Home რუბრიკები საზოგადოება დაუწერელი კანონის ძალა, ანუ რატომ მიახალა ა. ჩეხოვმა ჩამყაყებულ საზოგადოებას ცნობილი ფრაზა:...

დაუწერელი კანონის ძალა, ანუ რატომ მიახალა ა. ჩეხოვმა ჩამყაყებულ საზოგადოებას ცნობილი ფრაზა: “Скверно вы живёте, господа”

563

 ახლახან ერთი უწყინარი რეპლიკა შევთავაზე თბილისის რუსულენოვან ჟურნალს (“Русский Клуб”) იმის თაობაზე, რომ ჟურნალის რესპონდენტს, ფრიად პატივცემულ ხელოვანს, უნებურად სხვა გვარი წამოსცდა საუბრისას, მაგრამ მეორე წელია, რედაქცია არ ასწორებს ამ ლაფსუსს. თავდაპირველად რეპლიკა პატივისცემით მიიღეს, თუმცა ერთი თვის შემდეგ მითხრეს, ვერ დაგიბეჭდავთოზოგჯერ დაუწერელი კანონი ოფიციალურზე მეტადჭრისდა სწორედ ამიტომაც მივმართე თვითონ ამ ჟურნალს, მაგრამ ახლა სრული უფლება მაქვს, სხვაგან დავბეჭდო. დიახ, საკითხი ისე ფაქიზია (ჯერჯერობით მეტს ვერაფერს ვიტყვი), ეს ლაფსუსი აუცილებლად უნდა გასწორდეს აქვე, საქართველოშიაი, ის რეპლიკაც:

ღია წერილი ჟურნალ “Русский Клуб”-ის რედაქტორს, ბატონ ალექსანდრე სვატიკოვს

ბატონო რედაქტორო!

მოგვიანებით, მაგრამ თქვენს მშვენიერ ჟურნალში (#9, 2014) მაინც წავიკითხე ერთობ საინტერესო ინტერვიუ ცნობილ ქართველ რეჟისორთან, საქართველოს სახალხო არტისტ გიზო ჟორდანიასთან. სამწუხაროა, რომ აქ გაიპარა ერთი დასანანი ლაფსუსი _ ბატონ გიზოს თავის საყვარელ პედაგოგზე _ ვასილ ყუშიტაშვილზე (1894_1962) საუბრისას, ალბათ, უნებურად შეეშალა იმ გამოჩენილი ფრანგი რეჟისორის გვარი, რომელმაც ჩამოაყალიბა საფრანგეთში სახელოვანი თეატრი “ატელიე”’. ცხადია, ეს იყო შარლ დიულენი (Dullin, 1885_1949) და არა ანდრე ბარსაკი (Bარსაცქ, 1909_1973). ბუნებრივია, ასეთი ლაფსუსი ყველას შეიძლება მოუვიდეს, მით უმეტეს, ინტერვიუში, მაგრამ აუცილებლად უნდა გასწორდეს _ ა. ბარსაკი 1921 წელს, როცა “ატელიე” დააფუძნა შ. დიულენმა (მის გვერდით ამ დროს ღირსეულად იდგა ჩვენი შესანიშნავი თანამემამულე, ბატონი ვ. ყუშიტაშვილი), მხოლოდ 12 წლის ბიჭუნა იყო, ამასთანავე, იგი, ა. ბარსაკი, “ატელიეშიც” მოგვიანებით მივიდა _ 1928 წელს, როცა ვ. ყუშიტაშვილს უკვე მოთავებული ჰქონდა თავისი შესანიშნავი დადგმები ამ თეატრში.

 უცნაურ ეპოქაში ვცხოვრობთ, ბატონო ალექსანდრე, უცნაურ ეპოქაში _ ამ შეჩვენებულმა კომპიუტერმა შეიძლება ისეთი ფრაზა თუ გვარი ამოაგდოს, რომელიც სრულიად მოულოდნელ ყოვლად გაუთვალისწინებელ რეაქციას გამოიწვევს და ათასგვარ კუდსაც გამოაბამენ, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება თქვენს რუსულენოვან პოპულარულ გამოცემას…

იმედია, ყოველივე ამას მიიღებთ მხედველობაში და ამ მეგობრულ-კოლეგიურ, მაგრამ აუცილებელ რეპლიკას გამომიქვეყნებთ. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ახლახან ბატონ გ. ჟორდანიაზე გამოვიდა საინტერესო მონოგრაფია, რომელშიც ნახსენებიც არ არის ეს ინტერვიუ, მაშინ, როცა მონოგრაფიის ავტორი, ცნობილი თეატრმცოდნე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ბატონი ნოდარ გურაბანიძე ერთობ უხვად იყენებს ყოველგვარ დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, ინტერვიუებსაც, რაც კი ამ ნიჭიერ რეჟისორზე ოდესმე გამოქვეყნებულა… ყოველივე ამან კი, შესაძლოა, ისიც გვაფიქრებინოს, რომ თქვენს რესპონდენტს სულაც არ წამოცდენია სხვა გვარი, რითაც, ერთი ქართული ფილმის გახმაურებული ფრაზისა არ იყოს, ნამდვილად “თავი მოგვეჭრება ევროპაში…”

პატივისცემით,

პროფ. გიორგი (გოგი) დოლიძე,

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა

და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთ. სამეცნიერო კონსულტანტი

P.S. სხვათა შორის, ნი . ყუშიტაშვილი ჩემი მასწავლებელიც გახლდათ _ თავის დროზე, როცა ახალგაზრდობაში მსახიობობა მინდოდა და მოვეწყვე კიდეც თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე . კვერენჩხილაძესთან, . წიფურიასთან, . ბერიკაშვილთან, . ღაღანიძესთან ერთად (ნი . ჟორდანიაც ჩვენს კურსზე იყო, ოღონდ _ სარეჟისოროზე), მთელი წელი მამზადებდა, ცხადია, სრულიად უანგაროდ. ბატონი ვასო ყუშიტაშვილი იმხანად ქუთაისის თეატრში მოღვაწეობდა. ეს ჩემთვის ნამდვილად დიდი სკოლა იყო და ფრიად მეამაყება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here