Home რუბრიკები პოლიტიკა სერბები ნატოს წინააღმდეგ

სერბები ნატოს წინააღმდეგ

920

ბელგრადში, პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართა აქციაარა ნატოს”, შემდეგ კი დემონსტრანტებმა სერბეთის დედაქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. მათ ხელში სერბეთის დროშები და რუსეთის პრეზიდენტის ფოტოები ეჭირათ.

1990-იანი წლების ბოლოს სერბები ძალიან დაამცირა “ცივილიზებულმა დასავლეთმა”, რომელმაც მას ძირძველი ტერიტორია (კოსოვო) წაართვა მართლმადიდებლურ სიწმინდეებთან ერთად. 1999 წელს ნატოს თვითმფრინავები რამდენიმე თვის განმავლობაში ბომბავდნენ იუგოსლავიას, რათა სერბების მიწები ალბანელებისთვის გადაეცათ. შედეგად, ათასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 400-მდე ბავშვი.

ახლა კი, როდესაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დანაშაული თითქოს დავიწყებულია, ქვეყნის პრეზიდენტმა ტამისლავ ნიკოლიჩმა ხელი მოაწერა ნატოსა და სერბეთს შორის შეთანხმებას, რომელიც ნატოს წარმომადგენლებს ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების უფლებასა და დიპლომატიურ იმუნიტეტს აძლევს.

პრემიერმინისტრმა ალექსანდრე ვუჩიჩმა კი განაცხადა, რომ “სერბეთს სჭირდება ნატოსთან თანამშრომლობა”.

ხელისუფლების მოღალატეობრივი გადაწყვეტილებით აღშფოთებული სერბი პატრიოტები პროტესტის გამოსახატავად ქუჩაში გამოვიდნენ.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათ ამერიკელების მიერ ლიბიის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი სერბი დიპლომატი, რომლებიც “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა გაიტაცეს. ამერიკელმა სამხედროებმა მშვენივრად იცოდნენ სერბი დიპლომატების ადგილსამყოფელი, მაგრამ მათ ხომ სერბეთის მოქალაქეების სიცოცხლე არაფრად უღირთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here