Home რუბრიკები საზოგადოება ხორვატიას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლისთვის 16 000 ევროს გადახდა დააკისრეს

ხორვატიას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლისთვის 16 000 ევროს გადახდა დააკისრეს

521

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დისკრიმინაციულად ცნო ხორვატიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ ქალს ხორვატიაში ბინადრობის დოკუმენტის მიღების უფლება არ მიეცა.

ევროპულმა სასამართლომ განიხილა საქმე “პაჟიჩი ხორვატიის წინააღმდეგ” და დაასკვნა, რომ ხორვატიამ დაარღვია ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-14 (დისკმინაციის აკრძალვა) და მე-8 სტატია (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება). ხორვატიის წინააღმდეგ სარჩელი  მოქალაქე დანკა პაჟიჩმა შეიტანა, რომელსაც ხორვატიაში მცხოვრებ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, და ოჯახის გაერთიანება მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. პაჟიჩი დაზარალებულ მხარედ გამოცხადდა იმის გამო, რომ ხორვატიაში მოქმედი კანონი უცხოელთა შესახებ ოჯახის გაერთიანების მიზნით უცხოელისთვის ბინადრობის დოკუმენტის მინიჭებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ ოჯახი ერთნაირსქესიანი წყვილისგან არ შედგება.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხორვატიამ დანკა პაჟიჩს 16 000 ევრომდე უნდა გადაუხადოს. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here