვნენ უბრალოდ შეთქმულთა ან მაფიოზთა ჯგუფის წევრები, ისინი დიდ სახელმწიფო ძალაუფლებას ფლობდნენ, იმდენად დიდს, რომ შეძლეს, აეძულებინათ აშშ-ის სამართალდამცავი მანქანა, გაეკეთებინა ყველაფერი, რათა ეს დანაშაული არ გახსნილიყო, ხოლო კენედის ოჯახს ამ ყველაფერზე თვალი დაეხუჭა.

ვის შეეძლო ამის გაკეთება? მაფიას, კუბელ ემიგრანტებს? სასხლეტზე თითის დაჭერა ყველას შეეძლო, ხოლო გამოძიების იძულება, არ შეემჩნია აშკარა ფაქტები, არ დაენახა ის, რისი დანახვაც ფირებსა და ფოტოებზე ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, არ შეეძლოთ, ისევე, როგორც ჩვენს სუკ-ს. ასეთი ძალაუფლება არ ჰქონდა არც ცსს-ს, არც გფბ-ს. ეს სტრუქტურები ხომ თვითონ წყვეტენ, ვინ ჩამოიშორონ და ვინ დატოვონ ცოცხალი, თუნდაც საზღვარგარეთ, არაფერს ვიტყვი შეერთებულ შტატებზე. ამგვარ სტრუქტურებს ყოველთვის ჰყავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ისინი არ მუშაობენ თავისით, ისინი მხოლოდ ხელები არიან, ყოველთვის არსებობს თავი და ბრძანებებსაც სწორედ ის გასცემს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. იუსტიციის მინისტრმა რობერტ კენედიმ ვერ გაბედა გამოძიების შედეგებისა და უორენის კომისიის დასკვნების უარყოფა. რატომ? იმიტომ, რომ მან იცოდა, ვინ მოკლა მისი ძმა, და ესმოდა, რომ იუსტიციის მინისტრიც კი ვერაფერს გააწყობდა. “აპატიეთ, მაგრამ არ დაივიწყოთ”, _ თქვა ერთხელ ჯონ კენედიმ. მისმა ძმამ არც აპატია და არც დაივიწყა არაფერი. რობერტ კენედიმაც გადაწყვიტა, პრეზიდენტი გამხდარიყო. და აი, მაგალითად, კიდევ ერთი მიზეზი, რომლითაც აშშ-ში პრაიმერიზი საჭირო და სასარგებლო რამაა. სანამ ეს წინასწარი არჩევნები მიდის, შეიძლება არასასურველი ფიგურისთვის ძალაუფლებისკენ მიმავალი გზის დაბლოკვა. იმის მერე, რაც ჯონ კენედიმ გააკეთა (და ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ), ამ კლანის არც ერთი წარმომადგენელი აშშ-ის პრეზიდენტი არ უნდა გამხდარიყო. რობერტ კენედიმ სცადა. იგი იყო ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი, რომელიც დემოკრატიული პარტიის სახელით პრაიმერიზში მონაწილეობდა და, ფაქტობრივად, მოიგო კიდეც. და ამით საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. 1968 წლის 4 ივნისს შტატ კალიფორნიაში წინასწარ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების აღნიშვნისას რობერტ კენედი, როდესაც ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატების კანდიდატი გახდა, სასტუმრო Ambassador -ში მოკლეს.

რობერტ კენედის სიკვდილი არანაკლებ იდუმალებითაა მოცული. “ლოსანჯელესში, რობერტ კენედის (რომელთანაც მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაკავშირებდა) მკვლელობასთან დაკავშირებით, დანაშაულის კვალი ასევე არეული იყო. მე შემიძლია ამის მტკიცება, რადგან ვიყავი პრესკონფერენციაზე ჰოსპიტალში, სადაც რობერტი გარდაიცვალა. ჟურნალისტების მცირე ჯგუფს გვაჩვენეს დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ რობერტ კენედის კეფაზე დენთისგან დამწვრობა აღენიშნებოდა. ეს დამწვრობა მხოლოდ მიბრჯნით სროლისას იყო შესაძლებელი. სერჰან სერჰანმა, რომელსაც აშშის ხელისუფლებამ რობერტის მკვლელობაში დასდო ბრალი, მას წინიდან ესროლა, ხოლო სასიკვდილო გასროლა უკნიდან განხორციელდა. ეს საკვანძო დოკუმენტი ფიგურირებდა მკვლელობის საქმეში და მხოლოდ სამი დღე ხდებოდა მისი დემონსტრირება პრესისთვის. შემდგომი გამოძიების პროცესში გაქრა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ რობერტი მისმა მცველმა მოკლა, რომელიც უკან ედგა, და მიბრჯნით ესროლა”, _ ამგვარი თვალსაზრისი გამოთქვა საბჭოთა პერიოდის ცნობილმა მიმომხილველმა ვალენტინ ზორინმა.

კვლავ საოცარ რაღაცას ვხედავთ: როდესაც ამერიკის ხელისუფლება რატომღაც აყალბებს გამოძიების შედეგებს და მალავს ჭეშმარიტებას, ანუ რობერტის მკვლელობის შესახებ სიმართლის თქმა არ შეიძლებოდა ისევე, როგორც ჯონ კენედის სიკვდილის შესახებ…

ასეთი ძლიერი სახელმწიფოს მეთაურის სიკვდილი ყოველთვის ისტორიული მასშტაბის მოვლენაა, განსაკუთრებით, ძალადობრივი სიკვდილი. ბევრი ქვეყნის ხელმძღვანელი ბუნებრივი სიკვდილით როდი გარდაცვლილა საკუთარ ლოგინში. მმართველის ძალადობრივი სიკვდილი ყოველთვის სახელმწიფო გადატრიალებაა, განსაკუთრებით, როდესაც თვითონ ხელისუფლება, რომელიც მისი მეთაურის სიკვდილის შემდეგ რჩება, ყველანაირად ცდილობს, რაღაც დამალოს.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here