Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ აგებს პასუხს: თოფაძე ხიდაშელის მხილებისთვის თუ რესპუბლიკური პარტია არჩევნების გაყალბებისთვის?

ვინ აგებს პასუხს: თოფაძე ხიდაშელის მხილებისთვის თუ რესპუბლიკური პარტია არჩევნების გაყალბებისთვის?

641

ჩვენი გაზეთის ამა წლის 10-16 თებერვლის ნომერში (#5) გამოქვეყნდა ინტერვიუ ცნობილ მეწარმესა და პარლამენტართან, კოალიციაქართული ოცნებისერთერთ თავკაც გოგი თოფაძესთან. დეპუტატმა ბრალი დასდო თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელს საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნებისას კანონმდებლობის დარღვევაში. ვინაიდან ამ მასალის ავტორი ვარ, მინდა, “საქართველო და მსოფლიოსმკითხველს რამდენიმე საკითხი განვუმარტო.

ამა წლის 8 თებერვალს ვესტუმრე ბატონ გოგი თოფაძეს იმის გასარკვევად, რისთვის დაიმსახურა მან “ლიბერალების” რისხვა, რადგან ბატონი გოგის მიმართვაში პრეზიდენტისადმი, ვითარცა ბიბლიურმა პილატემ (ღმერთო, მაპატიე!), ვერანაირი დანაშაული ვერ ვიპოვე.

ჩემმა მასპინძელმა დაწვრილებით განმიმარტა “კოსმოპოლიტების” განაწყენიანების მიზეზი, რომელიც აისახა კიდეც გამოქვეყნებულ ინტერვიუში. საუბრის დასასრულს გამახსენდა ქალბატონი ხიდაშელის დაუფარავი ირონიით დასმული კითხვა ჟურნალისტებისადმი: რა, თოფაძე დღემდე პარლამენტშია?” და, ბუნებრივია, დამაინტერესა, როგორ შეაფასებდა ბატონი თოფაძე თავდაცვის მინისტრის ირონიულ ფრაზას. სიმართლე გითხრათ, მისგან ასეთ მწვავე რეაქციას არ ველოდი. ერთია, როცა არჩევნების გაყალბებაში გადანაშაულებს შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე ქალბატონი ინაშვილის სახით და სულ სხვაა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე მითითება თანაგუნდელის მხრიდან.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/xidasheli.jpg

“საქართველო და მსოფლიოს” ის ნომერი, რომელმაც შეძრა ქვეყანა და ლამის კოალიციაქართული ოცნებადაშალა”, 10 თებერვალს გამოვიდა, მაგრამ იმ დღეს ბატონი თოფაძის ბრალდებაზე კრინტი არავის დაუძრავს; და რაოდენ გასაოცარი იყო, როდესაც 11 თებერვალს ატყდა დიდი აურზაური. “აფეთქდა” რედაქციის ტელეფონები. ვინ აღარ მოითხოვდა ჩემს “ცოდვილ თავს” _ “თვით” “რუსთავი 2”-ით დაწყებული და რომელიღაც უცნობი საინფორმაციო სააგენტოთი დამთავრებული. ყველას სურდა საუბრის ჩანაწერის ხელში ჩაგდება. სავალალოდ, განგებამ არ დამაჯილდოვა ვაჭრული სულით, თორემ, ჩემ ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ამ ჩანაწერს სარფიანად მიჰყიდიდა თუნდაც იმავე “რუსთავი 2”-ს. ამის მაგივრად ყველა ტელეკომპანიას, რომელმაც ჩემთან ინტერვიუ ჩაწერა, განვუცხადე: სანამ პირადად არ დაველაპარაკები ბატონ გოგი თოფაძეს, არ მოვასმენინებ ჩანაწერს, მის მიმართ არავითარ კრიტიკულ განცხადებას არ გავაკეთებმეთქი. სხვათა შორის, ჩანაწერის მოსმენის სურვილი გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა უსუფაშვილმაც. ღმერთმა იცის, კიდევ რამდენ ხანს გამითბობდა სულსა და გულს ე.წ. დიდების შარავანდედი, რომ არაობიექტივის სტუდიაში ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას მიერ გოგი თოფაძისადმი დასმული კითხვები. გაცემული პასუხებით ბატონმა გოგიმ დაადასტურა, რომ, დიახაც, დაადანაშაულა ქალბატონი ხიდაშელი საგარეჯოში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევში, რაც სხვა არაფერია, თუ არა არჩევნების გაყალბება, და დასძინა: ის მალე აღარ იქნებაო მინისტრი! დასანანია, რომ ბატონი თოფაძის ამ განცხადების შემდეგ ჩემი პერსონისადმი გაჩენილი ეგზომ დიდი ინტერესი მინავლდა.. სამაგიეროდ, არნახულად გაიზარდა ინტერესი ბატონი თოფაძის მიმართ “ლიბერალების” მხრიდან, რაც გამოიხატა მის გაკიცხვაში, მასზე ზემოქმედებასა და აშკარა დევნაში. რა თქმა უნდა, აქაც თავი გამოიჩინეს რესპუბლიკელებმა და მათი მავნე იდეოლოგიის თანაზიარმა პირებმა. ყველასთვის ცნობილმა “პროცენტ-ნახევრიანმა ჩამშვებმა”, ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა ბრძანა: მე ვთვლი, რომ ბატონი გოგის ადგილი არ არის არც კოალიციაში, არც “მრეწველებში” და არც პოლიტიკაშიო. “სახელოვან” ძმას მხარი აუბა დავით ბერძენიშვილმაც. მან გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში “ამხილა”. ესეც არ იკმარა და, რესპუბლიკელებისთვის ჩვეული თავხედობით, “მრეწველებს” კატეგორიულად მოსთხოვა მათი ლიდერისგან გამიჯვნა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/xidasheli-X.jpg

რესპუბლიკელებს სოლიდარობა გამოუცხადა ყველა ხელისუფლებაზე მორგებულმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა. ბატონი სოზარი 21 თებერვალს “რუსთავი 2”-ის ეთერში ვიხილე. “როდესაც ბატონი გოგი ლაპარაკობს საგარეჯოს არჩევნებზე, აბსოლუტურად არასწორია ის, რასაც ამბობს, იმიტომ, რომ ყველა არჩევნები, რომელიც კი ჩატარდა 2012 წლის შემდეგ, იყო სამაგალითო და ევროპულ დონეზე ჩატარებულიო”, _ განაცხადა მინისტრმა. ერთი დეტალი _ საუბრისას ბატონი სუბარის ზურგს უკან მოთხილამურემ გაიელვა და გავიფიქრე, სოზარმა, ალბათ, წეროვნისა და წილკნის დაჭაობებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სამაჩაბლოელ დევნილებს ელემენტარული ყოფა-ცხოვრების საკითხები მოუგვარა და ტიტანური შრომით გადაღლილი, გამოფიტული ორგანიზმის აღსადგენ პროცედურებს ახლა ბაკურიანში იტარებს-მეთქი.

ყველაზე მეტად კი გამაოცა 19 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე ახალი პრემიერმინისტრის განცხადებამ, თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობასო.

მიჩნდება კითხვა ბატონი კვირიკაშვილისადმი _ როდიდან გახდა სიმართლის თქმაჩირქის მოცხება”?! თუ ასე განაგრძობთ, ბატონო გიორგი, მალე თქვენც ვეღარ გიხილავთ პრემიერმინისტრის პოსტზე. სიმართლეს, როგორც ცეცხლს, არ ეთამაშებიან!

ბატონი გოგი თოფაძე ერთადერთი აღმოჩნდა მმართველი გუნდიდან, რომელმაც კოალიციის გასაჯანსაღებლად თქვა სიმართლე საგარეჯოში გაყალბებულ არჩევნებზე და რა მიიღო სამაგიეროდ? _ პოლიტიკური დევნა თავისივე თანაგუნდელებისგან. საინტერესოა, სად გაქრნენ ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვანი დამცველები(?!), გოგი თოფაძეც ხომ ადამიანია და, მაშასადამე, უფლება აქვს, თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი ამა თუ იმ პირზე ან მიმდინარე მოვლენებზე. რატომ დაიგუბეს პირში წყალიადამიანის უფლებათა დამცველებმა”, როდესაც რესპუბლიკელებმა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე აიძულეს, დაეტოვებინა თანამდებობა? რა არ მოეწონათ უცხოური გრანტებით გაზულუქებულ, “დემოკრატიული ფასეულობებისდამცველებს ბატონ ბრეგაძეში? ის, რომ უარყოფითად მოიხსენია .. ლგბტ ლიდერი, ვინმე ვაჭარაძე? არ მოეწონათ, რომ გაილაშქრა ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ? იმავე ვაჭარაძისგან შეურაცხყოფილი პატრიარქი რომ დაიცვა?

ან ბატონ თოფაძეს ბრალს რომ სდებენ “მეოცნებეები”, თითქოს თავისი “დაუფიქრებელი” განცხადებით მან გუნდურობის პრინციპი დაარღვია, რატომ “ავიწყდებათ”, რომ ეს პრინციპი პირველმა თვითონ ქალბატონმა ხიდაშელმა გათელა ფეხქვეშ, როდესაც ჟურნალისტებს დაუსვა ირონიული კითხვა: “რა, თოფაძე დღემდე პარლამენტშია?”. აგეტეხათ მაშინვე განგაში, მოგეწოდებინათ ხიდაშელისთვის, მამის ტოლი კაცისთვის ბოდიში მოეხადა, იქნებ არც ბატონ გოგის დაედანაშაულებინა ქალბატონი თინა არჩევნების გაყალბებაში?

დასასრულ, მინდა, კითხვით მივმართო ქვეყნის პრეზიდენტს _ გიორგი მარგველაშვილს: ვინ ხართ თქვენ? დამოუკიდებელი საქართველოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყნის მმართველი თუ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ახირებების უყოყმანო შემსრულებელი?..

თუ პრეზიდენტი ბრძანდებით, გამოიყენეთ ძალაუფლება და გაეცით განკარგულება, დაიწყოს გამოძიება საგარეჯოს რაიონში შუალედური არჩევნების დროს მომხდარი კანონდარღვევის შესაძლო ფაქტზე. მხოლოდ ამ გზით გაირკვევა, ვინ უნდა აგოს პასუხი არჩევნების გაყალბებისთვის.

აგრეთვე იზრუნეთ, რომ შეწყდეს გამოთქმული განსხვავებული აზრის გამო დეპუტატ გოგი თოფაძის პოლიტიკური დევნა რესპუბლიკური პარტიის მიერ. საქმისადმი ასეთი მიდგომა არის დემოკრატიის ანა-ბანა და, თუ ასე არ ფიქრობთ, მაშინ ან თქვენი ადგილი აღარ არის პრეზიდენტის სავარძელში, ან ასეთი “დემოკრატიის” ადგილი _ ქართულ პოლიტიკაში.

გიორგი კორძაძე

1 COMMENT

  1. ვინ არის ხიდაშელია, მოლაპარაკე ზროხაო,
    არჩევან-გამყალბებელი, ამერიკელთა მონაო,
    უზრდელურ სიტყვას მთიელმა, ძაანაც კარგი უქნაო,
    წამოეშველენ ბერძენნი, არ დაგვიჩაგრონ თინაო,
    ნატოს ფანჯრებში შევძვრები, თუ არ დამიხვდნენ შინაო,
    ნატოა თინას სექსები, ლიბერასტების ბინაო,
    ბიჭმა გოგიამ დათოფა, ეგ დაჟანგული რკინაო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here