Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ვასაძე: იმედი მაქვს, რომ ამ საგანს არ მიიღებენ!

ლევან ვასაძე: იმედი მაქვს, რომ ამ საგანს არ მიიღებენ!

707

ლევან ვასაძე დარწმუნებულია, რომ საგანი  “მე და საზოგადოებაარის დაკვეთილი, ინსპირირებული უცხოური არასამთავრობოების მიერ.

 “ჩვენ არ გვაქვს ეს პრიორიტეტები, ჩვენს ბავშვებს სჭირდებათ უკეთესი განათლება, მეტი მათემატიკა, ფიზიკა, უცხო ენა, ისტორია, იმისთვის, რომ მათ კარგად ჩააბარონ უმაღლესში, იმისთვის, რომ ცხოვრებაში იყვნენ წარმატებულები. ეს საგნები მათ არაფრისთვის არ ამზადებს, არც ერთ უმაღლესში ჩასაბარებლად, არც ერთ პროფესიაში წარმატებისთვის. და, როდესაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე მორალური დიქტატის ფუნქციებს, ის ხდება ტოტალიტარული”, _ განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განათლების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგნის _ “მე და საზოგადოება”_ სკოლებში სწავლების შესახებ იმსჯელეს.  

ლევან ვასაძის თქმით, სახელმწიფოს ფუნქცია არ არის ბავშვის ზნეობრივი აღზრდა, როგორც კი სახელმწიფო ამაში ერევა, კარგი არაფერი ხდება. “ისტორიის ექსპერტობაც კი არ არის საჭირო, რომ ეს გესმოდეს, უბრალოდ, ორი წიგნი უნდა გქონდეს წაკითხული. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საგანს არ მიიღებენ. მე მინდა ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩემი შვილების ბედნიერი მომავალი”, _ განაცხადა ლევან ვასაძემ. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here