Home რუბრიკები ისტორია სტალინი მესამე მსოფლიო ომში

სტალინი მესამე მსოფლიო ომში

1420

მე მძულს გერმანელები, მაგრამ სიძულვილმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი მათ ობიექტურ შეფასებაში. გერმანელები დიადი ერია. ძალიან კარგი ტექნიკოსები და ორგანიზატორები არიან, დაბადებიდანვე მამაცი ჯარისკაცები. გერმანელების განადგურება შეუძლებელია, ისინი დარჩებიანამიტომ ჩვენ, სლავები, მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ გერმანელები შეიძლება კვლავ დადგნენ ფეხზე და გამოვიდნენ სლავთა წინააღმდეგ. ამიტომაა, რომ ასე მედგრად მოგიწოდებთ სლავი ხალხების კავშირისკენ”, _ ეს არის ამონარიდი 1945 წლის 23 მარტს კრემლში ჩეხოსლოვაკიელების მიღების გამო გამართულ სადილზე სტალინის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოდან.

ევროპა თვეში ჩამდგარი ქალბატონია, რომელმაც ეს-ეს არის უნდა შვას ახალი ჰიტლერი. მკითხველმა ცუდად რომ არ გამიგოს და ახალი ფიურერის დაბადება ანგელა მერკელზე არ გადაიტანოს, უნდა განვმარტო, რომ მონები ფიურერებსა და მთავარსარდლებს ვერ შობენ…

1943 წელს, სტალინგრადის ბრძოლების გმირული ეპოპეის შემდეგ, ფაშიზმის მზის ჩასვენების აღსანიშნავად გენიალური ტილო შექმნა დიდმა ესპანელმა მხატვარმა სალვადორ დალიმ, მან თავის შედევრში _ “გეოპოლიტიკური ჩვილი, რომელიც აკვირდება ახალი ადამიანის დაბადებას” _ ზრდასრულად ცნო კვერცხის ფორმის დედამიწის შუაგულში ჩასახული ადამიანი, რომელმაც კვერცხის თუ დედამიწის სფეროს კედელი გამოანგრია, რადგან მეტი სივრცე და ჰაერი სჭირდებოდა და გარეთ გამოსვლას ცდილობს. დაბადებას, როგორც ჩანს, ყველგან სისხლი სდევს და არც ამ ტილოზეა სისხლის ნაკლებობა, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ დედამიწის სფეროს შუაგულიდან სიცოცხლის დაბადებას თვალყურს ადევნებს გეოპოლიტიკოსი და მისი საჩვენებელი თითი მიმართულია ორ ზღვას შუა მდებარე კავკასიონზე, სადაც დიდმა მხატვარმა, პირობითად, სრულიად ახალი სიცოცხლის დაბადება იწინასწარმეტყველა.

ვერც ევროპა შობს ახალ ჰიტლერს და ვერც დედამიწის ქერქს გამოანგრევს ახალი სტალინი, მაგრამ, თუ რეალურად შევხედავთ მოვლენებს, დავინახავთ, რომ აშკარაა კაპიტალიზმის კრიზისი, რომელმაც თავის უფსკერო ჯურღმულებში ჩაითრია არა მხოლოდ წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნები, არამედ თითქმის მთელი მსოფლიო. რით შეუძლია იხსნას თავი კაპიტალისტურმა სისტემამ საფრთხისგან, რომელიც, ალბათ, გარდაუვალია?

ცნობილი გამოთქმა “ყოველივე ახალი კარგად დავიწყებული ძველია” მიესადაგება 1934 წლის 26 იანვარს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-17 ყრილობაზე სტალინის მიერ წინასწარმეტყველურად ნათქვამს:

“კაპიტალიზმს აღარ შეუძლია, გამოსავალი გამონახოს ახლანდელი მდგომარეობიდან მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის საფუძველზე, რის გამოც იძულებულია, მიმართოს ომის პოლიტიკას. როგორც ხედავთ, საქმე მიდის ახალი იმპერიალისტური ომისაკენ, როგორც გამოსავლისაკენ ახლანდელი მდგომარეობიდან. რასაკვირველია, არ არის საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ომს შეუძლია მისცეს მათ ნამდვილი გამოსავალი. პირიქით, მან კიდევ უფრო უნდა გაართულოს მდგომარეობა. უფრო მეტიც, ის უეჭველად ხელს გაუხსნის რევოლუციას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კაპიტალიზმის არსებობას მთელ რიგ ქვეყნებში, როგორც ამას ადგილი ჰქონდა პირველი იმპერიალისტური ომის მსვლელობისას. Dდა თუ, მიუხედავად პირველი იმპერიალისტური ომის გამოცდილებისა, ბურჟუაზიული პოლიტიკოსები მაინც ებღაუჭებიან ომს, როგორც წყალწაღებული ხავსს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საბოლოოდ დაიბნენ, ჩიხში მოემწყვდნენ და მზად არიან, თვალდახუჭული გადაეშვან უფსკრულში. ამიტომ ზედმეტი არ იქნება, მოკლედ განვიხილოთ ომის ორგანიზაციის გეგმა, რომელსაც ახლა ამუშავებენ ბურჟუაზიული პოლიტიკოსების წრეებში. კაპიტალისტები ფიქრობენ, რომ ომი უნდა მოაწყოს “უმაღლესმა რასამ”, ვთქვათ, გერმანულმა, “დაბალი რასის”, პირველ რიგში, სლავების წინააღმდეგ, რომ მხოლოდ ასეთ ომს შეუძლია მდგომარეობიდან გამოყვანა, რადგან “უმაღლესი რასა” მოწოდებულია, გაანაყოფიეროს “დაბალი რასა” და იბატონოს მასზე. დავუშვათ, ეს უცნაური თეორია, რომელიც ისევე დაშორებულია მეცნიერებისგან, როგორც ცა დედამიწისგან, _ დავუშვათ, რომ ეს უცნაური თეორია განახორციელეს პრაქტიკულად. რა შეიძლება მოჰყვეს ამას? ცნობილია, რომ ძველი რომი სწორედ ისე უყურებდა გერმანელებისა და ფრანგების წინაპრებს, როგორც ამჟამად უყურებენ “უმაღლესი რასის” წარმომადგენლები სლავურ ტომებს. ცნობილია, რომ ძველი რომი დაცინვით უწოდებდა მათ “დაბალ რასას”, “ბარბაროსებს”, რომლებიც მოწოდებული არიან, მუდამ ემორჩილებოდნენ “უმაღლეს რასას”_ “დიდ რომს”, ამასთანავე, _ ჩვენ შორის დარჩეს, _ “ძველ რომს” ამისათვის ჰქონდა ერთგვარი საფუძველი, რაც არ შეიძლება ითქვას ამჟამინდელი “უმაღლესი რასის” წარმომადგენლებზე. მერე რა გამოვიდა აქედან? გამოვიდა ის, რომ ყველა არარომაელი, ესე იგი, ყველა “ბარბაროსი” გაერთიანდა საერთო მტრის წინააღმდეგ და იერიშით დაამხეს რომი. ჩნდება კითხვა _ სად არის გარანტია, რომ ამჟამინდელი “უმაღლესი რასის” წარმომადგენელთა პრეტენზიები არ მიიყვანს მათ სავალალო შედეგებამდე? სად არის გარანტია, რომ ფაშისტი პოლიტიკოსები ბერლინში უფრო ბედნიერნი აღმოჩნდებიან, ვიდრე ძველი და გამოცდილი დიდმპყრობლები რომში? განა უფრო მართებული არ იქნება, წარმოვიდგინოთ საწინააღმდეგო შედეგი? მეორენი ფიქრობენ, რომ ომი უნდა მოეწყოს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ისინი ფიქრობენ გაანადგურონ საბჭოთა კავშირი, გაინაწილონ მისი ტერიტორია და ხელი მოითბონ მის ხარჯზე. შეცდომა იქნებოდა, ჩაგვეთვალა, რომ ასე ფიქრობს მხოლოდ სამხედრო წრეების ზოგიერთი წარმომადგენელი იაპონიაში. ჩვენ ვიცით, რომ ასეთივე გეგმები მზადდება ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის წრეებში. დავუშვათ, ეს ვაჟბატონები სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ. რა შეიძლება მოჰყვეს ამას? არ მგონია, საეჭვო იყოს, რომ ეს ომი იქნება ბურჟუაზიისთვის ყველაზე საშიში. ის იქნება ყველაზე საშიში არა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის ხალხები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ რევოლუციის მონაპოვრისთვის, არამედ იგი ყველაზე საშიში იქნება ბურჟუაზიისათვის იმიტომ, რომ ომი იწარმოებს არა მხოლოდ ფრონტებზე, არამედ მოწინააღმდეგის ზურგშიც. ბურჟუაზიას შეუძლია, ეჭვი არ შეიტანოს იმაში, რომ საბჭოთა კავშირის მუშათა კლასის მრავალრიცხოვანი მეგობრები ევროპასა და აზიაში შეეცდებიან, ზურგიდან დაჰკრან თავიანთ მჩაგვრელებს, რომლებმაც დაიწყეს დანაშაულებრივი ომი ყველა ქვეყნის მუშათა კლასის სამშობლოს წინააღმდეგ. და ჩვენ ნუღარ გვისაყვედურებენ ბატონი ბურჟუები, თუ მათ ასეთი ომის მეორე დღეს სათვალავში დააკლდებათ მათთვის ახლობელი მთავრობები, რომლებიც ამჟამად განცხრომით მეფობენ “წყალობითა ღვთისათა”. თუ გახსოვთ, 15 წლის წინათ უკვე იყო ერთი ასეთი ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. როგორც ვიცით, ყველასგან პატივცემულმა ჩერჩილმა მაშინ ეს ომი გამოხატა პოეტური ფორმულით _ “თოთხმეტი სახელმწიფოს შესევა”. რასაკვირველია, ამ ომმა ჩვენი ქვეყნის ყველა მშრომელი მჭიდროდ გააერთიანა ბანაკად თავდადებული მებრძოლებისა, რომლებიც მკერდით იცავდნენ თავიანთ მუშურ-გლეხურ სამშობლოს მტრებისგან. თქვენ იცით, იგი რით დამთავრდა. იგი დამთავრდა ინტერვენტების განდევნით ჩვენი ქვეყნიდან და რევოლუციური “მოქმედების კომიტეტების” შექმნით ევროპაში. არა მგონია, საეჭვო იყოს, რომ მეორე ომს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მოჰყვება თავდამსხმელთა სრული დამრცხება, რევოლუცია ევროპისა და აზიის მთელ რიგ ქვეყნებში და ამ ქვეყნების ბურჟუაზიული მთავრობების დამხობა. ასეთია გზააბნეული ბურჟუაზიული პოლიტიკოსების საომარი გეგმები. როგორც ხედავთ, ისინი არ ბრწყინავენ არც ჭკუით, არც მამცობით” (სტალინი საანგარიშო მოხსენება პარტიის მე-17 ყრილობაზე. 1934 წელი გვ. 16-17).

ნათელმხილველის ნათქვამის ახდენა 1939 წელს დაიწყო, როდესაც კაპიტალისტური სამყაროს წაქეზებითა და მხარდაჭერით ჰიტლერი პოლონეთში შეიჭრა. სლავური სახელმწიფოები ფიურერმა საზეიმო მარშით შემოიარა. დაპყრობილი ქვეყნების მილიონობით ადამიანი ქუჩაში ხვდებოდა კაბრიოლეტში ხელაწეულ ჰიტლერს და ერთხმად შესძახოდა: “ჰაილ, ჰიტლერ!”. პასუხიც ერთი იყო: “ჰაილ!”.

წინასწარმეტყველის (სტალინის) მეორე ნათელხილვა კი 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო, როდესაც მსოფლიოში უძლიერესი არმია 170 დივიზიით თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.

ისტორიის ზოგიერთი ფალსიფიკატორი მუქ ფერებში ხატავს 22 ივნისს, როგორც ომის დაწყების პირველი დღის დაბნეულობას და პირველ მარცხს, რომელიც დიდხანს მოყვებოდა წითელ არმიას. თითქოს სტალინი მოუმზადებელი შეხვდა ომს, რადგან სჯეროდა, რომ ფიურერი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომს არ წამოიწყებდა.

მაგალითისთვის მხოლოდ ერთი ფაქტი მინდა მოვიყვანო: 1941 წლის აპრილის ბოლოს სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულები თათბირზე მიიწვიეს და გააფრთხილეს, რომ 5 მაისს ისინი მიწვეულნი იყვნენ კრემლში. მწყობრად დაწყობილი აკადემიის კურსდამთავრებულები 5 მაისს კრემლისაკენ დაიძრნენ. სათანადო შემოწმების შემდეგ ახალგაზრდები კრემლის ანდრეევის დარბაზში მიიწვიეს. 17 საათსა და 55 წუთზე პრეზიდიუმში გამოჩნდენ საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი ტიმოშენკო, მარშლები და ადმირალები. სცენის სიღრმეში პოლიტბიუროს სრულ შემადგენლობას წინ მოუძღოდა სტალინი. ოვაციებისაგან დარბაზი ინგრეოდა. ტიმოშენკომ დამსწრეთ დაწყნარებისკენ მოუწოდა და გამოაცხადა, რომ ცენტრალური კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს სახელით სიტყვა ეძლევა ამხანაგ სტალინს. ტრიბუნაზე ასულმა სტალინმა დაიწყო:

_ უპირველესად, გილოცავთ სასწავლებლის დამთავრებას თქვენს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად. ალბათ, გაინტერესებთ, რისთვის მოგიწვიეთ აქ. უნდა გითხრათ, რომ თქვენ, როცა წახვალთ ახალ სამსახურში ზღვაზე თუ ხმელეთზე, აუცილებელად შეგეკითხებიან: რა ხდება ქვეყანაზე? რა დაემართა საფრანგეთს, რატომ ითმენს ამდენ დამარცხებას ინგლისი? ნუთუ მართლა უძლეველია გერმანული არმია? როგორი იქნება მსოფლიო მომავალში? _ ამ საკითხებზე მინდა გელაპარაკოთ და გავცე პასუხი ამ კითხვებს.

გერმანელები, _ განაგრძობს სტალინი, _ ძალზე დაჩაგრულად გრძნობენ თავს პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, რომ მათ არ აქვთ სასიცოცხლო სივრცე, მაშინ, როცა: “გერმანია ყველაზე ძლიერი ქვეყანაა მსოფლიოში”, “ჩვენ, გერმანელები, ყველაზე ჭკვიანი და ძლიერი ერი ვართ. ღმერთისგან გაჩენილი რასა, რომელსაც ეკუთვნის, იბატონოს დანარჩენ ხალხებზე”. “გერმანულ არმიას აქვს ყველაზე საუკეთესო იარაღი მსოფლიოში”.

ჰიტლერელთა ეს განცხადება არის ყველაზე საშიში, არა მხოლოდ რიგი ქვეყნებისთვის, არამედ ძირითადი საფრთხეა საბჭოთა კავშირისთვის.

რაც შეეხება საფრანგეთის დამარცხებას, ეს ასეც იქნებოდა, რადგან საფრანგეთის არმიას ჰყავს ყველასათვის უცნობი გენერლები და მინისტრები. ისინი ჯარის მშენებლობის ნაცვლად ჩართულნი არიან ბიზნესში, თავიანთ საქმეს აკეთებენ და აქვეითებენ ფრანგული ჯარის პრესტიჟს. მათი ავტორიტეტი ისე დაეცა, რომ ფრანგ ოფიცრებს გოგონებიც აღარ მიჰყვებიან ცოლად. რაც შეეხება გერმანულ არმიას, ის მართლაც ძლიერი და კარგად შეიარაღებულია, მაგრამ არა უძლეველი. კართაგენსაც ეგონა, რომ უძლეველი არმია ჰყავდა ჰანიბალის სარდლობით, მაგრამ ის რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს. ასე ფიქრობდა ნაპოლეონიც თავის უძლეველობაზე, მაგრამ, ის რუსეთმა კუტუზოვის მეთაურობით დაამარცხა. ასევე ცდებიან გერმანელები, როდესაც თავიანთ უძლეველობაზე ლაპარაკობენ, ჩვენ საკმაოდ ძლიერი არტილერია გვყავს და ვიბრძვით მისი შემდგომი გაძლიერებისთვის. ჩვენმა შესანიშნავმა კონსტრუქტორებმა შექმნეს საშუალო ტანკი თ-34-ი, რომელიც არათუ ჩამოუვარდება გერმანულ შესაბამის ტანკებს, არამედ გაცილებით აღემატება მათ. ასევე გვაქვს მძიმე ტანკი KB. მართალია, ჩვენ არ გვყავს ისეთი ძლიერი ავიაცია, როგორიც გერმანელებს, მაგრამ გვყავს უნიჭიერესი ავიაკონსტრუქტორები, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ ამ ნაკლის გამოსასწორებლად. თქვენ სამი-ოთხი წლის წინათ დატოვეთ თქვენი ხომალდები. აი, დაბრუნდებით უკან და ვეღარ იცნობთ თქვენს ხომალდებს. ჩვენ ისინი ძირფესვიანად შევცვალეთ. იქ სულ სხვა გარემო და სამუშაო დაგხვდებათ”.

შემდგომ სტალინმა ყურადღება გაამახვილა ხელმძღვანელი კადრების აღზრდაზე არმიაში:

“აკადემიაში ახალგაზრდებს უნდა შევასწავლოთ ახალი ტექნიკა. უნდა ვასწავლოთ ახალი აზროვნება. თანამედროვე ომს თანამედროვე აზროვნება სჭირდება. მე მყავს ნაცნობები, რომლებიც სწავლობენ საარტილერიო აკადემიაში, მე წავიკითხე ერთ-ერთის კონსპექტები და გამაკვირვა, რომ ის დიდ დროს კარგავს ისეთი ტექნიკის ათვისებაში, რომლებსაც 1916 წლიდან აღარ იყენებენ. ეს ხომ ყოვლად დაუშვებელია!”

ამ მომენტში წინა რიგებიდან მსხდომი აკადემიის ხელმძღვანელებიდან ვიღაცამ წამოიძახა: “არასწორია”. მას სტალინმა უპასუხა:

გთხოვთ, ნუ შემაწყვეტინებთ, მე ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, გეუბნებით, მე თვითონ წავიკითხე თქვენი აკადემიის მსმენელის ჩაწერილი კონსპექტი (როგორც მოგვიანებით გაირკვა, სტალინი თავისი შვილის _ იაკობისაგან ფარულად კითხულობდა მის ყველა კონსპექტს. იაკობი სწორედ საარტილერიო აკადემიაში სწავლობდა და ამ თათბირსაც ესწრებოდა).

სტალინმა ხაზი გაუსვა კადრების მორალურ-პოლიტიკურ აღზრდას, რაშიც თავისი როლი უნდა შეესრულებინა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.

ხაზი გაუსვა ფინეთის ომს _ მიუხედავად გამარჯვებისა, წითელი არმიის მიერ დაშვებულ შეცდომებს და მოუმზადებლობას, “რასაც არა ყოველდღიურად, არამედ საათობრივად უნდა ვასწორებდეთ ყველგან, ყველა ფეხის ნაბიჯზე. ჩვენ არ ვართ მზად თანამედროვე ომში გამარჯვებისათვის, არც ტექნიკით და არც მებრძოლთა მომზადებით, მაგრამ ამის შესახებ, ძალიან გთხოვთ, არ იყბედოთ”.

დასასრულ, სტალინმა განაცხადა:

“გერმანიას სურს, მოსპოს ჩვენი სოციალისტური სახელმწიფო, გერმანიას სურს, გაანადგუროს ჩვენი დიადი სამშობლო, მოსპოს მილიონობით ჩვენი მოქალაქე, ცოცხლად გადარჩენილები კი მონებად გაიხადოს. ჩვენი ქვეყნის ხსნა არის მტრის ღირსეული დახვედრა და გამარჯვება ამ ომში გერმანულ ფაშიზმზე.

გაუმარჯოს მომავალ ომში ჩვენს გამარჯვებას!”

აი, ასე დაასრულა 1941 წლის 5 მაისს სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულებთან თავისი შეხვედრა ქვეყნის მეთაურმა სტალინმა.

47 დღის შემდეგ, 1941 წლის 22 ივნისს, გამთენიისას, გერმანია ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.

22 ივნისი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი და გმირული ეპოპეებით სავსე დღეა.

რამდენიმე ხნის წინათ გერმანულმა მედიასაშუალებამ მოსახლეობას მიმართა თხოვნით, გაეგზავნათ მეორე მსოფლიო ომის ფრონტიდან ახლობლებისგან მიღებული წერილები. სიზუსტისა და აკურატულობის სანიმუშო მაგალითია ფრონტიდან გაგზავნილი წერილების კვალიფიკაცია და მათი პირუთვნელად გამოქვეყნება.

ყველაზე ყურადსაღები მაინც ომის პირველი დღის, 22 ივნისის, წერილებია. შვილი მამას წერს:

“აქ ის ომი არ არის, ევროპაში რომ ვაწარმოებდით. აქ, გამარჯვებისათვის კი არა, სიკვდილისთვის იბრძვიან”.

ქმარი მეუღლეს ფრონტიდან წერს:

“სატანკო ათეულმა პურის ყანაში ოთხი წითელარმიელი ალყაში მოვაქციეთ. ისინი იბრძოდნენ თავგანწირვით, ხელში მხოლოდ ავტომატები ეჭირათ. მოდიოდნენ ახლოს და მიჯრით გვესროდნენ. როდესაც ტყვიები გაუთავდათ, ერთ-ერთი ჩვენკენ გამოემართა დაჭრილი და სისხლში ამოსვრილი. ჩვენ სათვალთვალოდან მათ გმირულ შემართებას ვუყურებდით და არ ვესროდით. ჩვენკენ წამოსულზე ვიფიქრე, ალბათ, გვნებდება და მოენედ დაგვჭირდება-მეთქი. ტანკის ლუკებიდან ამოვედით და ხელი დავუქნიეთ. როცა ახლოს მოვიდა, ჯარისკაცის ნიჩაბი უსწრაფესად ამოაძრო ბუდიდან და ძალზე ძლიერად გვესროლა, თან შემოგვძახა: “სამშობლოსათვის, სტალინისათვის!”. ეს უკვე ომი აღარ არის, ეს სულ სხვა რამეა, რასაც ჩვენ აქ ვუყურებთ. ამ ხალხს ვერანაირი ძალა ვერ დაამარცხებს”.

რა არის ეს _ იდეურ-პოლიტიკური აღზრდა, სიმდიდრისაკენ სწრაფვა, დიდების მაძიებლობა, მოჩვენებითობა თუ იოლი გაჯირითება? _ არა და არა!

ეს არის ის, რასაც რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატი “ედინაია როსიას” ახალგაზრდული ფრთის ლიდერი მაქსიმ მიშენკო ამბობს:

“თუ ხვალ გამოჩნდება ახალი ჰიტლერი, ჩვენ მას ახალი სტალინით ვუპასუხებთ”.

რას ნიშნავს ახალი ჰიტლერის გამოჩენა?

ახალი ჰიტლერი გამოჩნდა მაშინ, როდესაც შუაგული ევროპა და კოსოვო ნატომ დაბომბა, როდესაც დაშალეს და დაანგრიეს ევროპის ერთერთი ძლიერი და მდიდარი სახელმწიფო იუგოსლავია, როდესაც ციხეში მოკლეს თავისი ქვეყნის პატრიოტი მილოშევიჩი; როდესაც მოსპეს და დაანგრიეს ცივილიზაციის პირველსაწყისი _ შუამდინარეთი; სამარცხვინოდ, ჭორების საფუძველზე საქვეყნოდ ჩამოახრჩეს სადამ ჰუსეინი; ჯერ ჯოხით გააუპატიურეს, ხოლო შემდეგ ბრბოს ჩააქოლინეს მუამარ კადაფი. მსგავსად ფაშიზმისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერ შექმნაალ ქაიდა”, “თალიბანიდა სხვა უამრავი ტერორისტული ორგანიზაცია და ბოლოს _ ტერორისტული დაჯგუფებაისლამური სახელმწიფო”.

ფაშიზმი და ჰიტლერის გაცოცხლებაა, როდესაც ამერიკა სრულიად უმიზეზოდ მოუწოდებს ევროპას და მსოფლიოს, დაირაზმონ რუსეთის წინააღმდეგ და ბლოკადა გამოუცხადონ ამ ქვეყანას.

სად არის სტალინი?

სტალინის წინაშე რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილსა და რუსეთის ლიდერებს სინდისი სუფთა არ აქვთ და ამიტომაც არ სურთ ქარქაშიდან ყოვლისმძლეველი სტალინის ხმლის ამოღება. ერთი სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე, თუნდაც უიარაღოდ, სტალინის გენერალისიმუსისფორმიანი პორტრეტის ჩატარება მავზოლეუმის ტრიბუნების წინ და მსოფლიო მიხვდება, რომ ახალ ჰიტლერს ახლი სტალინი დაუხვდა წინ. დაუხვდება რუსული პატრიოტიზმი და მართლმადიდებლობა, გაიღვიძებს რუსული ნაციონალიზმი, რომელსაც აგრერიგად ლანძღავდნენ და ვლანძღავდით ჩვენც. რუსულმა ნაციონალურმა პოლიტიკამ უნდა გადაარჩინოს მსოფლიოს მართლმადიდებლობა და კეთილშობილი სლავი ხალხი.

აი 1934 წელს სტალინის ნათქვამი სიტყვები:

რატომ, ჰგონიათ გერმანელებს, რომ მათ უფრო ცუდი დღე არ დაადგებათ რაიხსტაგში, ვიდრე რომაელებს რომში?”

ხომ გამართლდა ბელადის სიტყვები, როდესაც ჰიტლერმა 1945 წლის 30 აპრილს თავისი ხელით გადაისხა თავზე ბენზინი კანისტრიდან, გებელსმა და მისი მეუღლემ კი შვილებსა და ერთმანეთს საწამლავის მომაკვდინებელი ინიექციები გაუკეთეს. ჰიტლერის გვამის ამოცნობა მხოლოდ და მხოლოდ მისი კბილებით შეძლეს.

ოლიგარქობა და ქვეყნის მსახურება-მეთაურობა ერთად არ გამოდის. ქვეყნის მართვას ცივი გონება და სუფთა ხელები სჭირდება. არის კი ქვეყანა ამისთვის მზად?

ძაღლებისა და კატების ჭამა უფრო იოლი საქმე მგონია, ვიდრე განავლისა, რასაც ასე ხშირად მიირთმევენ ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფალნი. არც ვასილი სტალინსა და არც იაკობ ჯუღაშვილს თვითონ არ აურჩევიათ სამხედრო სასწავლებლები, ისინი მამის დავალებით ეუფლებოდნენ სამხედრო საქმეს, რადგან სამშობლოს დაცვა სჭირდებოდა და ქვეყანას უნდა დაენახა, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი, უპირველესად, ქვეყნის მეთაურიდან უნდა იწყებოდეს. დღევანდელი სახელმწიფო მოღვაწეები თუ მოხელეები კი თავიანთ შვილებზე ამბობენ:

ჩვენ შვილებს ვერ ვეტყვით, რომ მათ სამშობლოს შესწირონ თავი, მათ ისე უნდა იცხოვრონ, როგორც სურთ”.

მიწაში გადაბრუნდებოდა ხევისბერი, რომელმაც ნაროვანთან ხევის ღალატისთვის შვილი ხანჯლით განგმირა; ალბათ, როგორ ოხრავს გიორგი სააკაძე, რომელმაც ულამაზესი პაატა ანაცვალა მარტყოფის ველზე გამართულ ბრძოლებს, რომ არაფერი ვთქვათ იაკობ ჯუღაშვილზე, რომელმაც სიკვდილი ამჯობინა ღირსეული მამის სახელისთვის ოდნავი ჩრდილის მიყენებას.

მართალია, ქართველ ხალხს პატრიოტული და ნაციონალური სული ამოგვაცალეს და ამერიკული სული ჩაგვბერეს, მაგრამ, როგორც ადრეულ ეპოქაში, ახლაც იმედით ვცხოვრობთ და ვიცოცხლებთ, რადგან სულიერად ჯერ კიდევ ვარ დიდი ქვეყნის _ საბჭოთა კავშირის მოქალაქე და მსოფლიოში ყველაზე დიდი ერის, რუსი ხალხის იმედად, რომელსაც აქვს ყველანაირი თანამედროვე იარაღი და დამატებით _ ჯერ კიდევ შუსწავლელი და შეუდარებელი, ყოვლის მძლეველი და განუზომლად დიდი ენერგიის მქონე ბომბი _ სტალინური პატრიოტიზმი, რომელიც ნებისმიერ ომში გამარჯვების ყველაზე საიმედო გარანტი იქნება.

გრიგოლ ონიანი

7 COMMENTS

  1. ახალ მსოფლიო ისტორიაში, ყველაზე მძიმეწონიანი ფიგურა გვყავს ქართველებს და მას
    ძირს ვუთხრით. ეს ხომ ისტორიის ძირის გამოთხრაა? ვხევთ იმ ფურცელს. რატომ?
    რა პიროვნებაც იყო, პირუთვნელად შევაფასოდ. მაგრამ, გეშინიათ მისი, ბატონებო!
    მკვდრისაც გეშინიათ, იმიტომ რომ როგორც პოლიტიკოსები, ისე მოაზროვნენნი არარაო-ბას წარმოადგენთ.

  2. თურქეთი ისტოროული მტერია, რუსეთი იმპერია იყო და იმპერიას თავისი მოთხოვნები აქვს, მე ვფიქრობ მაინც ყოველივე უფლის განგებით მოხდა მაშინაც ამ მიწებზეც, როგორც ჰიtლერის საპირწონედ იყო სტალინი დაახლოებით ასე იყო ესეც, ხოლო რაც შეეხებ დღევანდელ ვითარებას საქართველო ომში არ უნდა ჩაერთოს, გვმართებს თეიმურწზ მეორის დიპლომაატიის ნიჭი, არ მსურს საქართველო გაიჭყლიტოს ამ ჭიდილის დროს, ხოლო მხარდაჩერას რაც შეეხება თურქეთს არცერთი ქართველი არ დაუჩერს მხარს უკიდურეს შემთხვევაში

  3. რათქმა უნდა ეშინიათ, სტალინი იყო სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს იცავდა და არა დღევანდელი პოლიტიკოსი რომელიც ფაქტიურად მსოფლიო ფინანსური მაფიის ინტერესებს ემსახურება, საკუთარ ქვეყანაში ქმნის სუვერენული მმართველობის იმიტაციას და რომლის ერთადერთი საზრუნავი ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებაა თავისუფალ არჩევნებად წოდებული ფარსის მეშვეობით ამიტომაც ხალხი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება. რომელ სუვერენიტეტზეა საუბარი, როდესაც ქვეყანა მოკლებულია საკუთარი დამუკიდებელი ეროვნული ვალუტის თავისუფალი ემისიის, დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკის გატარების უფლებას.. ზოგიერთი ტვნგაყინული დღემდე მონობას ეძახის იმ კავშირის წევრობას, რომელი კავშირის ხელისუფლების ფორმირებაში ჩვენი რესპუბლიკა ისეთივე სრულუფლებიან მონაწილეობას ღებულობდა როგორც ჩვენზე ათჯერ მეტი ტერიტორიისა და მოსახლეობის მქონე სახელმწიფოები და თავისუფლებას ეძახის დღევანდელ კოლონიურ მდგომარეობას ევროამერიკულ კონგლომერატთან მიმართებაში

  4. ალბათ მართლა მოვა დრო, როცა სტალინის სურათებს ისევ დაკიდებენ კედლებზე.

  5. სურათების დაკიდებას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა,მთავარია სტალინის სალავი გაიწმინდოს გადაგვარებული პარტიული ნომენკლატურის მიერ 63 წლის განმავლობაში იქ დახვავავებული ნაგვისა და სიბინძურისაგან. დღეს როდესაც მსოფლიოში სამართლიანობის მწვავე დეფიციტი იგრძნობა და კაპიტალისტური სამყარო თავქუდმოგლეჯილი მიექანება ფაშიზმისაკენ, სტალინის იდეური მემკვიდრეობა განსაკუთრებულ აქტოალობას იძენს. სტალინის სახელი უკვე დიდი ხანია გასცდა,როგორც ერთი რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს ასევე ეპოქის ფარგლებს და სამართლიან ცხოვრებაზე კაცობრიობის მარადიული იცნების უნივერსალურ სიმბოლოდ გადაიქცა.

  6. ძალიან მაგარი თექსტია და ასევე აღვნიშნავ კომენტარების გონივრულობას

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here