Home რუბრიკები საზოგადოება ემზარ კვიციანი: თუ პრემიერთან გამოუძიებელი საქმეების მიტანა უნდოდათ, მიეტანათ 2012 წლამდე გამოუძიებელი...

ემზარ კვიციანი: თუ პრემიერთან გამოუძიებელი საქმეების მიტანა უნდოდათ, მიეტანათ 2012 წლამდე გამოუძიებელი საქმეებიც

488

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”  პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 2012 წლის არჩევნების შემდეგ გახმაურებული და გამოუძიებელი საქმეების სია გაუზავნა. „პატრიოტთა ალიანსისერთერთი ლიდერი ემზარ კვიციანი ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომნაციონალურ მოძრაობასასეთი საქმეების გახსნა თუ სურს,  2012 წლამდე  გახმაურებული და გამოუძიებელი საქმეების სიაც უნდა გაეგზავნათ პრემიერმინისტრისთვის.

„ნაციონალები” თავგასული ადამიანები არიან. რაც  ცხრა წლის განმავლობაში გააკეთეს, ყველამ კარგად ვიცით, შემდეგ რასაც აკეთებენ, ამასაც კარგად ვხედავთ. მათი თავგასულობა ხელისუფლების ბრალია, ეს პარტია საერთოდ ასაკრძალი იყო. ხელისუფლებამ  მათ თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა, ამიტომაც აკეთებენ ყველაფერს, რაც სურთ. თუ პრემიერთან გამოუძიებელი საქმეების მიტანა უნდოდათ, მიეტანათ 2012 წლამდე გამოუძიებელი საქმეებიც. 2012-მდეც და მის მერეც ჩადენილი ყველა დანაშაული გამოძიებული უნდა იყოს”, _ განაცხადა ემზარ კვიციანმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here