Home რუბრიკები პოლიტიკა ლონდონის მერი: ეევროკავშირი ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს

ლონდონის მერი: ეევროკავშირი ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს

553

ლონდონის მერმა მორის ჯონსონმა 21 თებერვალს განაცხადა, რომ ევროკავშირი თავისი პოლიტიკური მექანიზმებითძირს უთხრის ბრიტანეთის სუვერენიტეტს”, აგრეთვე, დემოკრატიის საფუძვლებს, ხოლო ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კემერონსა და ევროკავშირის ხელმძღვანელთა შორის მიღწეული გარიგება პოზიტიურ ცვლილებებს ვერ მოიტანს.

თავისი სახლის კარის ზღურბლიდან ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ჯონსონმა განაცხადა, რომ “მძიმე გულით” მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის კამპანიისთვის მხარდაჭერის შესახებ. მერის თქმით, ევროკავშირი ძირს უთხრის დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტს და განსაკუთრებული პირობები, რომლებიც დევიდ კემერონმა მოითხოვა ბრიუსელის სამიტზე გაერთიანებული სამეფოსთვის, პოზიტურ ცვლილებებს ვერ მოიტანს.

“ევროკავშირიდან გამოსვლისთვის მხარდაჭერა ერთადერთი საშუალებაა, ვაჩვენოთ, რომ ბრიტანელებისთვის განსაკუთრებულად საჭიროა თვითმმართველობა, მეორე მხრივ, ეს ბრიუსელისთვის იქნება მწვანე შუქის ანთება, დაიწყოს ფედერალიზმის გაძლიერება და დემოკრატიის საფუძვლების ფეხქვეშ გათელვა”, _ განაცხადა ლონდონის მერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here